ალბათ ბევრმა იცის რომ სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა 13 წლიდან ოცნებობდა გამხდარიყო მხატვარი. რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოსთვის დიდი შვება იქნებოდა, რომ პატარა ადოლფის ეს ოცნება ასრუებულიყო.
ის ძირითადად ხატავდა აკვარელით. ხანდახან ხმარობდა ფანქარსაც. ხატავდა მარტივ კომპოზიციებს, იყენებდა მვეთრ ფერებს.
როცა გახდა 18 წლის ის მიემგზავრება ვენაში, რათა გამოცდები ჩააბაროს სამხატვრო სკოლაში. მან გაიარა პირველი ტური, მაგრამ მეორე ტურში ჩაიჭრა. რექტორმა მომავალ რეიხსკანცლერს ურჩია , რომ ხატვისათვის თავი დაენებებინა და არქიტექტურით დაინტერესებულიყო.
19 წლის ადოლფი კვლავ აკეთებს მცდელობას რომ მოხვდეს ვენის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა ამჯერად პირველ ტურში იჭრება. შემდგომში ის ხშირად ხატავდა პატარა ფორმატის სურათებს და ყიდდა. ის აკეთებდა კოპირებას სხვა მხატვრების ნახატების, საფოსტო მარკების, ძველი გრავიურების. ამის შედეგად მას იმდენი შემოსავალი გაუჩნდა, რომ უარს ამბობს ობოლთა შემწეობაზე თავისი დის სასარგებლოდ. გადავხედოთ არშემდგარი მხატვრის ნამუშევრებს და შეაფასეთ ისინი.
წყარო: govorit.donetsk.ua