TECH & მეცნიერებაუცნაური

უცნაური პროფესიები

0ec1c7df87ae
პოსტში წარმოდგენილია უცნაური პროფესიები, რომელთა შესახებ არასოდეს გაგიგიათ.

კვერცხის ვარგისიანობის შემმოწმებელი
ccdbe5671b08
მსოფლიოში უამრავი საკონდიტრო კომპანია იყენებს კვერცხს თავის საქმინობაში. ბუნებრივია არ შეიძლება ნაწარმში გაფუჭებული კვერცხი იქნას გამოყენებული. ამიტომ დიდ კომპანიებში არსებობენ სპეციალურად ამ საქმეში დახელოვებული ადამიანები, რომლებიც კვერცხის ვარგისიანობას ადგენენ. ზოგ შემთხვევაში დასარწმუნებლად კვერცხის გატეხვაც უწევთ და თუ კვერცხი ლაყე აღმოჩნდა , საკმაოდ უსიამოვნო სუნის გაძლება მოუწვთ.

ჭიის დამჭერი

f0edc8c45ad1
მოგეხსენებათ ჭია თევზაობის აუცილებელი ატრიბუტია. შეიძლება ის თვითონ დაიჭიროთ ან სხვას დააჭერინოთ. მაგალითად კანადაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელში დასაქმებული ადამიანები ჭიების დაჭერით არიან დაკავებული. შემდეგ ნადავლს სპეციალურ მაღაზიებში აბარენებ და ანაზღაურებასაც იღებენ.

ძროხის გამანაყოფიერებელი
b1464a7f1592
ტექნოლოგიები ვითარდება და უკვე პირუტყვის განაყოფიერება ხელოვნური მეთოდებითაც არის შესაძლებელი. თუმცა აუცილებელი პირუტყვის უკანა ნაწილში ხელის შეყოფა, რათა განაყოფიერება მოხდეს. დამეთანხმებით ალბათ, რომ არც თუ ისე სასიამოვნო პროფესიაა.

წიწილის სქესის განმსაზღვრელი
969b42c521a6
ფერმებში აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს წიწილის სქესი. დედლებს გადაიყვანენ კვერცხის მწარმოებელთა ნაწილში, ხოლო მამლებს გაზრდიან გასამრავლებელი მიზნებისათვის. წიწილის სქესის გაგება საკმაოდ რთული საქმეა და ამას როგორც წესი შედარებით ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანები აკეთებენ. მოგეხსენებათ ყველა წიწილი ერთმანეთს გავს თავიდან და მათი რეპროდუქციული ორგანოები სხეულის შიგნია განლაგებული.

Back to top button