გასართობისაკითხავისურათები

მე-18 საუკუნის მხატვრობა ნაწილი I

b6f373fcb741
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მე მოგიყვებით მე-19 საუკუნის მხატვრების შესახებ, რომლებსაც ჰქონდათ განსხვავებული იდეები და განსხვავებული მხატვრობის სტილი, განსხვავებული დღევანდელი სტილისაგან. ისინი ძირითადად, თანამედროვეობის ასახვით იყვნენ დაინტერესებულნი. მათი ნახატები დიდი ირონიით გამოირჩევა. მე შევეცდები განხილვის სახით ჩამოვაყალიბო მათი შედევრები.

ანტუან ვატო(1684-1721)
e516398960b8
ამ მხატვრებიდან ერთ-ერთი პირველი და უდიდესი წარმომადგენელია ანტუან ვატო(1684-1721). პარიზში ჩასვლისას გზა ოპერის სცენის დეკორაციების მოხატვით გაიკვალა. მან შექმნა სურათების ახალი სერია, “გალანტური დღესასწაულები”, რომლებზეც სადღესასწაულოდ შემოსილი არისტოკრატი საყვარლები პარკებსა და ჭალებში საუბრითა და მუსიკით ერთობიან. მის ცნობილ ნამუშევარში “მოგზაურობა კუნზულ კითერაზე”, საყვარლები მე-16 საუკუნის კოსტიუმებით არიან შემოსილი, მთლიანად სიუჟეტი კი, შესანიშნავად ერგება თეატრის სცენას. ვატო თეატრით მოხიბლული იყო. მის ტილოებს ეკუთვნის სურათი “ჟილი”, რომელზეც მოხეტიალე მსახიობები და მასხარები არიან ასახული. ვატოს “გალანტური დღესასწაულების” უზრუნველი გამოსახულების მიღმა საკმაოდ სევდიანი აზრია დაფარული. აზრი, რომელიც მოქმედი პირების ცხოვრებისეულ ილუზიას ასახავს. ეს თვისება ვატოს შემოქმედებას სიღრმისეულს ხდის, რაც როკოკოს სტილის მხატვრობაში იშვიათია.

ანტუან ვატოს “ჟილე”
5982fbdcc79a
ანტუან ვატო აღფრთოვანებული იყო მოხეტიალე მსახიობების ცხოვრებით. მის ნამუშევარში “ჟილე” მასხარას პოზა და მზერა ვატოს ტილოებისათვის დამახასიათებელ მელანქოლიას გამოხატავს

ფრანსუა ბუშე(1703-1770)
aa5c90a4a9cd
შემდგომი თაობის წამყვანი ფრანგი მხატვრის, ფრანსუა ბუშეს (1703-1770) ტილოები გამოირჩევა ხალისიანი, ძლიერი განწყობით, რამაც ხელოვანს სამეფო კარის პირველი მხატვრისა და გობელენების ფაბრიკის მთავარი დიზაინერის წოდება დაუმკვიდრა. ბუშეს ნამუშევრებში მრავლადაა მითოლოგიური საგნები, მაგრამ, სინამდვილეში, ეს უბრალოდ საბაბია ღმერთებისა და ნიმფების გართობის სცენების საუცხოოდ ასახვისათვის.

ფრანსუა ბუშეს “ნახევრადმწოლიარე გოგონა”
ab5199e7dd02

ჟან-ონორე ფაგონარი(1732-1806)
32e9c5439f3d
ბუშეს მოწაფემ, ჟან-ონორე ფრაგონარმა (1732-1806), მალევე აღმოაჩინა, რომ მის პატრონებს ყველაზე მეტად თავქარიანი სცენები მოსწონდათ, მაგალითად, ისეთი, როგორიც წარმოდგენილია სურათში “საქანელა”. ამ ნამუშევარში გამოხატულია სიცოცხლისა და სიყვარულისადმი მსუბუქი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება, რომელიც 1789 წლის რევოლუციის წინ შეიცვალა, ტიპური იყო ფრანგი არისტოკრატებისათვის.

ჟან-ონორე ფაგონარის “საქანელა”
31fdc10c8e70
ამ ნამუშევარში გამოხატულია სიცოცხლისა და სიყვარულისადმი მსუბუგი დამოკიდებულება, რომელიც ფრანგი არისტოკრატებისათვის ტიპიური იყო.

ჟან-ბატისტ გრეზი(1725-1805)
f6fda89455e1
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხატვარი იყო ჟან-ბატისტ გრეზი(1725-1805), რომლის კომპოზიციებისთვისაც დამახასიათებელია სენტიმენტური, გულის ამაჩუყებელი მგრძნობელობა. მის ნამუშევრებში “მამის წყევლა” და “მფლანგველის დაბრუნება” თითქოს წინასწარ არის განჭვრეტილი მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ხელოვნების ტიპური მომენტები.

მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი:
თეთრი ქუდი
51d9b8c7db82

ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენი(1699-1779)
08b7dfb4f398
გრეზის სურათები დეტალებს რეალისტურად ასახავს, რასაც ვერ ვიტყვით ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენის(1699-1779) ნამუშევრებზე. მხატვრის შემოქმედება მისი ცნობილი თანამედროვეების შემოქმედებისაგან მკვეთრად განსხვავდება. მისი ნამუშევრები კონცენტრირებულია, ძირითადად, ნატურმოტებზე, რომლებშიც აღსანიშნავია შინაგანი კანონზომიერება. უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთები ადამიანური გრძნობითაა გამთბარი, ხოლო ჩვეულებრივი ხალხი ბიბლიური პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი სიმშვენიერით არის წარმოდგენილი.

ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენის ტილო სახელად “ყურძენი და ბროწეული”
df3f129849a0

გაგრძელება იქნება…

EinsteiN

............

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close