საკითხავისასარგებლო

ძველი ეგვიპტის უცნაური ღმერთები

მდიდარი, მრავალფეროვანი და ეგზოტიკურია ძველი ეგვიპტელების ღმერთების პანთეონი.გადარჩენილი პაპირუსები და ტექსტები, რომლებიც ამოტვიფრულია ფარაონთა სამარხებში ძველი ეგვიპტის რელიგიური და დამკრძალავი ცერემონიების უძველესი ლიტერატურაა, რომელიც სშეიცავს ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის შესახებ და ეგვიპტელების თაყვანისცემას თავიანთი ღმერთების მიმართ. ტექსტები გვამცნობს ამ ღმერთების ძალაუფლებასა და სიბრძნეზე, მათ ამოუცნობ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილებებზე, უცნაური და გაუგებარი მოქმედების ნივთებზე. ამონის, ნუტას, ხონსუს, იხის და სხვა მრავალი ღმერთების ატრიბუტიკაში, რომლებიც შედარებით ახლო პერიოდში სცემდნენ თაყვანს ( 3100-2150 წლები ჩვენს ერამდე ) მსგავსი არაფერი შეინიშნება.

პირველი ვინც მართავდა ეგვიპტეს

ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მათი ცივილიზაცია და ქურუმების ცოდნა მათ მემკვიდრეობით ღმერთებისგან ერგოთ, რომლებიც იყვნენ პირველი მმართველები.ყოველი მართველის სახელი და მათი მართველობის წლები ჩაწერილია ტურინის პაპირუსში და ქურუმ მანეფონის ,,ეგვიპტის ისტორია”-ში. ღმერთებმა გამოიყვანეს ადამიანები ველური მდგომარეობიდან მას შემდეგ რაც დედამიწაზე მოხდა წარღვნა და სხვა კოსმოსური კატასტროფები.

თვითონ ღმერთები ფლობდნენ ზებუნებრივ შესაძლებლობებს, მაგრამ მათ ჰქონდათ მოკვდავ ადამიანთაა ნიშნები და უფრო ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ ცივილიზაციის წარმომადგენლებს უფრო ჰგავდნენ ვიდრე ღმერთებს. გადმოცემით, მიუხედავად მათი ყოვლისშემძლეობისა ისინი ავადმყოფობდნენ, ბერდებოდნენ და კვდებოდნენ, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში მათი მოკვლაც კი შეიძლებოდა. მაგალითად აღწერილია თუ როგორ დაბერდა და დაუძლურდა ოდესღაც ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ეგვიპტის პირველი ცისფერთვალება მართველი რა.
ითვლებოდა, რომ ღმერთებს ჰქონდათ თავიანთი სამშობლო, ზღაპრული და შორეული მიწა, რომელიც ძველ ტექსტებში მოხსენიებულია როგორც ტა-ნე-ტერუ, ღმერთების მიწა. იქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ზღვით, ხომალდიის მეშვეობით.

ცნობილი ოსირისი

ფარაონ სეთი I -ის ტაძარში ღმერთი ოსირისი წარმოგვიდგება სრულ ჰარმონიაში კედლებზე მორთულ ბარელიეფებთან ერთად, რომლებმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში შემოგვინახა მეფე ცივილიზატორის სახე. იგი ზის ტახტზე თავისი მშვენიერი და იდუმალი დის იზიდას გარემოცვაში.

ოსირისის გამოსახულებაში ჩვენ ვხედავთ სპირალურ ცერემონიალურ თავსაბურავს, რომლებიც ჰქონდათ პირველ ღმერთებს და ასევე ვამჩნევთ უცნაურ გვირგვინს. განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. ატეფის გვირგვინი.
ეს იყო საბრძოლო ჩაფხუტი-ხეჯეტი და მასზე-ურეი, არა მარტო მეფის ძალაუფლების სიმბოლო ნახტომისთვის მომზადებული კობრის სახით, არამედ ანახული იარაღი, რომლის მოქმედების პრინციპზე დღემდე წარმოდგენა არ გვაქვს. (ტექსტის მიხედვით “ღვთაებრივი გველი, რომელსაც შეუძლია გაფანტოს მტერი”) ჩაფხუტის ორივე გვერძე, მაღლა მიემართებოდა ორი თხელი მეტალის ფირფიტა, ხოლო წინ იყო რაღაც მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა ორი ტალღური პირებისაგან. ზოგიერთ ბარელიეფებზე ოსირისი ზუსტად გამოსახულია ატეფის გვირგვინით.
“მკვდართა წიგნის” მიხედვით ოსირისს გვირგვინი აჩუქა ღმერთმა რამ: «მაგრამ პირველივე დღეს, როცა ოსირისმა დაიფარა ის, მას სასტიკად ასტკივდა თავი. როცა საღამოს რა დაბრუნდა მან ოსირისი გასიებული გა გახურებული თავით იპოვა რაც ცხელმა გვირგვინმა გამოიწვია. რას ჩირქის და სისხლის გამოშვებაც კი მოუწია» ეს რა გვირგვინია, რომელიც ისეთი ცხელია, რომ კანიდან სისხლდენა იწყება და აბსცესებით იფარება? არქეოლოგებმა მთელი ამ წლების მანძილზე ამ თავსაბურავის ნამტვრევიც კი ვერ ნახეს.

