35 – წლის მარია ხოსე კრისტერნა (Maria Jose Cristerna), ცნობილია , როგორც გვადალაჰარელი ვამპირი (Vampire) ქალი, თავისი პირსინგით, ტატუებით და ტიტანის რქებით…
უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ის გახდა ცნობადი პიროვნება თავისი ექსტრემალური იმიჯის წყალობით, და ეხლა გადაწყვიტეს „Ripley“-ის მუზეუმისათვის ცვილის ფიგურა გამოეყვანათ მისგან;
მარია ხოსეს (Maria Jose) მთელი თავისი სხეული დაფარული აქვს ტატუებით და პირის ღრუში უცნაური და შიშის მომგვრელი კბილი-ეშვები ჩაისვა, გარდა ამისა , ფრჩხილები, რქებიც კი დაუსვეს თავზე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან ანესთეზიაც კი არ გამოიყენა პლასტიკური ქირურგიის ჩარევისას და ამის გამო ოთხი შვილის დედას მარია ხოსეს -ქალი-„ვამპირი“ უწოდეს …
მარია ხოსე იყო იურისტი და ყავდა ღრმად მორწმუნე ოჯახი. გათხოვდა 17 წლის ასაკში სიყვარულით… ბავშვობიდანვე კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა მარია და ქმართან დაახლოებით 12 წელი იცხოვრა, რომლისგანაც ყოველთვის ძალადობას და დაცინვას განიცდიდა, ხოლო მასთან დაშორების და განქორწინების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სატანად გადაქცეულიყო … მისი აზრით ასეთი იმიჟის მქონე ქალს ვერც ერთი მამაკაცი ახლოს მისვლასაც ვერ გაუბედავს !
მაგრამ ამჟამად მარიას მეგობარი კაცი ჰყავს – დევიდ პენა (David Pena), რომელიც შვილების აღზრდაში და სახსრებითაც ეხმარება, თორე , მართალია ის ფლობს თავის ტატუ-სალონს, მაგრამ ტატუ-სალონს არც ისე დიდი მოგება მოაქვს…
ნახეთ ვიდეო: