არქივი

როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორია

3a36d3724bc4
კორპი არის ქერქის გარეთა შრე, რომელიც კორპის მუხისგან მიიღება. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ქერქი.ის არის მსუბუქი, ცეცხლგამძლე და ელასტიკური.

კორპის  მუხა ყოველ წელს იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას არ შეეხებიან. ასეთ შემთხვევაში ქერქს შეუძლია სისქეში 25 სანტიმეტრი გაიზარდოს. ეს ხისთვის ერთგვარი ქურქია, რომელიც მას სიცხისგან, სიცივისა და  ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან იცავს. თუ ხეს შეეხებიან და  ქერქს გააცლიან, კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი.

კორპის მუხა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში იზრდება, მაგრამ კორპისგან ნაწარმს კომერციული მიზნით, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ამზადებენ, სადაც კორპის მუხა ბუნებრივად იზრდება .   მრავალმხრივი გამოყენების მასალა

რომაელებმა და ბერძნებმა აღმოაჩინეს, რომ კორპისგან შეიძლება დამზადდეს ძალიან კარგი თევზსაჭერი ბადის ტივტივა და სანდლების მოხერხებული ძირი. როგორც ჩანს, ისინი კორპისგან დოქების საცობებსაც ამზადებდნენ. ვინაიდან კორპი მაღალ ტემპერატურაზეც არ კარგავს თავის ელასტიკურობას, ის ძრავის ხუფის შუასადების დასამზადებლად საუკეთესო მასალაა. უფრო მეტიც, კორპის გარეშე ვერ დამზადდება თბოიზოლატორი, რომელსაც კოსმოსურ ხომალდებში იყენებენ.  

ბევრი სახლის მეპატრონე აფასებს კორპს, რადგან ის ლამაზია და საიზოლაციო მასალის მაგივრობას სწევს; ამიტომ, დღეს ძალიან პოპულარულია კორპის ფილებით კედლებისა და იატაკის მოპირკეთება. ყველაზე მეტად კორპი ცნობილია იმით, რომ მას ღვინისა და შამპანურის ბოთლების საცობებად იყენებენ. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის დასამზადებლად ხის ქერქს ხის მოუჭრელად აცლიან.

მაღალი ხარისხის საცობების დასამზადებლად კორპის მუხა, სულ მცირე, 50 წლის უნდა იყოს, თუმცა კორპის ქერქის პირველად მოხდა შესაძლებელია მისი თესლის გაღივებიდან 25 წელიწადში.ძალიან ცოტა თუ შეძლებს 50 წელი ლოდინს ასეთი მაღალი ხარისხის მოსავლის ასაღებად. არ მეგულება საწარმო, რომელიც ამდენ ხანს დაიცდის სარგებლის მისაღებად. კორპის მუხის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 200 წელია. ზოგი სახეობის კორპის მუხა გაცილებით დიდხანს ცოცხლობს.კორპის მუხას ქერქს ყოველ ცხრა წელიწადში ხდიან.

მსგავსი ამბები

Back to top button