არქივი

პირანიამ როსტოველ მეთევზე კურილკინს ლამის ფეხი მოაჭამა

image27897908

როსტოვის ოლქის მცხოვრები გრიგოლ კურილკინი თევზაობის დროს ძლიერ დაშავდა. მას თავს პირანია დაესხა: მტაცებელი თევზი პირდაპირ ფეხში ჩააფრინდა და საკმაოდ მოზრდილი ნაჭერიც მოაჭამა, რის გამოც მეთევზეც სახსოვრად ფეხზე საკმაოდ ღრმა და სერიოზული ჭრილობა დაუტოვა.

image28265165

მეთევზის თქმით, თევზი მას წყალში შესვლისთანავე დაესხა. “ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა, თვით ძვლამდე, და სისხლის საკმაოდ მომდიოდა”, – ჰყვება დაზარალებული მეთევზე.

მიუხედავად ამისა, მან თევზზე შურისძიება გადაწყვიტა და თავისი თავდამსხმელის შეპყრობა განიზრახა, რომელიც ორიოდ დღის შემდეგ განახორციელა კიდეც ბადის მეშვეობით. ამის შემდეგ მეთევზემ პირანია ოლქის წამყვან იხტიოლოგებს მიუყვანა. მათ განსაზღვრეს, რომ ეს ნამდვილად მტაცებელი თევზია პირანიების ოჯახიდან, თუმცა დაბერებული, რადგან მისი ასაკი უკვე 5 წელს აღემატებოდა. მოცემულ წყალსაცავში ის სავარაუდოდ რომელიღაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ჩაუშვა.

image28321965

მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კბილებიანი და გაუმაძღარი პირანიები, რომლებიც, როგორც წესი, სამხრეთ ამერიკის წყლებში ბინადრობენ, რუსეთის წყალსაცავებში ადამიანებს თავს ესხმიან. როგორც გაზეთი “Московский комсомолец”-ი იუწყება ამასწინათ ყაზანის ცენტრში, ტბა კაბანში დაიჭირეს 4 წლის დიდი პირანია, რომელიც ერთ კილოგრამს იწონიდა.

ივლისის შუა რიცხვებში მოყვარულმა მეთევზემ უსტ-კურდიუმის (სარატოვის ოლქი) დაიჭირა 4 წლის პირანია, რომლის წონა 800 გრამს აღემატებოდა. როგორც “ინტერფაქსს” მეთევზეობის მეურნეობის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სარატოვის განყოფილებაში ამცნეს, ეს უკვე მეორე პირანიაა, რომელიც მოცემულ რეგიონში ამ წელს დაიჭირეს.

image28302450

იქ აღნიშნეს, რომ ყოველწლიურად ინსტიტუტში რამოდენიმე ცალი პირანია მოაქვთს. ასე მაგალითად, გასულ წელს სარატოვის შემოგარენში ექვსი ასეთი თევზი იქნა აღმოჩენილი და დაჭერილი. მეცნიერები გვაიმედებენ, რომ პირანიების მოცემული სახელობა ადამიანისთვის საშიში არა რის, ხოლო აცივებასთან ერთად ის მდინარის წყალში ვერ ძლებს და კვდება.

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია მეზობელ სახელმწიფოებშიც. მაგალითად, უკრაინაში, დონეცკის ოლქში მოყვარულმა მეთევზემ ორი პირანია დაიჭირა მდინარეში Казенный Торец, რომელიც კრამატორსკთან ახლოს მდებარეობს. იხტიოლოგებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად სამხრეთამერიკული პირანიაა.

როგორც Kzinform-ი იუწყება, ყაზახეთში პირანია მდინარე იშიმიდან (ქ. პეტროპავლოვსკ) ამოიყვანეს. თევზი სიგრძეში 40 სმ-ს აღწევდა (ჩვეულებისამებრ პირანიის სიგრძე 25 სმ-ს არ აღემატება) და 700 გრამს იწონიდა. მტაცებელი ვენტილში გაიჭედა, – ეს არის მოწყობილობა, რომელშიც თევზს შეუძლია შეუცრდეს, მაგრამ იქიდან გამოღწევა აღარ ძალუძს, – აღნიშნავს გამოცემა.

image32105972

გასული წლის ოქტომბერს შავმა, დიდკბილა პირანიამ თავისი აგრესიულობით ყაზახეთის პავლოდარის ოლქის მცხოვრები დააფრთხო, რომელიც მდინარე ირტიშში თევზაობდა. ეს პირანია ნამდვილი გიგანტი აღმოჩნდა, მისი წონა 2,2 კგ-ს შეადგენდა.

პირანიები – მტაცებელ თევზთა რიგს განეკუთვნება. მათი განსაკუთრებული წყობის ქვედა მძლავრი ყბა და კბილები პირანიას შესაძლებლობას აძლევს თავის მსხვერპლს ხორცის დიდი ნაჭერი ამოაჭამოს. ისინი სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყლებში ბინადრობენ და დიდ გუნდებად ესხმიან თავს ნებისმიერ მსხვერპლს. ამ თევზებს შეუძლიათ ერთ წუთში ჩონჩხად აქციონ დიდი ცხოველიც კი. სპეციალისტების დაკვირვებით, აკვარიუმში მოთავსების შემდეგ პირანიები კარგავენ აგრესიულობას.

 

წყარო : http://apocalypse.ge

 

Back to top button