არქივი

კომიქსი (ქართული კომიქსი)

justine league

კომიქსი ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზია, მას შუა საუკუნეების ესპანეთში რელიგიური თემატიკის ნახატების გავრცელებით ჩაეყარა საფუძველი, დღეს იგი თავისი მრავალი ქვეჟანრითყველა ასაკის და გემოვნების აუდიტორიისთვის არის საინტერესო.

ევროპასა და ამერიკაში ეს დარგი საკმაოდ პოპულარულია, თითქმის ყოველი მეორე ბავში კითხულობს კომიქსს, დარგი პოპულარობით სარგებლობს მოზარდებსა და დიდებშიც კი.

კომიქსი რომ დღეს საკმაოდ განვითარებული ბიზნესია ამაზე ისიც მეტყველებს, რომ Comic Connect-ისინტერნეტ-აუქციონისსაშუალებით, 1,1 მილიონდოლარად, კომიქსებისკრებულის Amazing Fantasy-ს 1962 წლისაგვისტოსნომერიგაიყიდა. ჟურნალი, რომლისგვერდებზეადამიანი-ობობასსუპერგმირიპირველადგამოჩნდა, გამოსვლისასთითქმისათმილიონჯერნაკლები, სულრაღაც 12 ცენტიღირდა.

მრავალ ქვეყანაში უკვე აღიარეს კომიქსის მნიშვნელობა და დადებითი როლი, განათლების სისტემის განვითარებისთვის, მართლაც კომიქსის მრავალი უპირატესობიდან აღსანიშნავია ის რომ:

  • · აფართოებს ვიზუალური წარმოსახვის, აღქმის უნარს;
  • · წარმოაჩენს რა არის მნიშვნელოვანი და გრაფიკის წყალობით ბავშვები ადვილად სწავლობენ ძირითადი ინფორმაციის აღქმასა და დამახსოვრებას.
  • · კომიქსის კითხვის პროცესში ინტერესს აღძრავს და ბავშვი თვითონ იწყებს ფიქრს როგორ განვითარდება სიუჟეტი, ამის მეშვეობით ეჩვევა ფიქრს და აზროვნებას.
  • · კომიქსში საუკეთესოდ არის ნაჩვენები დიალოგის კულტურა ამის გამო ბავშვი ყველაზე უკეთ ეჩვევა დიალოგის წერას.
  • · უღვივებს წერისა და კითხვის ინტერესს.
  • · კარგად აჩვენებს ტექსტის თხრობისა და ირგანიზების პროცესს, ამის გამო ბავშვი ხდება შემოქმედებითი და მოაზროვნე.

სამწუხაროდ საქართველოში ეს დარგი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, საბჭოთა საქართველოში იყო კომიქსის ჩანასახები „ბოლოკა და ყვანჩალა“ და „ბოცო და გვანცა“

9pua

02

ჟანრის აღდგენის პირველი მცდელობა გამომცემლობა „დია“-ს ჰქონდა, მათ მცდელობას შეექმნათ ქართული კომიქსი „ადამიანი ძერა“, კომიქსის მოყვარულთა შორის განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.2007წელს გამომცემლობა “დინ სტუდიომ” გამოსცა “ადამიანი-ობობას” ქართული თარგმანი. შემდეგი მცდელობა გამომცემლობა „აგორას“ ჰქონდა თუმცა „ფარაონის სიგარები“-ს სრულად გამოცემა ვერ მოხერხდა.

2012 წელს “სიესტა“-მ გამოსცა კომიქსის ფორმით ვაჟა-ფშაველას გველისმჭამელი, ხოლო 2013წელს გამომცემლობა „დინ სტუდიო“-მ კვლავ გაგვახარა ადამიანი-ობობას ქართული თარგმანით.

leitmotiv

მიყვარს წერა და საინტერესო ინფორმაციის მოძიება, ხშირად ვკითხულობ თქვენს საიტზე განთავსებულ ინფორმაციას და მინდა რომ მეც განვათავსო საინტერესო სტატიები და თქვენთან ერთად განვავითარო ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button