კულტურაუცნაური

ექიმებს არ ძალუძთ ახსნან თვითაალებადი ბავშვის საიდუმლო

samovogoraiushi mladenec%202

ქალაქ ჩენნაის (Chennai) (ინდოეთი) საავადმყოფოში უჩვეულო პაციენტი მიიყვანეს. ბავშვის დაავადების დიაგნოზმა ექიმები საგონებელში ჩააგდო: სამი წლის პატარა სხეულის სპონტანური აალებით იტანჯება.

გასულ კვირას ქალაქ ჩენაის სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანილ რახულს (Rahul) მრავალჯერადი ნამწვები ემჩნეოდა.

მედიცინის მუშაკთა თქმით, თავისი ცხოვრების ამ მოკლე პერიოდში პატარა ბავშვი უკვე მეოთხედ აალდა ყოველგვარი გარეგანი წყაროს გარეშე.

ექიმებმა გასინჯეს რახული, მაგრამ მისი უცნაური სნეულების მიზეზს ვერ მიხვდნენ, რამაც ძლიერ გაართულა დიაგნოზის დასმა. ექიმები სხვადასხვა თეორიებს აყენებენ, მაგრამ ყველაზე მეტი მომხრე გაუჩნდა ვერსიას, რომლის მიხედვითაც აალების მიზეზი პატარის კანიდან აორთქლებული აირები გახლავთ.

ინდოელი ესკულაპები აღიარებენ, რომ ვერაფრით ძალუძთ პატარის დახმარება, ამიტომაც, ისინი ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზაციას ელოდებიან, რათა გაწერო იგი საავადმყოფოდან.

უჩვეულო ბავშვის დედამ ექიმებს უთხრა, რომ თვითაალების პირველი ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ბავშვი სულ რაღაც ცხრა თვისა იყო.

“მაშინ ბევრს ეგონა, რომ რახული მე თვითონ დავწვი. მაგრამ ეს ასე არ არის – ის თვითაალებადია. ჩვენი ბავშვის ამ უცნაური სნეულების გამო ყველაფერი დავკარგეთ: კარგი ურთიერთობა ახლობლებთან, გარემომცველ ადამიანებთან, სამუშაო და დასვენება”, – განაცხადა ბავშვის დედამ.

მიუხედავად ამისა, ყველა ექიმმა როდი დაუჯერა უცნაური ბავშვის დედას. ასე, მაგალითად, კომბუსტიოლოგი ჯაგან მოხანი (Jagan Mohan) თვითააალების ვერსიას მისტიფიკაციად მიიჩნევს.

“ზღაპრები ადამიანის სპონტანურად აალების შესახებ – ეს არის ადამიანთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ბავშვი შეუძლებელია თვითონ აალდეს. ალკოჰოლიკების ოფლი ძალზედ მცირე რაოდენობის სპირტს შეიცავს, მაგრამ ისინიც კი არ უჩივიან თავიანთი სხეულების აალებას”.

დღემდე რახულს ვერავინ დაუსვა სწორი დიაგნოზი, ის მხოლოდ სიმპტომატურ მკურნალობას მიიღებს.

image14793106

წყარო : http://apocalypse.ge/

Back to top button