7 ქალაქი,რომელიც 2100 წლისთვის მეცნიერების აზრით აღარ იარსებებს
7 ქალაქი,რომელიც 2100 წლისთვის მეცნიერების აზრით აღარ იარსებებს
1-სან -ფრანცისკო-მკვლევარები ვარაუდობენ(75% ალბათობით), რომ 2086 წელს ამ ქალაქში მოხდება მძლავრი მიწისძვრა 7 ბალზე მეტი, სან- ფრანცისკოში ხშირი მიწისვრების გამო ინტენსიურად ხდება მიგრირება სხვა ამერიკის უფრო უსაფრთხო ქალაქებში, მიწისძვრა კიდევ უფრო დააჩქარებს ამ ქალაქის გაუქმებას
2-დეტროიტი-1950 წლიდან დღემდე ეს ქალაქი 950 ათასი მაცხოვრებლით შემცირდა, უმუშევრობა ამ ქალაქში 10%-ია, მოსახლებობა მიგრირებს დეტროიტის შემოგარენში, ეს ტენდეცია თუ გაგრძელდა 2100 წელს დეტროიტი ქალაქის ფუნქციას დაკარგავს
3-ვენეცია-წყალში მდებარე ეს ქალაქი ნელ-ნელა იძირება, ბოლო 100 წლის განმავლობაში კი ჩაძირვის ტემპმა მოიმატა-უკვე 24 სანტიმეტრით ჩაიძირა ქალაქი, მთავრობას აქვს გეგმა შემუშავებული, რომ როგორმე გადაარჩინოს ისტორიული მემკვიდრეობა, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ამანაც ვერ გადაარჩინოს ქალაქი
4-მეხიკო-მიზეზი ისაა, რომ ქალაქს არ ჰყოფნის სასმელი წყალი, ამასთანავე გრუნტი ნელ-ნელა ქვემოთ იწევს, ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალაქმა ზოგიერთ ადგილებში 9 მეტრის სიღრმეზე დაიწია, 20 მილონიანი ქალაქი შესაძლოა უკვე ნელ-ნელა დაიცალოს
5-ნეაპოლი-კიდევ ერთი იტალიური ქალაქი, ქალაქის განადგურების მიზეზი-ვულკანი.ამ ქალაქში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანი და მის გარშემო “წითელ ზონაში” მცხოვრები 1.5 მილიონი მცხოვრები “ნაღმზე” ცხოვრობენ, ჩ.წ. აღრიცხვამდე 79 წელს, როგორც ცნობილია ვულკანმა “ვეზუვიმ” გაანადგურა ქალაქი პომპეი, ვულკანი ყოველ 100 წელიწადში ერთხელ იღვიძებს, ბოლოს 1944 წელს ამოიფრქვა, თუ მოსახლეობის დროზე ევაკუაცია არ მოხდა, შედეგი კატასტროფული იქნება.
6-ტიმბუტკუ-მალის ეს ქალაქი 1000 წლისაა და ისლამური განათლების ცენტრად ითვლება, თუმცა ხრიოკი ადგილის გამო მოსახლეობა სტოვებს ქალაქს, მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომ გაამწვანონ ქალაქი, თუმცა ქალაქის უმეტესი ნაწილი მაინც ქვიშითაა დაფარული.
7- ივანოვო-ეს ქალაქი საბჭოთა ეპოქაში საფეიქრო წარმოების ცენტრი იყო, ქალაქში ძირითადად ქალები ცხოვრობდნენ, ამჟამად წარმოება აღარ არსებობს, ქალები მამაკაცებზე მეტნი არიან, შობადობა კლებულობს, სიკვდილიანობა იზრდება, ამის გამო მოსახლეობა მიგრირებს, მიემგზავრებიან სამუშაოს საძიებლად მოსკოვში და სხვა ქალაქებში
წყარო : http://intermedia.ge