არქივი

იყო თუ არა მარსზე სიცოცხლე?

image13605393

NASA-მ მსოფლიო სენსაცია გამოაცხო: ნასა-ს სპეციალისტები ოფიციალურად ადასტურებენ, რომ მარსის გრუნტის ნიმუშებში წყლის ნაკვალევი აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდა. და რომ არა უზარმაზარი მეტეორიტი, რომელიც პლანეტას მილიონობით წლის წინ დაეჯახა, მზის სისტემაში დღეს შესაძლოა ორი დასახლებული პლანეტა გვქონოდა.

მარსზე სიცოცხლე არსებობდა. სადღეისოდ ეს უმთავრესი სამეცნიერო სიახლეა. მარსმავალმა Curiosity-იმ, რაც თარგმანში “ცნობისმოყვარეობას” ნიშნავს, ასე თუ ისე, ორგანული ელემენტები მაინც იპოვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოდესღაც წითელ პლანეტაზე მდინარეები მოსჩქეფდნენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – შთამბეჭდავ კალაპოტებს ტოვებდნენ არა გოგირდის მჟავას, როგორც არის ეს, მაგალითად, ვენერაზე, არამედ ჩვენთვის ჩვეული წყლის მდინარეები.

image13723532

“ყველაფერი წამის სისწრაფით ვითარდება: ამასწინათ მარსზე მავალი დანადგარის დაფრენას ვზეიმობდით, და დღეს კი წყლის ნაკვალევი ვიპოვეთ. მარსმავალი ბურღავდა ქანებს მცირე ხევში, რომელიც თეორიულად ძველი მდინარის კალაპოტი შეიძლებოდა ყოფილიყო. ასე, რომ შესაძლოა დანამდვილებით ითქვას: ჩვენი ოცნება მზის სისტემაში გვეპოვა ისეთი ადგილი, სადაც ოდესღაც სიცოცხლე იქნებოდა, აღსრულდა”, – საზეიმოდ განაცხადა პროექტ Curiosity-ის მეცნიერ-თანამშრომელმა ჯონ გროტცინგერმა.

ცნობილია, რომ მარსი მდებარეობს ე. წ. “სიცოცხლის ზონაში”. დედამიწასთან შედარებით, მზისგან ის სულ რაღაც ერთნახევარზე მეტად არის დაშორებული. საშუალო ტემპერატურა მარსის ეკვატორზე ზაფხულის პერიოდში სრულიად მისაღებია ადამიანისთვის. ძლიერ განსხვავდება მაგნიტური ველი. ჩვენს ცისფერ პლანეტას სწორედაც რომ მაგნიტური ველი იცავს კოსმიური რადიაციისგან.

მარსზე კი ამ მხრივ საქმე უფრო ცუდადაა: უზარმაზარი მეტეორის დაჯახების გამო (როგორც მეცნიერები ვარაუდობენ), მარსის ბირთვმა ბრუნვა შეწყვიტა, ჩაქრნენ ვულკანები, ხოლო რაც მაგნიტური ფარისგან დარჩა, ნაჩვენებია თეთრი ნახევარსფეროებით.

შედეგად, ატმოსფერო მზის ქარმა წარხოცა. რადგან ვერ შეხვდა წინაღობას, ძლიერ დამუხტულმა ნაწილაკებმა მიიტაცეს ჟანგბადის მოლეკულები და უსიცოცხლო შავ კოსმოსში გაიტაცეს. თუმცა ასეთი პირქუში სურათიც კი დიდი სიხარულის მომგვრელია მეცნიერთა სამყაროსთვის. რადგან მრავალი მათგანი სრულიად მართალი აღმოჩნდა.

image13886553

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მარსი შესაძლო დასახლებულიც იყო. ჩვენ ვიპოვეთ საკმაო მოწმობები იმისა, რომ ასობით ათასი წლის წინათ ამ პლანეტაზე ყოველგვარი პირობა არსებობდა სიცოცხლისთვის. ადამიანი იმ შორეულ დროებაში მარსზე რომ აღმოჩენილიყო, თავისუფლად დალევდა წყალს ადგილობრივი წყაროებიდან”, – ხაზი გაუსვა მარსის შესწავლის პროექტის ხელმძღვანელმა მაიკლ მაიერმა.

ახლა პლანეტის ირგვლივ ერთდროულად რამოდენიმე კოსმიური ზონდი და თანამგზავრი მოძრაობს. მარსის ზედაპირის რუქა ზედმიწევნით არის შედგენილი.

მარსის შესწავლით უკვე დაინტერესებულნი არიან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები. ბიოლოგები ამბობენ, რომ მარსის გრუნდი შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტებს, რომლებიც ნაყოფიერების საწინდრად მიაჩნიათ. ანუ თეორიულად იქ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა, რაც დედამიწის სწრაფად მზარდი მოსახლეობისთვის უახლოს ორას წელიწადში უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ნავთობის ფასის რეგულირება.

image14125141

 

 

წყარო : http://apocalypse.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button