ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ვიეტნამელი მაუგლები: მამამ და შვილმა 40 წელზე მეტი იცხოვრეს ჯუნგლებში


ცოტა ხნის წინ, ვიეტნამში აღმოაჩინეს მამა და შვილი, რომლებიც 40 წლზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ჯუნგლებში.
სოფელზე, საიდანაც 1971 წელს უკვალოდ დაკარგული იყო 82 წლის ჰო ვან ტანა (Ho Wan Tan) და მისი შვილი ჰო ვან ლანგა (Ho Van Lang), ამერიკის არმიამ განახორციელა თავდასხმა, რის შედეგადაც მათი თითქმის ყველა თანასოფლელი და ყველა ნათესავი ამოჟლიტეს. ხოლო მეორე ვერსიის თანახმად , მეუღლე და ჰო ვან ტანას ორი შვილი დაიღუპა მაღაროში აფეთქების დროს , მომხდარი ფაქტი ითვლის 40 წელზე მეტს.


გამოსცადა რა დიდი ემოციური შოკი, კაცი წავიდა შვილთან ერთად ჯუნგლებში, რომ ბუნებასთან მაქსიმალურად დაემყარებინა კონტაქტი. მათ 40 წელზე მეტი დაყვეს ჯუნგლებში და შემთხვევით მამა-შვილი აღმოაჩინეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც მოიყვანეს მაშველები. მათ მიერ აშენებული ხის ქოხი, რომელიც მიწიდან 6 მეტრ სიმაღლეზეა, მდებარეობს უახლოეს დასახლებული პუნქტიდან 40კმ დაშორებით .

ერთი ვერსიის მიხედვით ორივე მამაკაცი ხალხთან კონტაქში თავისუფლად შედის : 82 წლის ჰო ვან ტანი ფლობს ერთ-ერთ ადგილობრივ დიალექტს, ხოლო მისმა შვილმა მხოლოდ რამდნენიმე სიტყვა იცის. მეორე ვერსიის მიხედვით კი, მამა-შვილი ფაქტიურად ვერ საუბრობს ადგილობრივ ენაზე…

საკვების რაციონში- ჯუნგლებში მათი ყოფნის განმავლობაში- შედიოდა ძირითადად ბოსტნეულობა და მწვანილები. ხანდახან ისინი ხორცითაც იკვებებოდნენ, როდესაც ნადირს წარმატებით მოინადირებდნენ. ასევე მათ, თავიანთი ქოხის შოირიახლოს,- შაქრის ლერწამიც მოყავდათ;

თავისი წინანდელი ცხოვრების მანძილზე ჰო ვან ტანს დარჩა მხოლოდ შარვალი და შვილის პატარაობის დროინდელი ქურთუკი, დანარჩენი საყოფაცხოვრებო ნივთები მათ თავიანთი ხელით დაამზადეს;
82 წლის ვიეტნამელი -მაუგლი იმდენად სუსტადაა რომ მაშველებმა იგი საკაცით გამოიყვანეს ; ამჟამად ორივე -მამა შვილი გადის სამედიცინო შემოწმებას და ყველა ფიქრობს რომ ნელ -ნელა თანამედროვე ცხოვრებას შეეგუებიან და ფეხს აუწყობენ ცივილიზებულ სამყაროს!



თეგები

blogerlady

age: 14
Back to top button
Linebet
Close
Close