გართობაუცნაური

ცნობილი ადამიანების ფობიები: ნაწილი 2

8eb917a01cc985e7f0376e3885fbe7b6

თუკი გულწრფელები ვიქნებით, ნუთუ შეიძლება ახლა ამ პოსტს ისეთი ადამიანი კითხულობდეს ვისაც არაფრის ეშინია? მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეიძლება აღიარება არ სურდეს, ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ იმაში, რომ გქონდეს ერთი, ორი ან თუნდაც მეტი ფობია სამარცხვინო არაფერია, ეს ბუნებრივიცაა, ადამიანის არსებობის ნაწილი.

ასე, რომ გამონაკლისი არც ის ადამიანები არიან რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მოდით ვნახოთ თუ რისი ეშინიათ ჩვენს საყვარელ განთქმულ ადამიანებს:

55de72b75a4a7b4cc8bbcfd6989bd78e

მსახიობ ნიკოლ კიდმანს (Nicole Kidman) ეშინია პეპლების. ერთხელ ნიკოლმა ძალიან მამაცურად სცადა მუზეუმში წარმოდგენილი პეპლის გვერდით გაევლო, მაგრამ მაინც ვერ შესძლო. როდესაც პატარა იყო ნიკოლი სახლშიც კი არ შევიდოდა, თუ კი პეპელა ჭიშკრის კარებზე იჯდა.

Christina Ricci

ნიკოლ რიჩის (Christina Ricci) არ შეუძლია სახლის მცენარეების გარემოცვაში ყოფნა. მას ასევე სასიკვდილოდ ეშინის საცურაო აუზში მარტო ყოფნისაც. მას ყოველთვის თვალწინ უდგება, რომ სადმე საიდუმლო კარი გაიღება და ზვიგენი გამოვა.

სასაცილოა და დონალდ თრამპს (Donald Trump) ხელის ჩამორთმევის ფობია აქვს.

1bc1fd145611ed89e81f74f1e5feb13d

ბილი ბობ თორნტონს (Billy Bob Thornton) სიკვდილივით ეშინია ანტიკური ავეჯის. ის თავს არაკომფორტულად გრძნობს იმ ოთახში სადაც რაიმე ავეჯი 1850 წელზე ადრეა გამოშვებული. მისთვის ალბათ ფილმი ფორტი ალამოს (The Alamo) გადაღება ძალიან ძნელი იქნებოდა, ისევე როგორი რთულიც ამ ფილმის ყურება იყო.

billy bob thornton 9542137 1 sized

აილუროფობია? ეს რაღა ჯანდაბაა? – კატების შიში, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო ბევრი ისტორიული ლიდერი და დამყრობელი შეიპყრო. როგორებიცაა: იულიუს კეისარი, ნაპოლეონ ბონაპარტე, ალექსანდრე დიდი და ბენიტო მუსოლინი.

84a041010db7815e466c1de21993e0f2

კიდევ ერთი უცნაური ფობია. კომპოზიტორ ფრედრიკ ჩოპინს (Fredric Chopin) და მეზღაპრე ჰანს კრისტიან ანდერსენს (Hans Christian Andersen) ორივეს ძალიან ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. ანდერსენს მუდამ დაჰქონდა მასთან ერთად ნიშანი სადაც ეწერა, რომ ის არ იყო მკვდარი და მას ნამდვილად უბრალოდ ეძინა.

კიანუ რივზს (Keanu Reeves) ძალიან ეშინია სიბნელეში მარცხენა მხარეს მარტო დარჩენის.

Keanu Reeves keanu reeves 9231624 1280 1024

Mary_kiki

lalala nana

მსგავსი ამბები

Back to top button