არქივი

მფრინავი თეფში ,,Green-Airways”

d34cc3ef3762
მფრინავი თეფშები სამეცნიერო ფანტასტიკების ერთ-ერთი ცნობილი ელემენტია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ასეთი საფრენი აპარატები რეალობაში იარსებებენ, თუმცა მეცნიერები დიდი ხანია მსგავს პროექტებზე მუშაობენ.

დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები მუშაობენ ახალი ტიპის, ინოვაციური საფრენი აპარატის პროექტზე , რომელიც გაცილებით უფრო ეკოლოგიურად სუფთა და გარემოსთვის უვნებელი იქნება. ეს საფრენი აპარატი, ჩვეულებრივ თვითმფრინავებთან შედარებით, 50%-ით ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს.
2942b9fc2234
001ef09c7b3b
კონსტრუქტორებმა მართლაც რომ ინოვაციური და ფუტურისტული დიზაინი შეიმუშავეს. ეს საფრენი აპარატი , ჯერჯერობით მხოლოდ ნახაზებშია წარმოდგენილი, თუმცა მასზე მომუშავე ადამიანები ირწმუნებიან, რომ 2 წელიწადში Green-Airways-ი მზად იქნება.
025df21f9480
fb8aa42d47ae

 

მსგავსი ამბები

Back to top button