გართობაუცნაური

„შოკოლადის კუნძული“

50856424a2ae
გვინეის ყურეში, ზედ ეკვატორზე, მდებარეობს პატარა ( 836 კმ² ) მთაგორიანი ვილკანური კუნძული სან-ტომე. მას „შოკოლადის კუნძულს“ იმიტომ უწოდებენ, რომ აქ უძველესი დროიდან მისდევენ კაკაოს ხის მოყვანას. აქედან მსოფლიო ბაზარზე კაკაოს დიდი რაოდენობა გააქვთ.
სითბო, მზის სინათლე და საკმაო რაოდენობის ტენი ხელსაყრელ პირობებს ქმნის სხვა ტროპიკული კულტურების მოსაყვანადაც. ხარობს ყავა, ბანანი, შაქრის ლერწამი, ზეთის პალმა და ქინაქინის ხე.
გარეგნულად კუნძული ბაზალტის უზარმაზარ კონუსისებურ კლდეს ჰგავს, რომელიც მთის მდინარეებით არის დანაწევრებული. იქ, სადაც პლანტაციები არ არის, კუნძული ხშირი ტროპიკული ტყეებითაა დაფარული.
კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია მარჯნებით. გამჭვირვალე თბილ წყალში მოჩანს ვარდისფერი, იისფერი და თეთრი მარჯნები.
ეს პატარა სან-ტომე, უფრო პატარა კუნძულ პრინსიპისთან ერთად, დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს. სან-ტომე და პრინსიპი – კუნძულოვანი სახელმწიფოა გვინეის ყურეში, აფრიკის სანაპიროსთან. სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ვულკანური წარმოშობის კუნძული – სან-ტომე და პრინსიპი,- სახელმწიფოს მეთაურს, მოსახლეობა ირჩევს 5 წლის ვადით.

1bfd3790f7b5
32046eac8a6e

“სან-ტომე და პრინსიპი” – ინგლისურ ენაზე “Sao Tome and Principe”,ოფიციალური სახელწოდებაა “სან-ტოპეს და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა”; აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სეიშელის კუნძულების შემდეგ,სან-ტომე ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის… კუნძულ სან-ტომეს სიგრძე შეადგენს 46 კილომეტრს,სიგანე 32 კილომეტრს.ხოლო კუნძული პრინსიპის სიგრძეა 6 კილომეტრი; “შოკოლადის კუნძულის” ოფიციალურ ენას წარმოადგენს პორტუგალიური ენა. გარდა პორტუგალიელი წარმომავლობის მოსახლეობისა,ქვეყანაში ცხოვრობენ მეტისები და სხვა აფრიკის მოსახლლეობაც…
436d3c59dd4d

49fa10c12dba
47addd25fd33
bef7561ae206
73601d5fee06
92c7c0e3240f
c61e10970fa5
81e3b09c93f2
9921a541dd60
50856424a2ae

blogerlady

age: 14
Back to top button