გასართობისაკითხავისასარგებლო

საფრანგეთი და მეფე მზე

fbf72ad9b827
საფრანგეთის მეფე ლუი XIV, რომელსაც მეფე-მზეს უწოდებდნენ, მე-17 საუკუნის ევროპის ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო. ის 50 წლის განმავლობაში მართავდა საფრანგეთს ფრანგი დიდებულებისა და პარლამენტის ჩარევისა და რჩევების გარეშე.

ლუი მხოლოდ 5 წლის იყო როცა გამეფდა და ამიტომ მის ნაცვლად საფრანგეთს დედამისი მართავდა. ხუთი წლის სემდეგ დიდი გადასახადებით უკმაყოფილო პარიზელები აჯანყდნენ. აჯანყებას მრავალი დიდენულიც სეუერთდა და ლუი იძულებული გახდა პარიზიდან წასულიყო. 1653 წელს აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ლუი ჯერ კიდევ პატარა იყო და ქვეყნის მართვა არ შეეძლო. მის ნაცვლათ ქვეყანას კარდინალი მაზარინი მართავდა. მართვის სადავეები ლუიმ 1661 წელს ჩაიბარა, 22 წლის ასაკში. მას გადაწყვეტილი ჰქონდა არ დაეშვა არც ერთი აჯანყება, ამიტომ ქვეყნის ერთპიროვნულად მართვა დაიწყო. ამის გამო მან ,,აბოლუტური მონარქის” წოდება დაიმსახურა

467dff6ac05d
ქვეყნის მართვაში ლუის ნიჭიერი და ერთგული მრჩეველები ეხმარებოდნენ. მისმა მრჩეველმა ჟან კოლბერმა შექმნა ახალი საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემა. საფრანგეთში გაიხსნა ახალი საწარმოები და გაიზარდა ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან. ამის გარდა მტელ საფრანგეთში გაიყვანეს ახალი გზები და ააგეს ხიდები.
34f8fcb8897f
ლუიმ პარიზის მახლობლად ვერსალში ახალი სასახლის აგება ბრძანა. მშენებლობაზე 30 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. სასახლე სავსე იყო უძვირფასესი ქანდაკებებით, ნახატებითა და გობელენებით. 1682 წელს ლუი მთელი თავისი ოჯახით და ათასობიტ მსახურით ვერსალში გადავიდა საცხოვრებლად. ის სასახლეში ყოფნას ფრანგ დიდებულებსაც აიძულებდა, რაცა მათზე თვალყურის დევნება შესძლებოდა.
06cf6b3bf343
ვერსალის სასახლე თავისი თეატრით, მუსიკიტა და მხატვრობით იყო ცნობილი. მწერალი მოლიერი მეფის გასართობად კომედიებს წერდა, მუსიკოსი ლული სასახლის თეატრისტვის ოპერებს დგამდა, მხატვრები კი მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტებს ხატავდნენ.
8d95d5a04061
ლუი XIV ტერიტორიების გაფართოების მიზნით ხშირად ებრზოდა მეზობელ ქვეყნებს. ომებმა საფრანგეთს სხვა ქვეყნების თვალში, შიში და პატივისცემა მოუპოვა, თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. 1685 წელს ლუიმ პროტესტანტებს რწმენის უფლება ჩამოართვა, რის გამოც უამრავმა პროტესტანტმა ფრანგმა ქვეყანა დატოვა. ამ დროს მოსახლეობის დაბალ ფენებში უკმაყოფილება იზრდებოდა გადასახადების გამო, რომელსაც ისინი იხდიდნენ, რათა მეფეს და მის დიდებულებს ფუფუნებაში ეცხოვრად.

a64be289b247

 

ლუი XIV 77 წლის ასაკში განგრენით გარდაიცვალა, 1715 წელს. თუ მხედველობაში მივიღებთ მისი გამეფების ოფიციალურ თარიღს , მან 72 წეი იმეფა, რაც ევროპასი უპრეცედენტო ფაქტია. ლუის ეპოქამ დიდი კვალი დატოვა ფრანგულ კულტურასა და ისტორიაში.
385458fe9cee

მსგავსი ამბები

Back to top button