არქივი

ნეოკლასიციზმი

da9ee12847c9
XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ევროპელი და ამერიკელი არქიტექტორების დიდი ნაწილის შთაგონების წყაროს კლასიკური სტილი წარმოადგენდა, რის შედეგადაც ,, ნეოკლასიციზმი” დაიბადა.

XVIII საუკუნის ევროპის შენობებს შორის კლასიკური რომაული და ბერძნული არქიტექტურული სტილი სჭარბობდა. არქიტექტორები კლასიკური მოდელების დიდ გავლენას განიცდიდნენ. ამ პერიოდში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი ქალაქების შესწავლამ არქიტექტორებს მეტი ინფორმაცია მიაწოდა კლასიკურ არქიტექტურაზე. სწორედ ამ პერიოდში აღმოცენებულ მიმდინარეობას ეწოდა ,,ნეოკლასიციზმი”.

f6ee3ca4905d
ამ პერიოდში ბრიტანეთს სამი გამორჩეული არქიტექტორი ჰყავდა – რობერტ ადამი, ჯონ ნეში და სერ ჯონ სოუნი. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქმნილებები ევროპის სხვა ქალაქებში განთავსებულ არქიტექტურულ ძეგლებს ჰგავს, მათ მაინც გააჩნდათ საკუთარი ორიგინალური სტილი.

f1b4ce9cabcf
რობერტ ადამი ბრიტანული ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმომადგენელია. ის ინგლისის სამეფო კარის ხუროთმოძღვარი იყო. ადამს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ანტიკური ძეგლები და მათ გავლენას განიცდიდა. ის ზრუნავდა ინტერიერის ორნამენტებზე და ნათელ ფერებს ანიჭრებდა უპირატესობას. ადამი პირველი იყო, ვინც დაწყებული – ჭერის, ბუხრის კარისა და სახელურის თაბაშირის ორნამენტებიდან, დამთავრებული კედლების ფერითა და ხალიჩის არჩევით – დიდ ყურადღებას აქცევდა.

2fdc134baf64
ადამს მიმართავდნენ როგორც დიდი სასახლეების ასაშენებლად ასევე პატარა სახლების დასაპროექტებლად. ადამის თაოსნობით დაინერგა სახლების გარე ფასადის ბათქაშით შელესვა. ადამის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია : ოსტერლეის პარკისა და საიონ-ჰაუზის ინტერიერები, უნივერსიტეტი, სარეგისტრაციო სახლი ედინბურგში, ასევე თეატრი და თაუნჰოლი საფოლკში.

ccc884a42c0c
ჯონ ნეში იყო არქიტექტორი, რომლის სახელს უკავშირდება ჯორჯ IV -ის სასახლის აგება, რომელიც ,,ჰინდუს” სტილითაა შესრულებული, შენობაში გამოყენებულია ასევე მუსლიმანური ელემენტები. ნეშმა შესანიშნავად მოახერხა ლანდშაფტისა და შენობების შერწყმა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია რიჯენტის პარკი და მის გარშემო ტერასები, პორტლენდის მოედანი, ოლ სოულსის ეკლესია , ოქსფორდის მოედანი.
34c4c4cebd9f
ჩრდილოეთ ამერიკაში ამ პერიოდის არქიტექტურა ევროპულ სტილს ემყარებოდა. ამ პერიოდის არქიტექტორია ჯეიმს გიბსი, ასევე აშშ-ს მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი, რომლის დიზაინითაც შეიქმნა ვირჯინიის უნივერსიტეტი (1818-26).

იქმნებოდა ბერძნული აღორძინების სტილის კონსტრუქციები : 1798 წელს პენსილვანიის ბანკი, ვაშინქტონის კაპიტოლიუმის შენობა, რომლის ავტორი უილიამ თორნტონია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button