ძაღლები ადამიანური ემოციით
გერმანელმა ფოტოგრაფმა რალფ ჰარგარტენმა (Ralph Hargarten) შექმნა ფოტოების სერია სადაც ძაღლების სახე და ემოცია ნამდვილად ჰგავს ადამიანისას. უკანა პლანზე დადებული შავი ფერი კი ყველა ძაღლის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს.
ორიგინალ სერიას სახელად ჰქვია “ძაღლის ცხოვრება” და მისი მიზანია ხაზი გაუსვას ძღლების ემოციის წარმოდგენის მშვენიერ სპექტრს. თუ დააკვირდებით შეამჩნევთ რომ ამ ცხოველეს არაჩვეულებრივად აქვთ განვითარებული მიმიკა და ყოველ ჭეშმარიტ ხელოვანს გაუჩენს სურვილს თითოეული მათგანისთვის სხვადასხვა ისტორია მოიფიქროს. რატომ არის ერთი მოწყენილი, ხოლო მეორე ასეთი ჩაფიქრებული. რალფ ჰარგარტენი (Ralph Hargarten) ასე თვლის : გრეტა, ჯენისი, კლინტონი – თითოეულ მათგანს ადამიანის სახელი ჰქვია, ამიტომ რატომ არ შეიძლება მათაც ადამიანებივით გადავუღოთ ფოტოები, რაც მე პირადად მართლაც გავაკეთე.