გამოგონებასაკითხავისასარგებლო

რომელი უნდა ავირჩიოთ:Android თუ iOS


ძალიან ბევრი ოპერატიული სისტემა არსებობს, თუმცა მათ შორის ორი გიგანტის, ანდროიდისა და iOS ის გამოოყოფა შეიძლება. მე შევეცდები შევადარო ისინი.

ამჟამად, ანდროიდის ბოლო ვერსიაა 4.3 და iOS-ის კი 7.

პირველ რიგში, გადავხედოთ ციფრებს..
Comscore U.S გაყიდვები

Kantar U.S გაყიდვები

სმარტფონების გამოწერა მთელს მსოფლიოში

კომპანიების შემოსავალი გადმოწერებიდან “კანალაისის” მიხედვით

როგორც ხედავთ, ანდროიდის მომხმარებლის რაოდენობა ბევრად მეტია ვიდრე iOS-ის. შეიძლება იმიტომ, რომ ეიფლი თავის პროდუქციას უფრო ძვირად ყიდის ვიდრე ანდროიდის მწარმოებლები(SAMSUNG;htc;Sony;Motorola და ა.შ).

Multi-task

ამ მხრივ, ანდროიდი ლიდერია. iOS ცდილობს დაეწიოს ანდროიდს მაგრამ არ გამოსდის. თუ რა არის მულტი-თასქი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Root და JailBreak
Root(Android) და JailBreak(iOS) გაძლევთ საშუალებას დააყენოთ third-party apps.
რა არის Root?
რუთი გაძლევთ საშუალებას დააყენოთ ნებისმიერი ROM და მთლიანად შეცვალოთ თქვენი ანდროიდის ინტერფეისი, დააყენოთ ახალი პროგრამები(აპლიკაციები). დარუთვის შემდეგ, თქვენი ანდროიდი უფრო სწრაფად მუშაობს და ხშირ შემთხვევაში ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. რუთი გაძლევთ საშუალებას შეაღწიოთ თქვენ სისტემურ ფაილებში.
უფრო მეტი იხილეთ აქ:http://www.oneclickroot.com/

რა არის Jailbreak?
ჯეილბრეიქიც რუთის მსგავსია. ეიფლი არ თვლის ჯეილბრეიქს ლეგალურად, მაგრამ ეიფლის მომხმარებლების აზრით, ეს ასე არ არის. ჯეილბრეიქით თქვენი აიფონი ბევრად უკეთესად იმუშავებს. ჯეილბრეიქის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დააყენოთ მეტი აპლიკაცია და ინტერფეისი შეუცვალოთ თქვენს სმარტფონს თუ ტაბლეტს.

 

მარკეტი 

მარკეტი

ანდროიდსაც და iOS-საც აქვთ თავიანთი მარკეტები. ანდროიდს(Play Store) და iOS კი AppStore.

ორივე მარკეტი აპლიკაციების დიდ არჩევანს გაძლევთ. ანდროიდის ფლეი სთორში ბევრად მეტი აპლიკაციაა ვიდრე iOS-ის AppStore-ში. ანდროიდს 2002 წლიდან გუგლი წარმოადგენს და მისი მხარდაჭერით ანდროიდმა ბევრს მიაღწია. ანდროიდის მარკეტიც გადაკეთდა ფლეი სთორად. როგორ სტატისტიკა გვეუბნება აპსთორზე პროგრამების უმეტესობა ფასიანია, რადგან კომპანიების შემოსავალი აპსთორზე ბევრად დიდია ვიდრე ფლეი სთორზე. ანდროიდის მომხმარებელ NON-MARKET APP-ის დაყენება შეუძლია ანუ ისეთი პროგრამის რომელიც არ არის მარკეტზე და რომელიმე საიტზე .apk ფორმატში დევს. ამიტომაც უწოდებენ ანდროიდის მომხმარებლები აპსთორს მონოპოლიას.

P.S

ყველას აქვს თავისი გემოვნება, ზოგს ურჩევნია ეიფლის პროდუქცია, ზოგს პირიქით, ეზიზღება ის, რასაც მოკბეჩილი ვაშლი ახატია. iOS არის უფრო უბრალო და რაღაც მხრივ მარტივი ოპერაციული სისტემა. რაც შეეხება ანდროიდს, ეს არის ოპერაციული სისტემა სადაც შეგიძლია ყველაფერი ისე გადააკეთო როგორ შენ გაგიხარდება, დააყენო ლანჩერი, გაალამაზო ჰოუმ სქრინი ვიჯეტებით რაც iOS-ს არ აქვს. ყველაფერი მომხმარებლის გადასაწყვეტია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ფასს! ყველაფერი დამოკიდებულია დეტალებზე და არა ფასზე. ანდროიდის ტაბლეტებს თუ სმარტფონებს ბევრი კომპანია უშვებს და ამიტომ რომ არ დაიბნეთ, შეგიძლიათ გადახებოთ იუთუბს და ნახოთ დეტალური ინფორმაცია ამა თუ იმ ხელსაწყოზე. არჩევანი თქვენზეა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close