უცნაური

“ზონა 51” – ცსს-მ იდუმალი ბაზის არსებობა აღიარა

image36244913

ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ოფიციალურად აღიარა საიდუმლო ობიექტის არსებობა, ოღონდ მისი დანიშნულებისა და დღევანდელი გამოყენების დეტალები კვლავ გასაიდუმლოებულია.ინფორმაცია იდუმალებით მოცულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია მწერალ-ფანტასტთა, კინემატოგრაფთა და უფოლოგთა შთაგონების წყაროს წარმოადგენს, ამასწინათ გამოჩნდა გამჟღანვებულ დოკუმენტებს შიორის, რომლებიც მზვერავ-თვითმფრინავ U-2-ის შექმნას უკავშირდებოდა. 

 google earth area51 1
იქვე განმარტებულია მისი კავშირი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან და კოსმიურ უცხოპლანეტელებთან.
 
დოკუმენტებში, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა მიიღო, ლპარაკია 1955 წელს ნევადაში მიწის ნაკვეთის შეძენაზე, საიდუმლო თვითმფრინავის გამოსაცდელად.
 
დამშრალი ტბის გრუმ-ლეიკის უდაბნო პოლიგონთან უშუალო სიახლოვის გამო აირჩიეს, სადაც ბირთვული ცდები ტარდებოდა.
13981110 
“თვითმფრინავი U-2 მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, – განაცხადა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში კრის პოკოკმა, რომელიც ცნობილი თვითმფრინავის ისტორიას სწავლობს. – ისინი ასაიდუმლოებდნენ ყველაფერს, რაც კი ამ მფრინავ აპარატთან იყო დაკავშირებული”. – თქვა მან.
1
 
საიდუმლო “ზონა 51” მდებარეობს ნევადას უდაბნოში დამშრალი ტბის გრუმ-ლეიკის ახლოს.
 
თვითმფრინავი U-2 იქმნებოდა ცივის ომის დროს საბჭოთა კავშირის დასაზვერად. ის დღემდე გამოიყენება აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებში.
 
ცსს-ს საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 1992 წლით და ეძღვნება U-2-ის ისტორიას, ოფიციალურად 1998 წელს გამჟღავნდა, თუმცა ნაწილობრივ.
u 2
 
მრავალი რამ, რაც მაშინ იყო დაფარული დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ამასწინათ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ეროვნულმა არქივმა გააკეთა ოფიციალური მოთხოვნა მათ მიღებაზე.
 
U-2-ის გამოასცდელი ადგილი 1955 წელს იქნა არჩეული, იმის შემდეგ, რაც ცსს-მ და სამხედრო საჰაერო ძალებმა ერთობლივად აწარმოეს ამ ადგილის აეროფოტოგადაღება
 
დოკუმენტში მოცემული მონაცემებით, უდაბნოს მონაკვეთის შეძენა თვითმფრინავის გამოსაცდელად პირადად მოიწონა აშშ-ს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა.
 
თვითმფრინავ-მზვერავის შექმნის ეტაპობრივი განვითარების ისტორიის გარდა გამჟღავნებულ დოკუმენტებში ასევე ლაპარაკია ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და უცხოპლანეტელებზე, რომელთაც ასევე “ზონა 51”-ს უკავშირებენ.
 
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 1950-იან წლებში, რაიონის მცხოვრებლებმა, სადაც გამოიცდებოდა თვითმფრინავი U-2, მაღლა აჭრილი თვითმფრინავი (იმ დროისთვის ამ სიმაღლეზე ფრენა არ შეეძლო არც ერთ კომერციულ ავიალაინერს) მიაჩნდათ არამიწიერ მფრინავ ობიექტად. ასე გაჩნდა ლეგენდები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე.
 
Lockheed U 2 TR 1B
“იმ დროს არავის სჯეროდა, რომ პილოტირებულ თვითმფრინავს შეეძლო ეფრინა 18 ათას მეტრზე მაღლა, ამიტომაც, არავინ ელოდა, რომ მფრინავი აპარატი აფრინდებოდა ასე მაღლა”. – განაცხადეს მწერლებმა გრეგორი პედლოუმ და დონალდ ველზენბაჰმა.
 
თავიდან მოთხოვნა მონაცემების მიღებაზე, რომელიც შესული არ იყო გაჟღერებულ დოკუმენტთა სიაში, გაიგზავნა 2005 წელს, მაგრამ პასუხი ეროვნული უსაფრთხოების არქივის მოთხოვნაზე, მხოლოდ ახლა მოვიდა.
 
არქივის თანამშრომელი ჯეფ რიჩარდსონი მიიჩნევს, რომ აღსანიშნავია “ზონა 51”-ის გასაიდუმლოების ესოდენ ხანგრძლივი ვადა, რამეთუ მსოფლიოში ბევრმა დაივიწყა კიდევაც მისი არსებობა. რიჩარდსონის აზრით, ცსს-მ მხოლოდ ახლახან მიიღო ამ საკითხისგან იდუმალების ფარდის მოხსნის გადაწყვეტილება.
 
რიჩარდსონის აზრით, ინფორმაციის გაჟღერების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო მრავალმა ამერიკულმა სააგენტომ და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ U-2-ის შემუშავების პროგრამაში.
წყარო : http://apocalypse.ge
იხილეთ ასევე
Close
Back to top button