გასართობისაკითხავიუცნაური

10 ლოგო, რომელიც უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე თქვენ ფიქრობთ

ადიდასი ქმნის სპორტულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, მაგრამ ის ძირითადად თავისი ფეხსაცმელით არის ცნობილი. ადიდასის სახელი მიღებულია კომპანიის შემქმნელის ადოლფ დასლერის სახელისა და გვარის გაერთიანებით. თავიდანვე ადიდასმა ინტერესი გამოიწვია თავის სამი ხაზით, როგორ „მიზანი“.

სანამ კითხვას დაიწყებთ

მუსკა განწყობისთვის:

დააწკაპუნეთ აქ

მაშ ასე დავიწყოთ:

10.fedex-ის ლოგო გვეუბნება რომ მისი თვითმფრინავები სწრაფები არიან

Fedex

Fedex ის ლოგო უფრალოდ კომპანიის სახელია : “Fed” დაწერილია მუქ იისფერით და “Ex” უბრალოდ წითლად. მაშ რატომაა ეს ლოგო საინტერესო ?  და რატომ მოიგო ამ ლოგომ ათელებით ჯილდო? ამის მისახვედრად წარმოიდგინედ სივრცე და დააკვირდით Ex -ს.
მათ შორის ადგილი ქმნის ისარს (1 საათის ყურების შემდეგ ძლივს დავინახე ). ლოგოს შექმნამ თვეები გასტანა. თურმე ეს ლოგო ძალიან მოქმედებს მგზავრებზე, თუმცა ზოგმა (მეც -_-) ვერ შეამჩნია ეს ისარი სანამ მისი პრეზენტაცია არ მოხდა. ეს ისარი ასოცირდება სიჩქარეზე, ყოველ შემთხვევაში კომპანია ასე ფიქრობს და არამარტო.

9.მაკ’დონალდსის ოქროს თაღები „ძუძუებია“

Mc

გეპატიება თუ აქამდე ფიქრობდი რომ მაკდონალდის ლოგო არაფერია თუ არა მისი სახელის პირველი ასო, რომელიც დიდათ არის დაწერილი. ზოგიერთისთვის (აქ მილიონობით ადამიანი ვიგულისხმე) მომრგვალებული „M” წარმოადგენს დედამისი ძუზუებს. 1960 წელს მაკდონადსი აპირებდა ლოგოს შეცვლას, სადაც სრულიად ახალი ლოგო განიხილებოდა, თუმცა ლუი ჩესკინმა, რომელიც მაკდონალდსმა კონსულტატად აიყვანა, მოუწოდა რომ შეენერჩუნებინათ ეს ლოგო, რადგან მომხმარებლებს ეს ლოგო წარმოუდგებათ როგორც წყვილი ძუძუ, რომელიც მათ აშიებთ. დიახ ზოგიერთი რამ დაუჯერებელია, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ შენ ხვალიდან მაკდონალდსის ლოგოს ისე აღარ შეხედავ როგორც აქამდე. :D

8.ლონდონის მუზეუმი ისტორიას გადმოსცემს

ლონდონის მუზეუმი მოწოდებულია რომ გადასცეს ლონდონის ისტორია მთელ მსოფლიოს, შუა საუკუნეებიდან დღემდე.  2010- ში გადაწყვიტეს ლოგოს შეცვლა რომელიც უფრო ახალგაზრდა აუდიტორიასაც დააინტერესებდა. ახალი ლოგო როგორც ხედავ ძლიერი ფერებით იყო შედგენილი მაგრამ შენ ვერც კი წარმოიდგენ რომ შეგიძლია ლონდონის ისტორიის შესწავლა ლოგოზე დაკვირვებით ? ლოგო შექმნილი რამდენიმე ფერის „ფენებით“.
თითოეული წარმოადგენს სხვადასხვა გეოგრაფიულ ფორმას რომელიც ლონდონმა მიიღო დღემდე.

7. ადიდასის ლოგო მოტავიაციას გმატებს

ადიდასი ქმნის სპორტულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, მაგრამ ის ძირითადად თავისი ფეხსაცმელით არის ცნობილი. ადიდასის სახელი მიღებულია კომპანიის შემქმნელის ადოლფ დასლერის სახელისა და გვარის გაერთიანებით. თავიდანვე ადიდასმა ინტერესი გამოიწვია თავის სამი ხაზით, როგორ „მიზანი“. დროის გასვლის შემდეგ ლოგო შიეცვალა, მაგრამ ლოგოზე სამი ხაზი არ წაშლილა. ახლანდელი ლოგო შედგება სამი დახრილი ხაზისგან რომელიც სამკუთხედს ქმნის. ეს ახალი ლოგო წარმოადგენს მთას. მეტაფორას ახალი გამოწყვევისთვის და აღიქმნება როგორც სირთულეებად რომელიც უნდა გადალახო და მიზნად რომელსაც ყველა ვერ აღწევს.

6. მიცუბიშის ლოგო კომპანიების ერთიანობას ასახავს

მიცუბიში დაარსდა როგორც გადაზიდვების კომპანია 1800ში და შეიქმნა ორი კომპანიის გაერთიანებით. ლოგო ასახავს ორი ზედაპირის tosa clan-ისა და lwasaki family-ს გაერთიანებას  რომელიც სამი ბრილიანტითაა ნაჩვენები, რომლებიც ერთმანეთზეა დალაგებული.  3 ბრილიანტი აღნიშნავს საიმედოობასა და მთლიანობას, ხოლო წითელი ფერი ნიშნავს ნდობას და იზიდავს მომხმარებლებს.

