გართობაკულტურაუცნაური

უცნაური სამყარო (ნაწილი 2)

234176 3 f

როგორც მივხვდი პირველმა ნაწილმა თქვენში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ მზად ვარ გავაგრძელო… :)

1)ჩინელი , რომელსაც 24 წლის მანძილზე გული მუცელში ჰქონდა

1

ამ 24 წლის აზალგაზრდამ სახელად ხუან რონმინგი იცოცხლა ისე , რომ მას გული მუცელში ჰქონდა , რაც თავისთავად ხელს უშლიდა მის სუნთქვას , ხუანს არ შეეძლო თამამად სიარული და ფიზიკურად დატვირთვა.ამასთან ერთად მან მისი ცხოვრების ყოველი წამი სიკვდილის მოლოდინში გაატარა.

2

ექიმებს დავიდანვე ეეჭვებოდათ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა და მის გარდაცვალებას დაბადებიდან რამოდენიმე დღეში გეგმავდნენ ,თუმცა გავიდა 24 წელი და რახან ხუანის მდგომარეობა უკვე საგანგაშო გახდა , გადაწყვიტეს მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ , რომელიც 33 , 000 $ ჯდებოდა , ოჯახმა ვერ შეძლო თანხების მოგროვება თუმცა ხუანს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა და საბოლოოდ ოპერაცია გაკეთდა , რომელიც 10 საათი გრძელდებოდა.

3

ახლა მას გული თავის ადგილას აქვს , ისევე როგორც ჩვენ ყველას ვინც ამ პოსტს ვკითხულობთ. გარკვეული ვარჯიშების და დიეტების შემდეგ მისი გული ისეთ ფორმაში ჩადგება , როგორც ყველასი

6

 

2)თქვენს წინაშეა ადამიანი , რომელიც უკვე 20 წელია გამოქვაბულში ცხოვრობს

0784

ფენ მინგაშმა 1993 წელს რატომღაც გადაწყვიტა რომ იგი თანამედროვე სამყაროს მხარს ვერ აუბამდა და ამიტომ ყველასგან იზოლირება გადაწყვიტა და 53 მეტრი სიმაღლის გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება , ისე როგორც პირველყოფილმა ადამიანმა ყველანაირი ტექნიკის და ტანსაცმელის გარეშე.

1

მართალია იგი ყველსგან მოწყვეტილია და კონტაქტს არავისთან ამყარებს , მაგრამ ადგილობრივები მის მდგომარეობის კონტროლს მაინც ახერხებენ

 

3)ახალ ზელანდიაში ძროხამ მუტანტი გააჩინა

Deformed Calf Stillborn On New Zealand Dairy

სურათზე ხედავთ მუტანტს , რომელიც არც მეტი არც ნაკლები ძროხამ გააჩინა. მას 8 ფეხი და 4 ყური აქვს და მხოლოდ და მხოლოდ 1 თავი.ფერმერებს თავიდან ეგონათ რომ ძროხას ტყუპები ყავდა , მაგრამ ხელში ამაზე უცნაური შემთხვევა შეჰხვდათ.

რათქმაუნდა ეს არსება მალევე მოკვდა , თუმცა იგი სპეციალისტებმა შესასწავლად წაიღეს , რათა მისი გენეტიკური მუტაცია გამოიკვლიონ

Deformed Calf Stillborn On New Zealand Dairy

 

 

4)ესპანეთის სანაპიროზე უცნობი ზღვის ურჩხული იპოვეს

0778

ქალაქ ვილარიკოსის სანაპიროზე შეამჩნიეს 4 მეტრი სიგრძის ”არსება” , რომელიც მისი მონაცემებით არც ისტორიაში და არც თანამედროვე სამყაროში ნახსენები არაა , მას უკვე შეურჩიეს სახელი ”თევზი-მონსტრი”

ეს არსება ადგილიდან მალევე მოაშორეს , თუმცა მასზე ინფორმაცია მალევე გავრცელდა და მოსახლეობა შეშინებულია , წყალში ჩასვლას კი მხოლოდ ისინი არ ერიდებიან , ვისაც ”ურჩხულების” არ ეშინიათ

1

2

მეცნიერები მასზე გამოკვლევებს ატარებენ და ცდილობენ გაიგონ რა წარმოშობისაა ეს არსება.

 

5)წარმოგიდგენთ სამყაროს ისტორიას სულ რაღაც 10 წუთში

234176 3 f

ვნახოთ რა მოხდა ჩვენი სამყაროს წარმოშობიდან დღემდე , მთლიანად 4,5 მილიარდი წლის წინ და ეს ყველაფერი სულ რაღაც 10 წუთში

 

იმედი მაქვს მოგეწონათ :)

Back to top button