გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე ძვირიანი დესერტი

გემრიელ კერძს ვერაფერი შეედრება , მაგრამ კარგი დესერტის გარეშე მას ფასი არ აქვს. არსებობენ ადამიანები რომლებიც დიდ ფულს ხარჯავენ საუკეთესო დესერტში და თუ თქვენ ასეთი ხართ პოსტი უნდა წაიკითხოთ.

,,ნოკას” შოკოლადი , ღირებულება 854 $

შოკოლადი ყველაზე გავრცელებული დესერტია, თუმცა კომპანია ,,ნოკას” შოკოლადი ყველასათვის ხელმისაწვდომი მისი ფასის გამო არ არის. ,,ნოკას” შოკოლადის გემოს საიდუმლო ისაა, რომ მათ კაკაოს მარცვლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ: ეკვადორი, ვენესუელა, ტრინიდადი და ტობაგო და ა.შ. შემდეგ მათგან საუკეთესოს არჩევენ და ერთმანეთში აზავებენ. მზა შოკოლადი 75% კაკაოს შეიცავს. ,,კომპანია” ნოკა თავის შოკოლადს ორიგინალური შეფუთვით ყიდის.

,,The Brownie Extraordinaire” , ღირებულება 1000$

ეს დესერტი შეგიძლიათ დააგემოვნოთ შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის ნიუ-ჯერსიში, ატლანტიკ სიტის ერთ-ერთ რესტორანში მზადდება. ის მზადდება შავი შოკოლადისა და იტალიური თხილისაგან. დესერტის შემადგენელი ნაწილია ძველი და ძვირფასი პორტვეინი, რომელიც პორტუგალიიდან ჩამოაქვთ.

,,სულთანის ოქროს ნამცხვარი”, ღირებულება 1000 $

თუ სურვილი გაქვთ გასინჯოთ სამეფო დესერტი ,,სულთანის ოქროს ნამცხვარი” უნდა აირჩიოთ. ეს სტამბულში, კემპინსკის სასტურმოშია შესაძლებელი. ნამცხვარი მზადდება შემდეგი ინგრედიენტებისაგან: ლეღვი, გარგარი, მსხალი, და იამაიკურ რომში 2 წლით ნამყოფი კომში. შემდეგ ეს ყველაფერი ზავდება კარამელით, ვანილით და შავი ტრიუფელით. ხოლო გარშემო კი ოქროს ფურცელი აქვს შემოკრული. ნამცხვრის დამზადებას დაახლოებით 72 საათი სჭირდება.

,,გაყინული შოკოლადი” ღირებულება 25 000 $

,,გაყინული შოკოლადი” სინამდვილეში სასმელია, რომლის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. ის შეიცავს 14 სხვადასხვა სახეობის კაკაოს მარცვლებს, რძეს და 5 გრამ ოქროს. დესერტი ოქროს ჭურჭელშია მოთავსებული , რომელიც ბრილიანტის თვლებით არის გაფორმებული. 2007 წელს ეს დესერტი გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს.

,,ხილის ნამცხვარი ბრილიანტებით” , ღირებულება 1.65 $ მილიონი

შობა-ახალი წელი ყველასათვის სიხარულის მომტანი დღესასწაულია, ადმიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. მაგრამ საჩუქარიც ესეთი უნდა…… ტოკიოში ერთმა იაპონელმა გადაწყვიტა დაემზადებინა ნამცხვარი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი იქნებოდა. მასზე მუშაობას 6 თვე დასჭირდა და შემდეგ, საშობაოდ აუქციონზე გაიტანა. ნამცხვარი 223 ბრილიანტით არის შემკული, მაგრამ ასევე ძვირფასია მისი შიგთავსიც. აუქციონის გამარჯვებულმა თავისი ვინაობა არ გაახმაურა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close