ახალი ამბებისაკითხავი

გამოვლენილია 2009 წლის ყველაზე გავლენიანი საიტები

38ee3b743571
გამოვლენილია 2009 წლის ყველაზე გავლენიანი საიტები .. :)

2009 წელს ქსელის ყველაზე გავლენიან რესურსად, უმსხვილესი ონლაინ-ენციკლოპედია ”Wikipedia” დასახელდა. ის გასულ წელსაც პირველ ადგილს იკავებდა. მეორე ადგილზე ვიდეოსერვისი ”YouTube” აღმოჩნდა, მესამეზე კი – ”Flickr”-ი.

ამგვარი მონაცემები, როგორც ”რუფორმატორი” იტყობინება, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი საიტების ყოველწლიურ რეიტინგშია მოყვანილი. რეიტინგს სერვისი ”://URLFAN”-ი, რესურსების აღრიცხვის გარეშე, ამა თუ იმ საიტის ბლოგებში ხსენების ხარჯზე ადგენს.

2009 წლის რეიტინგი ადასტურებს, რომ სწრაფად იზრდება ასევე ”Twitter”-ის მიკრობლოგების გავლენაც – წელს სერვისი მეოთხე ადგილს იკავებს, 2008 წელს კი ის მეცხრე ადგილზე იყო.

გავლენიანი საიტების ათეულში მოხვდა ასევე სოციალური ქსელი ”Facebook”-ი. ის მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო რეიტინგში დატოვა გაზეთ ”The Washington Post”-ის საიტმა.

2009 წლის გავლენიანი საიტების რეიტინგი:

1. en.wikipedia.org
2. youtube.com
3. flickr.com
4. twitter.com
5. google.com
6. myspace.com
7. facebook.com
8. imdb.com
9. nytimes.com
10. apple.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close