BBC და Discovery-ის არხი ამზადებს და უშვებს ახალ დოკუმენტურ ფილმს “Human Planet”. გადაღებები იმართებოდა მსოფლიოს 70 კუთხეში, 4 წლის განმავლობაში; ეს პროექტი მოგვითხრობს ადამიანსა და დედამიწას შორის ურთიერთკავშირზე, იმაზე, თუ ხალხი როგორ უმკლავდება სტიქიურ უბედურებებს და აგრეთვე, თუ როგორ პოულობენ გადარჩენის ახალ გზებს…
ყოველი ეპიზოდი გვხიბლავს თავისი ექსტრემალურობით: გადამღებ ჯგუფთან ერთად თქვენ წახვალთ სამოგზაუროდ არქტიკაში, ოკეანეებსა და ჯუნგლებში, და ასევე სხვა დაბრკოლებებსაც გადალახავთ;
ფოტოგრაფმა ტიმოთი ალენმა (Timothy Allen) გაატარა ВВС-ის (ბი-ბი-სი , ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია) გადამღებ ჯგუფთან დაახლოებით 2 წელი და ფილმის ყოველი ფერადოვანი მომენტი აღბეჭდა. ВВС-ის ნებართვით, მან დაიწყო ფოტოების და ვიდეობლოგის შექმნა, სადაც აღწერდა თავის მონაწილეობას პროექტში “Human Planet”; ამ პოსტში შეგროვილი და თავმოყრილია ზოგიერთი მისი ფოტოსურათები: დაათვალიერეთ