ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ვიეტნამის ომის შემდეგ მამა-შვილი ტყეში ხეზე ცხოვრობენ


ვიეტნამის ომმა დიდი ზიანი მიაყენა ადამიანების ფსიქიკას, რისი მაგალითიც ეს მამა-შვილია.

ეს ოჯახი ომის დაწყებამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. სოფლის მეურნეობაში იყვნენ დასაქმებული. მაგრამ ერთ დღეს დიასახლისი მუშაობის დროს ნაღმზე აფეთქდა.

ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში 42 წლის ოჯახის უფროსი ჰო ვან ტან ჰანი თავის 2 წლის შვილთან ერთად ტყეში წავიდა და უკან არ დაბრუნებულან. ტყეში ხეებზე სახლი ააშენეს, საკუთარი ხელით დამზადებული იარაღებით ნადირობდნენ და მოჰყავდათ სხვადასხვა მცენარეული კულტურები.


ამ ამბიდან 20 წლის შემდეგ ჰოს მეორე შვილი გაემგზავრა ტყეში თავისი მამის და ძმის მოსაძებნათ. თუმცა ვერ მოახერხა მათი დარწმუნება, რომ სოფელში დაბრუნებულიყვნენ. ამის შემდეგ ტყეში სასეირნოდ მყოფმა არაერთმა ადამიანმა შენიშნა ტყეში მცხოვრები მამა შვილი, თუმცა მათ ლაპარაკი ძალიან უჭირდათ.


საბოლოოდ სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა მამა-შვილის ტყიდან გამოსაყვანად. მათ ჩაუტარეს სპეციალური გამოკვლევები , რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰო-ს ასეთი ქცევა ცოლის დაღუპვის შედეგად მიღებული შოკით იყო გამოწვეული.

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close