ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 64-ე ნაწილი

უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 64-ე ნაწილი

 

1.
ძვირადღირებული სასტუმრო…


სასტუმროების სფეროში პოპულარულმა ინტერნეტ ”NewYorkHotels.org”-მა ნიუ იორკის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების სია შეადგინა. საპატიო პირველი ადგილი ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს ”St.Regis”-იმ დაიკავა; ამ სასტუმროში- ერთი ღამე სტანდარტულ- ორ ადგილიან ნომერში $823 ამერიკული დოლარი ღირს.

2. სპირალური შეზლონგი:

სპირალური ფორმის ეს კომფორტული შეზლონგი შექმნა დიზაინერმა ვიქტორ ალემანმა (Victor Alemán) სპეციალურად იმისათვის, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური კომფორტული კომუნიკაცია აუზთან- მზის აბაზანების მიღების დროსაც…

შეზლონგების მოდულური დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ ადვილად გადაავადგილოთ ერთი ადგილიდფან- მეორეზე და საქიროებისამებრ მოვატრიალოთ მზის სხივების მიმართულებით :* …



3. „მარილიანი სასტუმრო“ – ბოლივიაში

ერთი შეხედვით, ეს ნაგებობა თითქოსდა მსგავსია ჩვეულებრივი პლაჟის სახლის; მაგრამ სინამდვილეში, ეს სასტუმროა, რომელიც ამოკვეთილია მარილისგან;
მარილისგან არის აქ ყველაფერი, ავეჯიც კი. ეს სასტუმრო მდებარეობს ბოლივიაში, მარილიანი ტბების ტერიტორიაზე.


ეს რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს.
ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური,


ბოლივიას სახელი ეწოდა ესპანეთის ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გმირის — სიმონ ბოლივარისპატივსაცემად !

მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ბოლივიაში.მდებარეობს

სალარ-დე-უიუნის მარილის მარაგი 25 მილიარდ ტონას შეადგენს. აქედან ყოველწლიურად იწარმოება 25.000 ტონა. საკმაოდ განვითარებულია ტურიზმი, აქ არის ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მარილის ბლოკებისგან აშენებულ სასტუმროებს…



ხოლო ეს ტბა კი- პოოპო — დიდი, მარილიანი ტბაა ბოლივიის მთიანეთში. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 3 700 მეტრზე. ტბის სიგრძე კი 90 კმ-ია, ხოლო სიგანე 32 კმ.

4. სასაცილო ქურდი ქრცვინი – იპარავს კარტოფილს:
ნახეთ ვიდეო

5. ყველაზე საშიში გრინი გოლფის სათამაშოდ მთელს მსოფლიოში:

გოლფის თამაში ბონიფასში (Bonifas) -სამხრეთ კორეაში შეიძლება მოგვეჩვენოს უფრო საშიშად, ვიდრე ჩანს ერთი შეხედვით…
გოლფის სათამაშო მინდორი წარმოადგენს 175 მეტრ პლატფორმას , სადაც მოთავსებულია მხოლოდ ერთი ფოსო, 18-ის ნაცვლად; თუ ვერ ჩააგდეთ ფოსოში, მაშინ ბურთის მოტანა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისათვის , რადგან მინდორი გარშემორტყმულია დანაღმული ველით…


გრინი შეიქმნა 1972 წელს, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები განლაგდნენ ამ ტერიტორიაზე და ცდილობდნენ, რომ თავი უდსაფრთხოდ ეგრძნოთ და დანაღმეს მინდორი მთლიანად…

6. მასიური ტალღები პუერტორიკანის სანაპიროზე (Puerto Nuevo).
პლაჟი “Puerto Nuevo” მდებარეობს პუერტო-რიკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე.
ის ცნობილია კირქვის კლდეებით, თან ერთვის ატლანტიკის ოკეანის ქვიშიანი სანაპირო; მაგრამ ზოგჯერ ტალღები აღწევს ისეთ სიმაღლეებს და ისეთი ბობოქარი და ძლიერია, რომ კლდის ქანებიც ბარიერის როლს ვერ ასრულებს …


7.
ძრავიანი იახტა – „Intermarine 55“

ძრავიანი იახტა „Intermarine 55“ დააპროეტა – BMW DesignworksUSA კომპანიამ
მდიდრული და ძვირადღირებული Intermarine იახტების ბრაზილიის მწრმოებელთან ერთად. იახტა არის წარმოდგენილი სამი კაბინით და ასევე 2 კაბინით თავისი სველი წერტილებით. ნათელი ფერების გამოყენებით და ლაკონური ფორმის წყალობით , დიზაინერებმა მიაღწიეს სიმსუბუქეს და ჰაეროვან ინტერიერს…



