არქივი

ველოსიპედების ისტორია

f82127ec23fe
ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების უძველესი ილუსტრაცია ინგლისში ,,სტოუკ პეიჟის”-ის ეკლესიის ვიტრინაშია გამოფენილი. ის 1642 წლით თარიღდება და მასზე ნაჩვენებია ადამიანი, რომელიც პრიმიტიულ ველოსიპედს მიწაზე ფეხის გაცურებით ატარებს. გადაადგილების ამ საშუალებაზე სხვა ჩანაწერი არ არსებობს. კომერციული თვალსაზრისით კი პირველი ველოსიპედი მხოლოდ 1790-იან წლებში შეიქმნა.

ადრეული ველოსიპედებიდან ყველაზე წარმატებული მოდელი 1791 წელს გრაფმა დე სივრაკმა შექმნა. ეს იყო ხის მანქანა რომელსაც ზედმეტსახელად ,,ტროას ცხენს” ეძახდნენ. ასეთი თვითმგორავი ველოსიპედის დაძვრა ფეხის დახმარებით ხდებოდა. მოსახვევად აუცილებელი იყო გაჩერება, რადგან საჭის მექანიზმი არ იყო დახვეწილი. ამის გამო ადრეული ველოსიპედები მხოლოდ გასართობად გამოიყენებოდა.
ea69c8637b05
1817 წელს პირველი საჭიანი ველოსიპედი შეიქმნა. გერმანელმა გამომგონებელმა ბარონ ფონ დრაიზ დე საუერბრუნმა , მის მიერ შექმნილ ველოსიპედს ,,დრაიზიენი” დაარქვა. ამ ველოსიპედს ხის ჩარჩო და ორი დიდი ხის თვალი ჰქონდა, რკინის სალტეებით. ინგლისში ეს გამოგონება ცნობილი გახდა როგორც ,,გასართობი ცხენი” . 1830-იანი წლებიდან ,,დრაიზიენი” მოდიდან გადავიდა და მისი წარმოება შეწყდა.

f2ecbf0bede6
1838 წელს შოტლანდიელმა მჭედელმა კერპატრიკ მაკმილანმა პირველი სატერფულიანი ველოსიპედი გამოიგონა. სატერფულებზე ფეხის დაჭერით უკანა თვალი ბრუნავდა. წინა თვალი კი რკინის ჩანგალზე იყო დამაგრებული. 1861 წელს პარიზში გამოიგონეს ველოსიპედი , რომელიც ..გასართობი ცხენის” გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა. სატერფულები მასაც ჰქონდა, ოღონ ამჯერად ისინი წინა თვალთან იყო დაკავშირებული.
1631c5419621
1870-იანი წლებიდან დაიწყო სხვადასხვა დიამეტრის თვლის მქონე ველოსიპედების წარმოება. ინგლისში უშვებდნენ ველოსიპედებს, რომლებსაც წინა თვალი უკანაზე გაცილებით დიდი ჰქონდა. ამ ველოსიპედების ჩარჩო შედგებოდა რკინის მილისაგან, რომელიც საჭის დასაწყისიდან წინა თვლის ზედა მხარეს უკანა თვლის ჩანგლამდე გადიოდა.
2fd41b7f4d8f
თანამედროვე ველოსიპედები უსაფრთხო ტიპისაა, ასეთი ველოსიპედების წარმოება 1870-იანი წლებიდან დაიწყო. მათი თვლები თითქმის თანაბარი ზომისაა, უკანა თვალი კი ჯაჭვით იმართება.
a791ecb688a8
1900 იან წლებში უამრავი ძვირადღირებული ველოსიპედი შეიქმნა. ეს მოდელები მოიცავდნენ სხვადასხვა გემოვნების დამაკმაყოფილებელ ელემენტებს: მსუბუქ ჟაჭვს, სიჩქარის ცვლის მექანიზმს, მტვრისგან დამცავს და კომფორტულ დასაჯდომს.
988befad04e1
93215151ea69

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button