არქივი

მანათობელი ზვიგენის ნაკბენები

04a039b2a3ff
ბრაზილიურ მანათობელ ზვიგენს თავის მსხვერპლისთვის, რომლიც მასზე შეიძლება რამდენიმეჯერ დიდიც იყოს, ხორცის დიდი ნაჭრების ამოგლეჯვა შეუძლია.

ბრაზილიური მანათობელი ზვიგენი — საკმაოდ საშიში მტაცებელი, 3,7 კმ სიღრმის თბილ ოკეანურ წყლებში ბინადრობს. მიუხედავად საკუთარი მცირე ზომებისა (მისი სიგრძე 52 სმ-ს არ აღემატება), ზვიგენს მასზე რამდენჯერმე დიდი ზომის ცხოველისთვის სერიოზული ჭრილობების მიყენება და მოკვლაც კი შეუძლია.

ამ ზვიგენის ნაკბენების მსხვერპლნი არიან, ვეშაპები, ფარფლფეხიანები, დელფინები და სხვა სახეობის ზვიგენებიც კი. მაგალითად, ცნობილია, რომ ამ ზვიგენების თავდასხმა ხშირია ჰავაის კუნძულების სანაპიროებთან, სადაც ზრდასრული გრძელცხვირა დელფინების თითქმის ყველა წარმომადგენელს აღენიშნება ამ მტაცებელის ნაკბენი. ხოლო ცხოველების ის წარმომადგენლები, რომელნიც ავად ან დასუსტებულნი არიან, არც თუ იშვიათად იღუპებიან კიდეც ბრაზილიური ზვიგნეის თავდასხმის შემდეგ.

ce92c55e2700

იმისთვის რათა მსხვერპლს ხორცი ამოაგლიჯოს, ბრაზილიური ზვიგენი თავისი ტუჩებით ჯერ მსხვერპლის სხეულს მიეწებება, შემდეგ კი ზედა ყბაზე განლაგებული პატარა და ვიწრო კბილებით ჩაესობა მას. ამგვარად მაგრდება ის მსხვერპლის სხეულზე და მას მისი მოცილების საშუალებას არ უტოვებს. მსხვერპლის სხეულზე წარმატებით მიმაგრების შემდეგ, ზვიგენი მას ახლა უკვე ქვედა ყბაზე განლაგებულ განიერ და ბასრ კბილებს ჩაასობს და საკუთარი სხეულის აქეთ-იქით ბრუნვას იწყებს. ამ ქმედებების წყალობით მტაცებელი მსხვერპლის სხეულიდან ხორცის მრგვალ ნაჭერს გლეჯს, იწოვს და ჭამს. საშუალოდ ბრაზილიური ზვიგენის ნაკბენების ნიშნები დიამეტრში 5 სმ-ს, ხოლო სიგრძეში 7 სმ-ს შეადგენენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიურ ზვიგენს ძლიერი კბენა, თუმცა სუსტი კუნთები და მცირე ზომის ფარფლები აქვს, რომელნიც მას პოტენციური მსხვერპლის დევნის საშუალებას არ აძლევენ. ამის მაგივრად მტაცებელი ერთ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება თავის მსხვერპლს. შეუმჩნევლად ყოფნაში კი მას მისი ღია მწვანე ნათება (ბიოლიუმინესცენცია) უწყობ ხელს, რომელიც მისი სხეულის ქვედა ნაწილში მდებარე სპეციალური ორგანოების, ფოტოფორების საშუალებით ხორციელდება. ეს ნათება მტაცებლის სხეულზე ქვემოდან შეხედვისას მის სილუეტს ნაკლებად გასარჩევს ხდის, ამიტომ მსხვერპლი მხოლოდ მუქ არანათებად საყელოს ამჩნევს თევზის ლაყუჩების მიდამოებში და არა მთლიანად მას. „საყელო“ თავის მხრივ სატყუარას როლსაც ასრულებს, რადგან მსხვერპლი მას პატარა თევზს ამსგავსებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი სატყუარა განსაკუთრებით ეფექტურია როდესაც ბრაზილიური ზვიგენი სხვა ზვიგენებთად ერთად ჯგუფად ნადირობს, რადგანაც ამ შემთხვევაში მსხვერპლს არა ერთი არამედ რამდენიმე თევზი ეჩვენება.

d5901971384c

საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიური მანათობელი ზვიგენი საკმაოდ ხშირად ესხმის თავს დიდ ცხოველებს, ის იშვიათად ესხმის ადამიანს. თუმცა ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტიცაა ცნობილია. მაგალითად, ღამით გემის ჩაძირვის დროს, ადამიანები, რომელნიც გადარჩნენ ამტკიცებდნენ, რომ სანამ ისინი წყალში იყვნენ მათ რაღაც კბენდა, რის შემდეგაც მათ ღრმა სწორი ჭრილობები დარჩათ.

მსგავსი ამბები

Back to top button