გართობაკულტურა

Android-ის და KitKat-ის ერთობლივი პროექტი

Screen_Shot_2013-09-03_at_12.44.12_PM

Google-მა გვამცნო, რომ პოპულარული საოპერაციო სისტემის Android-ის შემდეგი ვერსიის სახელი “KitKat” იქნება. იგივე სახელით შოკოლადის ფილებს აწარმოებს კომპანია Nestle. პირველად მობილური პლატფორმა მიიღებს უცხო სახელს. ამ საკითხზე კონსულტაციები ტექნოლოგიურ გიგანტსა და კვების მრეწველობის უმსხვილეს კომპანიას შორის საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა.

როგორც BBC გვატყობინებს Android-ის დირექტორმა საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ჯონ ლაგერლინგმა მიმართა Nestle-ს ამ საკითხთან დაკავშირებით 2012 წლის ნოემბერში. თქბერვალში კი Mobile World Congress-ზე ბარსელონაში კომპანიები შეთანხმდნენ ბრენდების ერთობლივ გამოყენებაზე. Nestle-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით საბოლოო გადაწყვეტილება ერთ საათში იქნა მიღებული.

Screen_Shot_2013-09-03_at_12.44.12_PM

Google ირწმუნება, რომ არც-ერთ მხარეს არ უწარმოებია ურთიერთ ანგარიშგება. გარიგება სარეკლამო კაპანიის ხასიათს ატარებს: 50 მილიონი შოკოლადის ფილა 19 ქვეყანაში მიიღებს Android მარკირებას და მყიდველებს მისცემენ შანსს მოიგონ Nexus 7 პლანშეტი და Google Play-ს სასაჩუქრე ბარათები. ახალი შეფუთვის წარმოება ორი თვის წინ დაიწყო თუმცა ახალი სისტემის სახელის შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა Google-შიც კი. Android-ის 4.4 ვერსიას იქ დღემდე Key Lime Pie-ს ეძახდნენ.

kitkat-android

პარტნიორობის აღსანიშნავად Nestle-მ გამოუშვა 500 შოკოლადის ფილა Android-ის ლოგოტიპის ფორმით, რომელთა წარმოება ევროპის საიდუმლო ქარხანაში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე სადაც არის Google-ის და Android-ის საბაზისო ბაზარი ბრენდი KitKat მიბმულია კომპანია Hershey-ზე. წყაროს ცნობით Google-მა ეს მომენტისც მოაგვარ. ამერიკული KitKat-იც Android-ის ლოგოტიპიან შეფუთვაში გამოვა.

tech-google-nestle-kitkat

რატომ KitKat? როგორც TheVerge-ს განუცხადეს კომპანია Google-ის წარმომადგენლებმა KitKat-ის ფილები ჰიროში ლოკჰეიმერის საყვარელი ტკბილეულია, რომელიც Android-ის მთავარი ინჟინერია. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელი KitKat-ის იკონას ავატარად იყენებდა Gmail-ის ანგარიშზე. 2010 წელს ლოკჰეიმერის კაბინეტის კარების დეკორაციაც თანამაშრომლებმა ამ შოკოლადის ლოგიტიპებით მორთეს.

იქნება თუ არა ეს კამპანია წარმატებული ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ჩემთვის როგორც შოკოლადისა და Android-ის მოყვარულს ერთი რამ არის საინტერესო მხოლოდ, არის თუ არა საქართველო იმ 19 ქვეყნის სიაში სადაც KitKat-ის Android ვერსია გაიყიდება. ეჭვი მეპარება მაგრამ იმედს მაინც ვიქონიებ, რომ ასე იქნება.

წყარო: http://go.ge/

როგორც ჩანს Google-ში უყვართ ტკბილეული :)  უკვე დიდიხანია არსებობს Android 4.0.4 Ice cream sandwich.

 

Back to top button