5.გუგლის ლოგო „მებრძოლია“

გუგლის ლოგო როგორც ჩანს ძალზედ თავმდაბლურად შეუქმნიათ, უბრალო ფერები, არანაირი განსხვავებული ფონტები ან სიმბოლოები, მაგრამ თვით ფერებს შეიძლება ჰქონდეთ კავშირი კომპანიის იმიჯთან. გუგლის ლოგოს შექმნის დროს დიზაინერებს უნოდათ გამოესახათ სრულყოფილების გრძნობა უაზრო ობიექტების და სიმბოლოების გარეშე, რომელიც მათ შეზღუდავდა. იდეა იყო ასოების არევა. მაგრამ ეს იდეა ჩაიშალა და ასოების ნაცვლად მათ ფერები აურიეს. ახლანდელი ლოგო წარმოადგენს ჩვეულებრივი ფერების არევას, ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ეს ნიმუში წარმოადგენს სრულყოფილებას, ხოლო იდეა კი ის არის რომ გუგლი არ არის კომპანია რომელიც წესებით თამაშობს.

4.ენიმალ პლანეტის ლოგო შთამაგონებელია

ენიმალ პლნეტის ლოგოს წარმოადგენდა სპილო რომელიც დედამიწის მინიატურაზე იდგა. ცოველი და პლანეტა – ეს ხომ ძალზედ მარტივია. არხი ახალ მაუწყებლობაზე 2008 წელს გადავიდა და უფრო ფართო აუდიტორიასაც მიმართა, ასევე ძველი ლოგო შეიცვალა. განხლებასთნ ერთად არხი ცდილობდა განთავისუფლებულიყო თავისი ნელი და მოსწყენი ტემპისგან. მან მოსაწყენი დოკუმენტური გადაცემები უფრო გასაოცარი პროგრამებით შეცვალა რასაც ახალი ლოგოც ემთხვეოდა. ახალი ლოგო ამბობენ რომ წარმოადგენს ინსტიქტს მწვანე წარმოგიდგება როგორც ჯუნგლები და გრძნობებს მიმართავს  ემოციებისკენ და ცხოველურ გამბედაობისკენ. ეს უამრავი გრწნობა ერთ არხზე რომელსაც თითქოს გადატრიალებული „M” ქმნის.

3.NBC- ის ლოგო გვიზიდავს ყიდვისაკენ

უმეტესობამ ვიცით რომ NBC – ის ლოგო ფარშევანგია. ეს არაა საიდუმლო, მაგრამ ბევრმა არ იცის თუ რატომაა მისი ლოგო ფრშევნგი. ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია რომელიც ხალხს მოუწოდებს იყიდონ ფერადი ტელევიზორები. ლოგოს შექმნის დროს NBC ფლობდა ელექტრონულ კომპანიას RCA – ს. ფერადი ტელევიზორები ახლაღა იყწებდა გამოსვლას და RCA -ს უნდოდა ხალხისთვის ეჩვენებინა რომ მაღალი ფასი ნამდვილად ღირდა ფერები. მათ სჭირდებოდათ ლოგო რომელიც ფერებით სავსე იქნებოდა და მნახველებს გაახსენებდა თავის შავ-თეთრ ტელევიზორებს. ცისარტყელა ძალიან აშკარა იყო ამიტომ არ გამოდგებოდა, პეპელა ძალიან ბავშვური და ბოლოს ფარშევანგი აირჩა.

2. ამაზონის ლოგო მრავალფეროვნებასა და ღიმილს გამოხატავს

ამაზონის ლოგო ერთი შეხედვით ძალიან მარტივად გამოიყურება. კომპანიის სახელი amazon.com  მუქი თეთრი ასოებით შავზე და მარტივი ყვითელი ხაზი ქვეშ. მაგრამ რას გამოხატავს ისარი? ის 2 რამეს გამოსახავს. ის გამოხატავს მომხმარებლის ღიმილს და კმაყოფილებას შენაძენის შემდეგ. ყვითელი ხაზი ასევე არის ისარი რომელიც იწყება a-ზე და მთავრდება z-თ, რაც აღნიშნავს რომ ამაზონზე ყველაფერია დაყებულია A-დან დამთავრებული Z-მდე.

1.პეპსის ლოგო „ყველაფერს“ აღნიშნავს

პეპსის ლოგო უბრალოდ წრეა. მაღლითა ნახევარი წითელია, დაბლითა – ლურჯი და ტალღოვანი ხაზი ცენტრზე გადის. ფერები ამერიკის დროშას ასახავს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. პეპსიმ თავის ახლანდელ ლოგოზე ასობით მილიონები დახარჯა რომელიც ძალიან გავს წინა ლოგოს, მაგრამ შედარებით უფრო ბევრს ნიშნავს. როდესაც ახალი ლოგო გამოივიდა თან დაერთო 27 გვერდიანი დოკუმენტი რომელიც ხსნის ბევრ კავშირს მის დიზაინთან. ამ დოკუმენტის თანახმად ეს ლოგო წარმოადგენს დედამიწის მაგნიტურ ველს, პითაგორას, გეოდინამიკას, ფარდობითობის თეორიას და უამრავ სხვას. თუ დაგაინტერესათ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

P.S გამოხატეთ აზრი კომენტარებში

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close