საკითხავისასარგებლოუცნაური

ლუის ლე პრინსი-იდუმალი გაუჩინარება

6ad4eb6e0842

ყველასთვის ცნობილი გამომგონებელი ტომას ედისონი საქვეყნოდ აღიარებულია როგორც მოძრავი გამოსახულების შემქმნელი, თუმცა ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ ლუის ლე პრინსია კინემატოგრაფიის ნამდვილი მამა. 1890 წლის 16 სექტემბერს იგი საკუთარი გამოგონების წარსადგენად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, როცა მატარებლიდან მოულოდნელად სადღაც გაუჩინარდა.

55e8e4e21cec

ლუის ემ ოგიუსტინ ლე პრინსი 1841 წლის 28 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთში, ქალაქ მეცში. მამა საფრანგეთის არტილერიის მეთაური და ოფიცერი იყო. პატარა ლუისი დიდ დროს ატარებდა მამის მეგობართან, ლუის დეგირთან, რომელსაც ფოტოგრაფიული სტუდია ჰქონდა. აქ იგი ფოტოგრაფიისა და ქიმიის შესახებ გაკვეთილებს იღებდა. მოგვიანებით ის მხატვრობის შესასწავლად პარიზში გაემართა, ამის შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტის ქიმიის კურსზე განაგრძო სწავლა.
1866 წელს ლუის ლე პრინსი დიდ ბრიტანეთში,დასავლეთ იორკშირში მიემგზავრება მეგობრის, ჯონ ვაითლის მოწვევით, სადაც იწყებს მოღვაწეობას. მეგობრები ერთად იწყებენ მუშაობას და ცნობილი ხდებიან ერთობლივი ნამუშევრით, ლითონზე და კერამიკაზე ფოტოს ფერების დაფიქსირებით. ლუისმა ჯონის და შეირთო ცოლად. 1871 წელს აშშ_ში გაემგზავრა და ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც კვლევით საქმიანობას ეწეოდა. აქ მან შექმნა თექვსმეტ ლინზიანი კამერა და დააპატენტა. 1887 წლის მაისში კვლავ იორკშირში ბრუნდება. 1888 წელს გამოიყენა საკუთარი კამერა და გადაიღო “რაუნდჰეის ბაღის სცენა”. ამგვარად პრინსის გამოგონებას ეკუთვნის მსოფლიოს პირველი მოძრავი სურათი და პრჟექტორის სისტემა.
1890 წლის სექტემერში გადაწყვიტა აშშ_ში გამგზავრება, სადაც მას საკუთარი გამოგონების ჩვენება ჰქონდა დაგეგმილი. ჯერ პარიზში უნდა ჩასულიყო, იქიდან კი აშშ_ს გზას გაუდგებოდა. 16 სექტემბერს დედაქალაქისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა, მაგრამ როცა ტრანსპორტი დანიშნულ ადგილას ჩავიდა, ლუის ლე პრინსი შიგ აღარ აღმოჩნდა. გაქრა მისი ბარგი და აღჭურვილობაც. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.
ბევრი თეორია გამოითქვა მისი გაქრობის შესახებ, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია აზრი, რომ იგი მგზავრობის დროს მოკლული იქნა. და როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო მთავარი ეჭვმიტანილი? არავინ, გარდა ტომას ედისონისა.

მსგავსი ამბები

Back to top button