ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ტვინის მჭამელი ამება კვლავ დაბრუნდა

image33067438

როდესაც მიკროსკოპში დაათვალიერებთ ტვინის მჭამელ ამებას, რომელიც ცნობილია Naegleria fowleri-ის სახელწოდებით, დავინახავთ სამპიროვან სტრუქტურას, რომელიც ინფერნალურ კლოუნს წააგავს. ამ ამაზრზენმა პარაზიტულმა ორგანიზმმა, რომელიც გამდინარე წყლიან თბილ წყალსაცავებში ბინადრობს, 1962 წლიდან დაასნებოვნა 128 ადამიანი. გადარჩენა შესძლო მხოლოდ ერთმა. 
 
 
 
 
Corbis
image32981762
და აი, 20 წლის კალი ჰარდიგი არკანზასიდან (აშშ) შეიძლება გახდეს მეორე ადამიანი, რომელიც ამ მომაკვდინებელ პარაზიტს გადაურჩა. გოგონა ამ პარაზიტული მენინგიტის იშვიათი ფორმით ორი კვირის წინ დაავადდა. და თუმც მსხვერპლთა უმეტესობა ორ კვირაში კვდება, დღეისთვის ანალიზების შედეგები აჩვენებს, რომ ამება ჰარდინგის ზურგის ტვინის სითხიდან გაქრა.
 
ეს ორგანიზმი საკმაო გავრცელებული – განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც თბილი კლიმატია, მაგრამ ამასთან მისით დასნებოვნების დონე საერთო ჯამში დაბალია. მიუხედავად ამისა მეცნიერებმა უკვე ატეხეს განგაში – პარაზიტი უფრო ცივ რეგიონებში გადაადგილდა.  საქმეს ის ართულებს, რომ ანალიზის დღეისთვის არსებული მეთოდები ვერ იძლევიან პასუხს, ბინადრობს თუ არა Naegleria fowleri წყალსაცავში, და მკვლევარებს არ გააჩნიათ კარგი მეთოდი განსაზღვრონ, რამდენი პარაზიტია წყალში.
 
 
image33059435
image33067438
ჰარდინგი მეორე მსხვერპლი ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რომელიც დაავადდა ამებით ტბაში Willow Springs Water Park, რომელიც ქ. ლიტლ-როკში მდებარეობს. ეს ტბა იკვებება გაზაფხულის წყლებით, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი ათასი ადამიანი სტუმრობს (დღეისთვის ტბა ნებაყოფლობით დაკეტა მისმა მფლობელმა და პარკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომ სადღეისოდ ეს ადგილი “რეკონსტრუქციაზეა”).
 
მაშ რა შეიძლება ვიღონოთ? ეპიდემიოლოგი ჯონათან იოდერი დაავადებათა ცენტრიდან, ჰარდინგის შემთხვევასთან დაკავშირებულ ინტერვიუში ასეთ რჩევას იძლევა: იცოდეთ, რომ დასნებოვნების საშიშროება არსებობს, თუმცა ძალზედ ნაკლები. როდესაც წყალში შეხვალთ ნუ ჩაიყურყუმელავებთ. ხოლო თუ ამას გააკეთებთ, მაშინ ცხვირზე მოსაჭერი გაიკეთეთ, რათა წყალი არ შეგივიდეთ. “ყოველივე რაც კი ცხვირიდან წყლის შეღწევას შეამცირებს, დაინფიცირების რისკსაც ამცირებს”.
image33189649
წყარო : http://www.apocalypse.ge
Back to top button