ჯოჯოხეთი ბეკსინსკისგან
სძისლავ ბეკსინსკი დაიბადა პოლონეთში, 1929 წლის 24 თებერვვალს. სწავლობდა არქიტექტურას და მუშაობდა მშენებლად, თუმცა თავისის სამუშაო სძლულდა. მას იტაცებდა ხელოვნება. განსაკუთებით ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფია და მხატვრობა. საბოლოოდ მისი გატაცება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღეს პოლონური მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა.
სანამ მისი ბიოგრაფიის უფრო საინტერესო მხარეზე გადავალ, მინდა მისი ნამუშევრები გაჩვენოთ, რომელიც ძირითადად ზეთის საღებავებითა და აკრილით არის შესრულებული:
უმრავლესობის აზრით (რასაც მეც ვეთანხმები), მისი შემოქმედება ძალიან მძიმეა. შავ-ბნელი, სასტიკი და უიმედო, თუმცა თვითონ ბეკსინსკი ფიქრობდა, რომ ხალხი მის ნახატებს ადეკვატურად ვერ იგებდა. მისი აზრით ისინი ოპტიმისტური და იუმორისტულია.
იგი ყოველთვის თავს იკავებდა დაკონკრეტებისგან, თუ რაზეა ესა თუ ის ნახატი.სწორედ ამ მიზეზით, მის არცერთ ნახატს არ აქვს სათაური. ძალიან აღიზიანებდა ხალხი, რომელიც მის შემოქმედებას მარტივად უძებნიდა მნიშვნელობას, იდეას, დედააზრს, რადგან, მისი შემოქმედების რაღაც ნაწილი მისთვისვე გაუგებარი იყო.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავისი სახლის უკან დაწვა ნახატების რაღაც ნაწილი. როგორც მან განაცხადა, ეს ნახატები ზედმეტად პირადული იყო და არ უნდოდა ,რომ ხალხს ენახა.
ძალიან მეუცნაურა ბევრი რამ ამ ადამიანზე. მაგალითად , როცა ხატავდა ყოველთვის უსმენდა კლასუკურ მუსიკას.( სხვათაშორის, მოსწონდა როკიც :3 ) მისი თქმით, ყველაზე მეტად შთაგონება მუსიკიდან მოსდიოდა .
(არადა თითქოს კლასიკა ძალიან ჰარმონიული და სიმშვიდის მომტანია ადამიანისთვის, მისი ნახატების შემყურე კი ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შთაგონებული, ასეთი მუსიკისგან იყო..)
ასევე , ვინც მას იცნობდა, ყველა ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო, კარგი მოსაუბრე, მშვიდი და მორცხვი. არ უყვარდა თავის გამოჩენა, ხალხმრავალი ადგილები და ა.შ
(ძალიან მიკვირს სად ეტეოდა ამხელა ჯოჯოხეთი ასეთ ადამიანში..)
როგორც ბეკსინსკი ყვება, სხვა ხელოვნების დარგებს, ლიტერატურას, კინემატოგრაფიას და მხატვრობასაც კი, ძალიან ცუდად იცნობდა.
მართალია სახელი მხატვრობით გაითქვა, მაგრამ არც ისე ცოტა ნამუშევარი აქვს ფოტოგრაფიაშიც. ერთხელ უთქვამს კიდეც, მინდა ისეთი ხატვის ტექნიკა მქონდეს, თითქოს ჩემს სიზმარს სურათს ვუღებო.
ფოტოგრაფია:
და ბოლოს, მისი ცხოვრების უკანასკნელი 5 წელი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ჯერ მისი ცოლი ზოფია გარდაიცვალა, მერე კი მისმა ვაჯმა თომასმა მოიკლა თავი. (შვილის სიკვდილი განსაკუთრებით მძიმედ განიცადა და დიდხანს ვერც აცნობიერებდა). ბოლოს კი თვითონ ბეკსინსკი 2005 წლის 21 თებერვალს იპოვეს თავის ბინაში. მას 17 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან 2 მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.