უცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 10

bf0fbe4675ea

შეშლილი ქალის დღიურები
ნაწილი VII

ვეფხვია სულ პატარა იყო მშობლები რომ დაეხოცა, ბავშვობიდან იწვნია ცხოვრების სიმკაცრე, ახლა როცა საყვარელი ადამიანი ჰყავდა გვერდით იფიქრა რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, ახლა მარტო აღარ იყო, მზევინარი ჰყავდა გვერდით და ყოველთვის ეყოლებოდა ჭირსა თუ ლხინში, თუმცა ბედისწერის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვეფხვიას სახლში მხოლოდ მზევინარი, ვეფხვია და მზია ცხოვრობდნენ. სიძეზე შეყვარებული მზია თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავდა და სიძეს ერიდებოდა კიდეც. ხანდახან ეჩვენებოდა თითქოს დამ ყველაფერი იცოდა და განგებ ხუჭავდა თვალს. თითქოს ვეფხვიაც გრძნობდა რაღაცას და ცოლის დასთან ყოველთვის ძალზედ თავშეკავებული და პირქუში იყო. თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
ერთხელ მზევინარმა ქალაქში გადაწყვიტა წასვლა ოჯახისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, მზიასაც სთხოვდა გაჰყოლოდა, მაგრამ დამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მაშინ მზევინარი გამოემშვიდობა საყვარელ ქმარსა და ტყუპისცალს და დილა უთენია გაუდგა გზას. ვეფხვიაც წავიდა სახლიდან, არ სურდა მზიასთან ერთად მარტო ყოფილიყო სახლში, ან ეს მხოლოდ მზიას ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი იყო. მას სულ ეჩვენებოდა, რომ ვეფხვიასა და მზევინარს იგი სძულდათ და მხოლოდ სიბრალულის გამო შეიფარეს. ალბათ ამიტომ იყო, რომ ვიღაცებს ურიგებდნენ და მისი გათხოვება სურდათ. ჩემს თავიდან მოშორებას ლამობენო.-ფიქრობდა მზია და წერდა თავის დღიურში.
სახლში მარტო დარჩა მზია. ვეფხვია საღამოს დაბრუნდებოდა სახლში და ბოლოს და ბოლოს მარტო აღმოჩნდებოდა ნანატრ მამაკაცთან, სატრფოსთან რომელზე ფიქრშიც გაეთენებინა საბრალო ქალწულს უთვალავი ღამე.რომელზეც სიგიჟემდე ეჭვიანობდა და რომლის გამოც შეეძულებინა საკუთარი სისხლი და ხორცი, თავისი ტყუპისცალი. ერთადერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც კი გააჩნდა ამ ქვეყნად.
ძალზედ გვიანი იყო ვეფხვია, რომ დაბრუნდა სახლში. მაშინვე თავის ოთახში შევიდა, მზია არც მოუკითხავს. სახლში სინათლე არ ენთო. ვეფხვია ბარბაცებდა. როგორც ჩანს, ძალზედ ბევრი დაელია და მთვრალი იყო. ნასვამიც კი არასდროს ენახა ვეფხვია არც მზიას და არც მზევინარს. ხარივით შეეძლო დალევა, მაგრამ არასდროს თვრებოდა, ამჯერად საყვარელი ქალის განშორებამ თუ მოსალოდნელმა უბედურებამ დაუბინდა გონება კაცს და სასმელმა სძლია. ჩვენ ადამიანები ხომ ზუსტად მაშინ არ ვართ ხოლმე ძლიერები და ჭკვიანები, როცა ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ. სწორედ მაშინ გვთვლემს, როცა უნდა ვიფხიზლოთ. ვეფხვიამ რის ვაი-ვაგლახით გაიხადა და საწოლზე მიწვა. უეცრად იგრძნო რომ საწოლზე რაღაც იყო. რა არის, რა ხდება, ვინ ხარ? წამოხტა ვეფხვია. მე ვარ.ავტობუსი არ იყო და ვერ წავედი ქალაქს.ხვალ დილით წავალ. სად იყავი აქამდე. როგორ დამთვრალხარ.-გაიგონა ვეფხვიამ საყვარელი ქალის ხმა. პატარა სარკმლიდან მთვარის შუქი ეთამაშებოდა ქალის ნახევრადშიშველ მკერდს. თოვლსავით ქათქათა მკლავები შემოაჭდო ქალწულმა კისერზე და აკოცა. ვნებააშლილ ვეფხვიასაც დიდხანს არ უფიქრია. ან კი რაზე უნდა ეფიქრა..
