საკითხავისასარგებლოუცნაური

სუიციდი. მიზეზები, ნიშნები და რჩევები

ყოველწლიურად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს 1 000 000 ადამიანი. მათგან:

* – 280 ათასი ჩინელი

* – 30 ათასი ამერიკელი

* – 25 ათასი იაპონელი

* – 20 ათასი ფრანგი

* – 50 ათასი რუსი

* თვითმკვლელთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა.

* ყოველ მეოცე ახალგაზრდასთან 15-დან 19 წლის ასაკში, ადგილი აქვს თვითმკვლელობის მცდელობას.

* ბიჭი თვითმკვლელების რიცხვი 3 ჯერ მაღალია ვიდრე გოგონების.

 

თვითმკვლელობაზე პირველი კვლევა და თანაც ძალიან კარგი, ისეთი დღემდე რომ შეინარჩუნა აქტუალობა, ემილ დიურკჰეიმმა ჩაატარა. მან თვითმკვლელობის ასეთი ტიპოლოგია გააკეთა:

1) ეგოისტური

2) ანომიური

3) ალტრუისტული

4) ფატალისტური

 

 

ეგოისტური თვითმკვლელობები არის დეპრესიის, ადამიანურობის დეფიციტის, სოციალური ურთიერთობების რღვევის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სიყვარულის, სითბოს და ყურადღების ნაკლებობის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა. ადამიანს არ გააჩნია ისეთი ,,მე”, როგორიც უნდა, ანუ გარემო არ აღიქვამს მას ისე და არ აქვს ისეთი დამოკიდებულება მასთან, როგორსაც ინდივიდი ისურვებდა.

 

ანომიური თვითმკვლელობები ახასიათებს რაიმე დიდ ეკონომიკურ-სოციალურ ძვრებს. მაგ, გაკოტრებული მილიარდერი მატარებელს თუ ჩაუვარდება, ეს იქნება ანომიური თვითმკვლელობა.

 

ალტრუისტული თვითმკვლელობის დროს ადამიანი სიცოცხლეს თავისი სუბიექტური არსებობის გაუაზრებლად ისპობს, მხოლოდ სხვაზე ორიენტირებულობის გამო, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ისე აიგივებს თავს ვინმესთან რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. მაგ, ჯულიეტამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ რომეოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. ან კიდევ ბატონებისა და მეფეებისთვის რომ დებდნენ თავს და ა.შ.

 

ფატალისტური თვითმკვლელობისთვის დიურკემს დიდი ყურადღება არ დაუთმია.

 

თუ ანომიური თვითმკვლელობა თავს იჩენს სუსტი რეგულაციისას,  ფატალისტური ჩნდება მაშინ, როდესაც რეგულაციის გავლენა ძალზედ ძლიერია. დიურკემმა ფატალისტური თვითმკვლელობის ჩამდენი ადამიანები შემდეგნაირად დაახასიათა: “მარეპრესირებელი დისციპლინის გამო, მათი გძნობები ძალისმიერად არის დათრგუნული, მომავალი კი ჩაკეტილი”. კლასიკური მაგალითი არის როდესაც მონა იკლავს თავს – იმ შევიწროების/ჩაგვრის უიმედობის გამო, რომელიც თითოეულ მის ქმედებას მოჰყვება.

 

 

თვითმკვლელობის მიზეზები:

* 19% შიში დასჯისადმი

* 18% – სულიერი დაავადება

* 18% – იმედგაცრუება ოჯახის წევრებში

* 6% – ვნება

* 3% – ფულადი დანაკარგი

* 2% – ფიზიკური ნაკლი.

* 34% – სხვა

 

 

ყურადსაღები ინფრომაცია:

* ახალგაზრდებში ყველაზე ხშირი მიზეზი სუიციდის არის ოჯახური კონფლიქტი ან ოჯახური ძალადობა.

* მეორე ადგილზეა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში

* მესამეზე – არასამართლიანი მოპყრობა უსაფუძვლო ბრალდება

 

 

სიტყვიერი ნიშნები:

1. საუბარი მხოლოდ სიკვდილზე ამ სამყაროდან მუდვივი გათიშვა

2. მინიშნება მის ქცევაზე: მე აღარავის შევუქმნი პრობლემას ყველას დაგასვენებთ ჩემგან და მსგავსი ფრაზები

3. მუდამ ამ თემაზე ხუმრობენ

4. მუდამ უჩნდებათ კითხვები სიკვდილზე სხვა არაფერი აღელვებთ

 

 

ქცევითი ნიშნები:

1. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მოგონებებთან ასოცირებული ნივთების გაჩუქება, მოსისხლე მტერთან შერიგება

2. რადიკალური ცვლილებები ხასიათში

3. მკვეთრად უჩნდებათ უნდობლობის ნიშნები, ადვილად ღიზიანდებიან, მუდამ დეპრესიაში არიან

 

რჩევები:

1. ყურადღებით მოვუსმინოთ ახალგაზრდას რომელსაც თვითმკვლელობა გადაუწყევტია

2. შევაფასოთ გადაწყვეტილების სიმკაცრე გავარკვიოთ, რა გრძნობამ უბიძგა მას ამისკენ

3. შევაფასოთ ემოციური ფონი.

4. დავუკვირდეთ თითოეულ სიტყვას, ფრაზას, მოთხოვნას როგორ აბსურდულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ის

5. თუ წინა ნაწილში ნახსენებ ნიშნებს შეამჩნევთ, პირდაპირ კითხეთ ადამიანს ხომ არ ფიქრობს ის თვითმკვლელობაზე.

ავტორი: ლუკა ბიბინეიშვილი

წყარო : https://www.facebook.com/psychea.georgia

მსგავსი ამბები

Close
Close