არქივი

ცნობილი ადამიანები რომლებიც იშვილეს

Marilyn Monroe Widescreen marilyn monroe 11149831 1920 1200

ცნობილი ადამიანები რომლებიც იშვილეს

 

image

1. მერლინ მონრო.

 

მერლინ მონრო დედამ მიატოვა, რომელიც ქვრივი იყო და მას ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. მომავალმა ვარსკვლავმა ბავშვობის უმეტესი ნაწილი ინტერნატში და შორეულ ნათესავებთან გაატარა.

 

2. ჯონ ლენონი.

image

ჯონ ლენონის მშობლები ერთმანეთს დაცილდნენ როდესაც იგი სულ პატარა იყო. როცა ჯულია ლენონმა სხვა მამაკაცი იპოვა, ოთხი წლის ჯონი აღსაზრდელად დეიდამ, მიმი სმიტმა (დედის მხრიდან) და მისმა ქმარმა ჯორჯ სმიტმა წაიყვანა, რომლებსაც საკუთარი შვილები არ ჰყავდათ.

 

3. ერიკ კლეპტონი.

image

კლეპტონის დედა 16 წლის გოგონა იყო მამა კი 24 წლის ჯარისკაცი მონრეალიდან რომელსაც არასოდეს არ ენახა თავისი შვილი. პატარა ერიკი ბებიასთან და მის მეორე ქმართან იზრდებოდა. კლეპტონი ფიქრობდა რომ მისი დედა-ეს და იყო მისი, მშობლები კი ბებია და ბაბუა. წლების შემდეგ დედა კანადელ ჯარისკაცზე გათხოვდა და გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და დატოვა მან პატარა ერიკი ბებიასთან და ბაბუასთან სურეის საგრაფოში.

4. მაიკ ტაისონი.

 

image

 

ცნობილი მოკრივის-ტაისონის ბავშვობა ძალიან მძიმე იყო. საბედნიეროდ იგი ცნობილმა მწვრთნელმა-კას დამატომ შეამჩნია. კას დამატომ თავის სახლში შეიფარა ტაისონი და ოფიციალური მეურვეობა იკისრა მასზე. ნამდვილი მამა ტაისონს არც კი ახსოვს. დედა კი ნარკომანი იყო და მალე გარდაიცვალა. ბავშვობის მეგობრებიდან კი მას არავინ ჰყავს ისინი ან დაიჭირეს ან დაიღუპნენ. მათ შორის მის თვალწინ.

 

5. ინგრიდ ბერგმანი.

 

image

 

როცა მომავალი “კასაბლანკას” ვარსკვლავი სამი წლის იყო მას დედა გარდაეცვალა. 10 წლის შემდეგ კი მამაც დაეღუპა, იუსტუს სამუელ ბერგმანი. როდესაც მისი აღზრდა მისმა დეიდამ თავის თავზე აიღო ნახევარი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. შემდეგ ინგრიდი თავის ბიძასთან ოტო ბერგმანთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავდა.

 

6. სტივ ჯობსი.

 

image

 

სტივ ჯობსის ბიოლოგიური მამა აბდუფატა ჯანდალი გახლდათ-სირიელი მუსულმანი. იმ მომენტისათვის ის ჯოან შიბლეს ხვდებოდა და დედის მშობლები წინააღმდეგები იყვნენ მათი ურთიერთობის. საბოლოოდ სტივ ჯობსს პოლი და კლარა ჯობსები ზრდიდნენ.

 

7. ჯეკ ნიკოლსონი.

 

image

 

ნიკოლსონს დაბადებისთანავე ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. ჯეკი იზრდებოდა იმ რწმენით რომ ბებია და ბაბუა მისი მშობლები იყვნენ, ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი და ეტელ მეი ნიკოლსონი. მხოლოდ 1974 წელს ჟურნალ “ტაიმსის” რეპორტიორმა გახსნა დაფარული საიდუმლო. მისი უფროსი და ჯუნი სინამდვილეში დედამისი აღმოჩნდა. უკვე ძალიან გვიან იყო. ჯუნი 1963 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. ეტელი ანუ ბებია ნიკოლსონის 1970 წელს ცოტა მოგვიანებით დაიღუპა.

 

8. კოკო შანელი.

 

image

კოკო შანელს დედა გარდაეცვალა როცა ის თითქმის 20 წლის იყო. მოგვიანებით ის და მისი ოთხი ძმა და და მამამ მიატოვა. და ბავშვებმა გარკვეული დრო ინტერნატში გაატარეს.

 

9. ედი მერფი.

 

image

 

ედი მერფის მამა გარდაიცვალა როცა ის ძალიან პატარა იყო. მას თავის ძმებთან ერთად მიმღებ ოჯახში მოუხდა ყოფნა რადგან დედა ავადმყოფობდა.შემდეგ ცხოვრობდა დედასთან და მამობილთან ვერნონ ლინჩემთან რომელიც ნაყინის ქარხნის ოსტატი იყო.

 

10. ჯეიმს ბრაუნი.

 

image

 

ადრეულ ბავშვობაში მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს. ჯეიმსი გაიზარდა თავის დეიდასთან ატლანტაში. იგი სიღარიბეში იზრდებოდა და იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა, რომ გამოემუშავებინა საარსებო საშუალება. 16 წლის ასაკში კი იგი მცირეწლოვანთა კოლონიაშიც მოხვდა.

 

წყარო : http://intermedia.ge

Back to top button