8. რა გამოყენება აქვს ცხოველებში რქას?
ნახეთ ეს სასაცილო ვიდეო:

9. ვლადისლავ დორონინს ყავს ახალი შემცვლელი…
რუსი მილიარდერი ვლადისლავ დორონინი და ნაომი კემპბელი (Naomi Campbell) ნელ-ნელა დაშორდნენ 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ და ბიზნესმენმა უკვე იპოვა “შავი ავაზას” შემცვლელი.

ნახეთ ვიდეო:

ნაომიმ და ვლადიმირმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნო. დორონინი 25 წლის განმავლობაში დაქორწინებული იყო ეკატერინეზე. მისი ყოფილი მეუღლე, ეკატერინე დღემდე აცხადებს, რომ მისი ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი ნაომია. მათ- ვლადიმირსა და ეკატერინეს 16 წლის ქალიშვილი, კატია ჰყავთ…

წყვილი საზოგადოების წინაშე ბოლოს მაიამის სანაპიროზე გამოჩნდა, მას შემდეგ პაპარაცები უშედეგოდ ცდილობენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წყვილის გადაღებას.


ცოტა ხნის წინ, ვლადისლავი მაიამიში, იახტაზე უცნობ ქალთან ერთად შეამჩნიეს.

სანამ ნაომი იტალიის სანაპიროების სილამაზით ტკბება, მისი ექს-საყვარელი დროს არ კარგავს: ბიზნესმენმა სიამოვნებით დაისვენა კრუიზის დროს მეგობრებთან ერთად და ერთი წუთითაც არ მიუტოვებია უცნობი ქალბატონი, რომლის ვინაობა უცნობია.

როგორი რეაქცია ექნება ამაზე სუპერ-მოდელს, რომელიც ფეთქებადი ხასიათით არის ცნობილი, არავინ იცის.

10. ევროპაში 2013 წლის საუკეთესო ელექტრომოტოციკლად დააასახელეს ამერიკული ბაიკი ”Zero S”…

მეორე პოზიცია ამავე ამერიკული მწარმოებლის ბაიკმა ”Zero DS”-მა დაიკავა. ”Zero S” უკვე მესამედ ხდება ევროპაში წლის საუკეთესო ელექტრომოტოციკლი. ლამაზი დიზაინი აქვს და რაც მთავარია მსუბუქია, ამის გამო ბაიკერებს შორის დიდი მოწონებაც დაიმსახურა !
11. სასწაული: ონკანი სვამს ალკოჰოლურ სასმელებს.
ნახეთ ვიდეო

12.

ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ჯენივერ ლოპესის ვარსკვლავი გაიხსნა და მისი ვარსკვლავბი რიგით 2500-ია ხეივანზე.

ჯენიფერი ლოპესი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე, დიზაინერი, პროდიუსერი და ბიზნეს ქალბატონია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან მთელს მსოფლიოში 55 მილიონი ალბომი გაყიდა .


წარმოუდგენელია, მაგრამ მომღერალ ჯენიფერ ლოპესს ყოფილი მეუღლე მარკ ენტონი შვილებს ართმევს. ეჭვიან ექს-მეუღლეს ამ ფორმით ლოპესის დასჯა აქვს გადაწყვეტილი. მართალია, ძირითადი უფლება ჯენიფერს დარჩა, მაგრამ მარკ ენტონის გარემოცვის წევრი ირწმუნება, რომ მარკმა გადაიფიქრა და დედისთვის შვილების წართმევა სურს… მარკი ყველაფერს გააკეტებს, რომ პატარები მას დარჩეს…
13. როგორ ვაბანავოთ ზღარბი !..უყურეთ ვიდეოს

14. როგორ შეიცვალა პეპი – გრძელი წინდა


ყველას კარგად გვახსოვს პერსონაჟი პეპი – გრძელი წინდა, რომლის როლსაც თამაშობდა მსახიობი ინგერ ნილსონი (Inger Nilsson) შვედეთიდან…
გთავაზობთ სურათების ნახვას, თუ როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში ეს ანცი, ჭორფლიანი გოგონა და როგორ გამოიყურება ის დღეს…



თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close