ოსირისი ატეფის გვირგვინით

ოსირისმა ეგვიპტეში აღკვეთა კანიბალიზმი, ეგვიპტელებს ასწავლა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მევენახეობა, მისცა კანონები და დაუდგინა ღმერთების კულტი. გააცნო დამწერლობის, არქიტექტურის და მუსიკის ხელოვნებას. ის ფლობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელ პრაქტიკულ და ტეორიულ მეცნიერულ ცოდნას, რომელასაც უანგაროდ იკენებდა ხალხის საკეთილდღეოდ. ოსირისმა ორგანიზება გაუწია მსხვილმაშტაბიან ჰიდროტექნიკურ სამუშაოს: «მან ააშენა არხი, რომელსაც ჰკონდა რეგულატორები და შლუზური ჩამკეტები. მან აწია მდინარის ნაპირები და მიიღო ზომები, რომ ნილოსი კალაპოტიდან არ გადმოსულიყო…». მიუხედავად ამისა ოსირისი «არ აიძულებდა ხალხს ძალით შეესრულებინათ მისი მითითებები, არამედ მსუბუქი შეგონების ძალით იწვეწდა მათ საღ აზრს…»
მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ის იჩენდა სიმტკიცეს. როცა ოსირისმა ჩათვალა, რომ ეგვიპტეში დაამყარა წესრიგი მან მრავალი წლით დატოვა ქვეყანა და მართველობა ისიდას ჩააბარა. ოსირისი გაემართა თავისი მისიით ძველ სამყაროში: თავდაპირველად ეთიოპიაში, სადაც მონადირე-შემგროვებლებს ასწავლა მიწათმოქმედება, ინდოეთსი დაარსა ბევრი ქალაქი და ა.შ. ლეგენდის მიხედვით ოსირისი მოკლული იქნა ძმის სეთის მიერ და გახდა მიცვალებულთა სამეფოს მბრძანებელი, რომელსაც ეგვიპტელები მრავალი ათასი წლის მანძილზე თაყვანს სცემდნენ.

უცნაური ღმერთები ნამოქმედარები

ძველი წყაროების თანახმად იზიდასათვის « არ არსებობს ხმელეთზე ან ზეცაში ისეთი რამ რაც მან არ იცის» ქალღმერთი დაამახსოვრდათ თავისი შელოცვებით. ის «ფლობდა ხელოვნებას როგორც ბრძანებისას, ასევე სანუკვარი სიტყვისა» ხალხს სჯეროდა,რომ თავისი ერთი სიტყვით იზიდას შეეძლო შეეცვალა გარესამყაროს რეალობა. ეგვიპტელები უფრო მეტ შესაძლებლობას მიაწერდნენ სიბრძნის ღმერთ ტოტს

«პასუხისმგებელს ყველა წმინდა გათვლასა და წინასწარმეტყველებაზე, დროის მბრძანებელზე და ანბანის გამომგონებელზე». მის სახელს უკავშირებენ მედიცინას, ასტრონომიას, მათემატიკას, გეოდეზიასა და გეომეტრიას: «მან იცის ყველა ის საიდუმლო რაც კი მთელი ცის ქვეშაა დაფარული». ტოტი იყო «მაგიის დიდი მბრძანებელი», რომელსაც შეეძლო გადაედგილებინა ობიექტები თავისი ხმის ძალით, უდიდესი ბრძენია ცოდნის ყველა სფეროში «ის ვინც იცის ზეცა, შეუძლია დაითვალოს ვარსკვლავები, გადათვალოს ყველაფერი რაც მიწაზე არაა და გაზომოს თვით დადამიწა».

ატეფაქტები რომლებიც დროს არ ექვემდებარება

რაც უფრო ძველია ცივილიზაცია მით უფრო მაღალია მათი ტექნიკური მიღწევები. მეცნიერების ვარაუდით ყველაზე ძველ ნაგებობებს დედამიწაზე მიეკუთვნება ოსირისის სახლი და მისი მსგავსი ნაგებობანი. მათი კონსტრუქციები აგებულია გიგანტური მონოლითებისგან, რომლებიც იწონის 200 ტონას და მეტს. და ასეთი ბლოკები ასობითაა. წარმოუდგენელია გიგანტური ნაგებობების სიზუსტე მშენებლობაში და ქვეყნის მხარეების ზუსტ ორიენტაციაში. გასაოცარია ძველი ხალხის ძალა, რომლებმაც შორიდან შეძლეს ასეთი ციკლოპური ბლოკების მოზიდვა და ასე იუვილერის ხელოვნებით ერთმანეთზე დაწყობა.
იდუმალებითაა მოცული ძველი ხალხის ქვის ჭრის ტექნიკაც. წარმოუდგენელი ინსტრუმენტის ნაკვალევზე მეტყველებს ბაზალტისა და გრანიტის ჭრის წარმოუდგენელი სისწრაფე.

ბაზალტისა და გრანიტის ჭრის სისწრაფე დადგინდა უცნაური ხელსაწყოს ნაკალევით

ათასობით სხვადასხვა ჭურჭელი, გლუვი, თხელი, თითქმის გამჭვირვალე კედლებით საიდუმლო ტექნიკის გამოყენებით გამოკვეთილია უმაგრესი ქანებისგან. მაღალი სურები, წვრილი ყელით და განიერი ძირით. ასეთი რამ თანამედროვე ტექნოლოგიითაც კი შეუძლებელია

თეგები

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close