TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ჯოჯოხეთი ბეკსინსკისგან

5789de145014c45ff58a8162

სძისლავ ბეკსინსკი დაიბადა პოლონეთში, 1929 წლის 24 თებერვვალს. სწავლობდა არქიტექტურას და მუშაობდა მშენებლად, თუმცა  თავისის სამუშაო სძლულდა. მას იტაცებდა ხელოვნება. განსაკუთებით ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფია და მხატვრობა. საბოლოოდ მისი გატაცება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღეს პოლონური მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.

სანამ მისი ბიოგრაფიის უფრო საინტერესო მხარეზე გადავალ, მინდა მისი ნამუშევრები გაჩვენოთ, რომელიც ძირითადად ზეთის საღებავებითა და აკრილით არის შესრულებული:

8587379d1c24

0f507809c08a

f0f09f2ee2c4

c45ff58a8162

56c5732319f5

9c5de3c14c29

d5a19b86bab8

81cf926dc6c3

5ee34a864ee9

26cbe07c494b

9239b886d10a

6d6c7efd9cdf

d01c28fccd90

7950629eb8f5

უმრავლესობის აზრით (რასაც მეც ვეთანხმები), მისი შემოქმედება ძალიან მძიმეა. შავ-ბნელი, სასტიკი და უიმედო, თუმცა თვითონ ბეკსინსკი ფიქრობდა, რომ ხალხი მის ნახატებს ადეკვატურად ვერ იგებდა. მისი აზრით ისინი ოპტიმისტური და იუმორისტულია.

იგი ყოველთვის თავს იკავებდა დაკონკრეტებისგან, თუ რაზეა ესა თუ ის ნახატი.სწორედ ამ მიზეზით, მის არცერთ ნახატს არ აქვს სათაური.  ძალიან აღიზიანებდა ხალხი, რომელიც მის შემოქმედებას მარტივად უძებნიდა მნიშვნელობას, იდეას, დედააზრს, რადგან, მისი შემოქმედების რაღაც ნაწილი მისთვისვე გაუგებარი იყო.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავისი სახლის უკან დაწვა  ნახატების რაღაც ნაწილი. როგორც მან განაცხადა, ეს ნახატები ზედმეტად პირადული იყო და არ უნდოდა ,რომ ხალხს ენახა.

ძალიან მეუცნაურა ბევრი რამ ამ ადამიანზე. მაგალითად , როცა ხატავდა ყოველთვის უსმენდა კლასუკურ მუსიკას.( სხვათაშორის, მოსწონდა როკიც :3 ) მისი თქმით, ყველაზე მეტად შთაგონება მუსიკიდან მოსდიოდა .
(არადა თითქოს კლასიკა ძალიან ჰარმონიული და სიმშვიდის მომტანია ადამიანისთვის, მისი ნახატების შემყურე კი ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შთაგონებული, ასეთი მუსიკისგან იყო..)

ასევე , ვინც მას იცნობდა, ყველა ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, კარგი მოსაუბრე, მშვიდი და მორცხვი. არ უყვარდა თავის გამოჩენა, ხალხმრავალი ადგილები და ა.შ

(ძალიან მიკვირს სად ეტეოდა ამხელა ჯოჯოხეთი ასეთ ადამიანში..)
231eb870a7ab

როგორც ბეკსინსკი ყვება, სხვა ხელოვნების დარგებს, ლიტერატურას, კინემატოგრაფიას და მხატვრობასაც კი, ძალიან ცუდად იცნობდა.
მართალია სახელი მხატვრობით გაითქვა, მაგრამ არც ისე ცოტა ნამუშევარი აქვს ფოტოგრაფიაშიც. ერთხელ უთქვამს კიდეც, მინდა ისეთი ხატვის ტექნიკა მქონდეს, თითქოს ჩემს სიზმარს სურათს ვუღებო.

ფოტოგრაფია:
611407c323bc

c851ac21b2a8

762676ab291a

და ბოლოს, მისი ცხოვრების უკანასკნელი 5 წელი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ჯერ მისი ცოლი ზოფია გარდაიცვალა, მერე კი მისმა ვაჯმა თომასმა მოიკლა თავი. (შვილის სიკვდილი განსაკუთრებით მძიმედ განიცადა და დიდხანს ვერც აცნობიერებდა). ბოლოს კი თვითონ ბეკსინსკი 2005 წლის 21 თებერვალს იპოვეს თავის ბინაში. მას 17 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან 2 მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

Beatrix Kiddo

I look like a woman but i cut like a buffalo

მსგავსი ამბები

Back to top button