არქივი

Nokia თევზის მუცელში

60af7951d2b5

ბიზნესმენმა ენდრიუ ჩიტლმა (Andrew Cheatle) დაკარგა თავისი მობილური ტელეფოონი, როდესაც იახტით სეირნობდა, წყალში გადაუვარდა…

დიდად არ უჯავრია და სულ მალე ახალი ტელეფონიც შეიძინა. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მეგობარ გოგონასთან,რიტა სმიტთან ერთად ნებივრობდა, გოგონას მობილურზე გაისმა ზარის ხმა და ჰოი საოცრებავ! :no: ეკრანზე ბიზნესმენმა დაინახა, რომ თავისი დაკარგული ტელეფონიდან შემოდიოდა ზარი.

აღმოჩნდა, რომ ვინმე მეთევზემ გლენ კერლიმ (Glen Kerley), შემთხვევით იპოვა ტელეფონი თევზის მუცელში, როცა უკვე შეწვა დაუპირა. ტელეფონი რათქმა უნდა არ მუშაობდა,ამიტომ სიმ ბარათი ამოიღო და ჩაწერილი ნომრებიდან ერთ-ერთზე დარეკა. ის ერთ-ერთი სწორედ ენდრიუს მეგობარი გოგონა იყო.

დღესდღეობით ენდრიუ კვლავ იყენებს თავის ნოკიას, უბრალოდ “აკუმულატორი” გამოუცვალა და ტელეფონი კვლავაც ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას.

მსგავსი ამბები

Back to top button