არქივი

ქალაქები, რომლებიც 1960 წელს არ არსებობდნენ

2c85d09eca6c
XX საუკუნის მეორე ნახევარში არაერთი ქალაქი გაჩნდა და არნახულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია. თუმცა ფაქტია, რომ 1960 წელს მათ ადგილებზე მცირე დასახლებები , სოფლები და ზოგ შემთხვევაში სიცარიელეც კი იყო.

ინჩეონი, სამხრეთ კორეა

cdcec20a30dc
ქალაქი ინჩეონი ჩრ. კორეის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონია და ის ამ მაჩვენებლით მესამე ქალაქია სამხრეთ კორეაში. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ 1994 წლამდე ამ ქალაქის ადგილზე წყალი იყო. კორეის მთავრობამ 50 მილიარდი დოლარი გამოყო ამ პროექტისთვის და უკვე სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს. ინჩეონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქალაქია მსოფლიოში. მისი მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

პუტრაჯაია, მალაიზია
c3ed8ce5aca4
მალაიზიის დედაქალაქი კუალა ლუმპურია, თუმცა მალაიზიის მთავრობამ დედაქალაქის განტვირთვის მიზნით ახალი ქალაქის აშენება გადაწყვიტა და ფედერალური მთავრობაც იქ გადაიტანა. პუტრაჯაია კუალა ლუმპურიდან 15 წუთის სავალზეა, ეს ქალაქი 1995 წელს დაარსდა და უკვე 65 000 მასცოვრებელი ყავს.

ასტანა, ყაზახეთი
3d2c2f4a29c7
ყაზახეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ ყაზახეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დედაქალაქი ალმა-ატადან ისტორიულ ქალაქ ცელინოგრადში გადაეტანათ. ქალაქს მალე სახელი შეუცვალეს და ასტანა დაარქვეს. ნავთობიდან მიღებული ფულის წყალობით ყაზახეთის მთავრობამ მოახერხა ასტანა თანამედროვე ქალაქად ექცია. მისი მოსახლეობა დღეისათვის 700 000-ს შეადგენს.

დოჰა, ყატარი
959fe1d478ed
ყატარმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1971 წელს მიიღო. ნავთობის და გაზის დიდი მარაგის გამო ,,ფორბსმა” ყატარის მოსახლეობას უმდიდრესი ერი უწოდა მსოფლიოსი. დოჰას მშენებლობა 1963 წელს დაიწყო, სახელი კი იმ პროვინციის მიხედვით დაერქვა სადაც მდებარეობს. ყატარი ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყანაა, რომ ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაც კი მიანდო, მიუხედავად ფეხბურთისთვის შეუფერებელი გარემო პირობებისა. დოჰას მოსახლეობა უკვე რამდენიმე მილიონს შეადგენს და ყოველდღიურად იზრდება.

დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები

10576992c74c
დუბაის ისტორია ძალიან ჰგავს დოჰას ისტორიას. ამ ქალაქის მსენებლობაც 1971 წლიდან დაიწყო, იმის გამო რომ ამ ტერიტორიაზე ნავთობი აღმოაჩინეს. ნავთობმა კი დიდი სიმდიდრე მოიტანა. ქალაქის მოსახლეობა რამდენიმე ათასისა მილიონებმადე გაიზარდა. ბოლო 15 წელიწადში იქ უამრავი ცათამბრჯენი აშენდა, აქ მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი შენობა ,,ბურჯ დუბაი”. გაოცებას იწვევს სპარსეთის ყურეში აშენებული ხელოვნური კუნძულები.

მსგავსი ამბები

Back to top button