არქივი

სარი

15daa0e7335b
სარი ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს, და ეს ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული.

სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე გადაიკრავენ თავსაფრის სახით.

ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალუსამოსს მართლაც რომ უძველესი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. ყველაზე საეჭვოდ კი მაინც ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობა მიიჩნევა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ.

ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.
რ და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო ერთი გარკვეული ადგილისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვემოთ სურათებზე ამ ულამაზესი სამოსის რამდენიმე ნიმუშია წარმოდგენილი. როგორც მე მსმენია, ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში (ბენარეს), და იქ დამზადებული სარის ფასი ზოგჯერ 500 დოლარსაც შეადგენს და განსაკუთრებული შეკვეთებით კი ბევრჯერ მეტსაც. ვერაფერს იტყვი – ნამდვილი სილამაზეა. ეჭვი მაქვს, სურათებზე გამოჩენილი მოდელიორების მიერ შექმნილი სამოსია, და მათი ფასიც, შესაბამისად 500 დოლარზე გაცილებით მეტი იქნება, ალბათ თითოეული რამდენიმე ათასი დოლარიც ეღირება – გააჩნია გამოყენებულ მასალას.

92cebd2761a4

4d795649a6de

6eb0a46de05e

472bf3e7ec3b

7dba5adbe9eb

83a529ea09dc

ec64d9e9461d

6f78e73f22d8

112fe3307d62

5e02eeabc237

955285b69d8e

e9e061c6eb31

74a829794868

08bcf0484770

წყარო: indoeti.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button