არქივი

ეს საინტერესოა(ნაწ.4)

517811c45ddd
1.ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა, ილიკო, მასზე მხოლოდ ორი წლით იყო უფროსი. ნიკო გამუდმებით აქილიკებდა, რის გამოც ერთხელ ილიკომ დუელშიც კი გამოიწვია. დუელი ქალაქგარეთ შედგა. ილიკოს გარდა ყველამ იცოდა, რომ დენთით დატენილ დამბაჩებში ტყვიები არ იდო. როდესაც ,,დუელანტებმა” დამბაჩები დაცალეს, ნიკოლოზ ბარათაშვილი მიწაზე დაეცა და თავი მოიმკვდარუნა. გონზე მოსული ილიკო ნიკოს ,,ცხედარს” მივარდა და ტირილით დაემხო. ნიკომ საპასუხო ყვირილი მორთო, თავიდან მომაშორეთ, ჯიბიდან ქიშმიშს მპარავსო. ილიკოს ისე გაუხარდა ილიკოს უვნებლად გადარჩენა, რომ ეს ხუმრობაც აპატია.
2.ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელმაც სეზონის განმავლობაში ოთხჯერ შეაგდო გოლი საკუთარ კარში, საჩუქრად კომპასი გადასცა.
3.,,რა სულელი უნდა იყოს კაცი, რომელიც დაიჯერებს, რომ ქალი შეაცდინა. მაცდური ყოველთვის ქალია. კაცი კრავია, გამოქლიავებული რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, როგორ ებმება მახეში იმ დროს, როცა ჰგონია, რომ ქალი დააბა.”_ამბობს გივი სიხარულიძე.
4.ერთხელ სწავლულ ბუნებისმეტყველს, ჟორჟ ბიუფონს, პარიზის ბოტანიკური ბაღიდან იშვიათი ჯიშის ორი ბანანი გაუგზავნეს. პატარა ბიჭმა, რომელსაც მათი მიტანა ჰქონდა დავალებული, გადაწყვიტა, სწავლულს ორი ბანანი არაფერში სჭირდებაო და ერთი ცალი გზაში შეჭამა. _მეორე რა უყავი?_ჰკითხა მისვლისას ბიუფონმა_შევჭამე_უპასუხა ბიჭმა_როგორ შეჭამე?!_გადაირია სწავლუული_როგორ და ასე!_უპასუხა ბიჭმა და მის თვალწინ მეორე ბანანიც შეჭამა.
5.,,თქვენ უსიტყვოდ უნდა დამემორჩილოთ, თუნდაც წყალში გიბრძანოთ გადავარდნა”_განუცხადა ერთხელ ლუდოვიკო XIV-მ თავის ქვეშევდომებს. ერთ-ერთმა დიდებულმა მაშინვე დატოვა დარბაზი და წასვლისას მოიბოდიშა:,,გთხოვთ მომიტევით, დაუუყოვნებლივ უნდა შევუდგე ცურვის სწავლას”.
6.მოისმინა რა რადიოთი, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა ,,ინტერმა” გოლი გაიტანა, მილანის მცხოვრები რობერტო პაოლინი სიხარულისგან მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. სიხარული მას მოტეხილმა ფეხმაც კი ვერ ჩაუშხამა, თუმცა უკვე საკაცეზე მწოლიარემ შეიტყო, რომ გოლი საკუთარ კარში იქნა გატანილი.
7.ერთხელ პაბლო პიკასომ საკუთარ სახლში წვეულება მოაწყო. სტუმრებმა შენიშნეს რომ კედლებზე, მისი არც ერთი სურათი არ ეკიდა. ,,შენი სურათები არ მოგწონს პაბლო?”_ ჰკითხეს მათ მასპინძელს. ,,როგორ არ მომწონს, მაგრამ ძალიან ძვირია, მე ხელი არ მიმიწვდება”_უპასუხა მხატვარმა.
8.ერთი რომაელი ცოლს ეყრებოდა. მეგობრები ცდილობდნენ მისთვის აზრი შეეცვლებინებინათ:,,განა ის მშვენიერი არ არის?! ან იქნებ უშვილოა?!”_ეკითხებოდნენ ისინი. ამის პასუხად რომაელმა თავის ფეხსაცმელზე მიუთითა:,,განა მშვენიერი არ არის ჩემი ფეხსაცმელი? მაგრამ ჩემ გარდა არავინ იცის, რა ადგილას მიჭერს”.
9.ერთ-ერთ მეომარს, რომელიც რამდენჯერმე გამოიქცა ბრძოლის ველიდან ალექსანდრე მაკედონელმა უთხრა:..ან სიმამაცეს მოუხმე, ან სახელი გამოიცვალე!” ეს ჯარისკაცი მისი სეხნია იყო.
10.,,ადამი ბედნიერი კაცი იყო, როდესაც იხუმრებდა, შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო რომ სხვის ხუმრობას არ იმეორებდა”_ამბობდა მარკ ტვენი.

წყარო: forum.tsu.ge

მსგავსი ამბები

Back to top button