მამალს ჯერ არ ეყივლა ოთახის კარი, რომ გაიღო და მზევინარმა ორი დიდი ჩანთა შემოათრია..
ორივე გამოფხიზლდა.. ვეფხვიამ თავისი ცოლი რომ დაინახა მაშინვე გაახსენდა ყველაფერი. მიხვდა ქალის მზაკვრობას. სამივე ერთმანეთს უყურებდნენ, ხმა არც ერთს ამოუღია. მზევინარი ოთახიდან გავიდა. ვეფხვიამ წამში ჩაიცვა და უკან გაჰყვა, ისე რომ მზიასთვის არც კი შეუხედავს.
ახლა რა უნდა ვქნათ?- ჰკითხა ვეფხვიამ ცოლს. რომელიც მისდა გასაკვირად არც ტიროდა და არც სიბრაზის რაიმე ნიშანს ამჟღავნებდა.
ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. ყოველთვის ვიცოდი რომ უყვარდი. ჩემი ბრალია. შენ არაფერ შუაში ხარ.-უთხრა ცოლმა.
მზიასა და მზევინარს მას შემდეგ აღარ ულაპარაკიათ. მზია თავის ოთახში შეიკეტა. კვირაობით იყო ჩაკეტილი. კარებთან ლანგრით დაუდებდა საჭმელს და. მზია კი ცარიელ ჭურჭელს ახვედრებდა კართან. ისე გავიდა რამდენიმე თვე, რომ მზია თვალითაც არ უნახავთ დასა და სიძეს. მეზობელბს კი ეუბნებოდნენ, რომ ავად იყო და არ შეეძლო არც მნახველების მიღება, რათა მათაც არ გადასდებოდათ მზიას ავადმყოფობა.
ორი თვის შემდეგ როდესაც მზევინარი ვეფხვიას ტანსაცმელს რეცხავდა, უეცრად მზიას მოჰკრა თვალი. მზიას სახე გაფითრებოდა, გამხდარიყო. აჩრდილივით გამოიყურებოდა.
ფეხმძიმედ ვარ შენი ქმრისგან.-პირდაპირ მიახალა მზიამ.
მეც-მიუგო მზევინარმა.
სახლში მოსულ ვეფხვიას უცნაური სანახაობა დახვდა. ორი ერთნაირი ქალი ერთად დამსხდარიყვნენ, მხიარულად ბაასობდნენ და წინდებს ქსოვდნენ. ვეფხვიასთვის კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ ეს ორივე ქალი მისგან ელოდებოდა ბავშვს და ეს სულაც არ აწუხებდათ.
შეუძლებელი იყო მზიას 9 თვით გადამალვა ან ავადმყოფობის მოგონება, რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინათ, რომ მეზობლებს ეჭვი არ აეღოთ და სამუდამოდ არ შეერისხათ მათი ოჯახი, რომელსაც ასე უცნაურად ეთამაშებოდა ბედისწერა.
გადაწყვიტეს რომ მეზობლებისთვის ეთქვათ, თითქოს მზია რუსეთში გაგზავნეს სამკურნალოდ, ის კი სახლში ჰყოლოდათ, ოღონდ ისე რომ ვერავის ენახა მანამ სანამ არ იმშობიარებდა, შემდეგ კი იტყოდნენ რომ მზევინარმა ტყუპები შობა. ეს არც იქნებოდა გასაკვირი, თვითონაც ხომ ტყუპისცალი იყო. მზიაც მაშინ დაბრუნდებოდა რუსეთიდან გამოჯანმრთლებული. ვეფხვია და მზევინარი კი საკუთარი შვილივით გაზრდიდნენ მზიას ბავშვს და ამგვარად ვერავინ ვერასდროს შეიტყობდა ამ ცოდვის შესახებ. მზია უმალ დათანხმდა დასა და სიძეს ამ წინადადებაზე. ვეხვიამ თავისი და მზევინარის ოთახის ქვეშ ოთახი გათხარა, პატარა სარკმელიც გაუკეთა, მზის სხივები რომ დაენახა მზიას. როგორც შეეძლო მოუწყეს კიდეც. ამიერიდან ეს უნდა ყოფილიყო მზიას ოთახი და თუ რამე დასჭირდებოდა ჭერზე კაკუნით მიახვედრებდა დას ან სიძეს რომ მასთან ჩასულიყვნენ. თვითონ კი არასდროს გამოვიდოდა ამ პატარა ოთახიდან. ამგვარად საკუთარ და დის ღირსებას დაიცავდა ხალხის თვალში..

წყარო:  facebook-ის გვერდი :   იდუმალი და საშიში ისტორიები

sali

me var salome
Back to top button