არქივი

სიმინდის ზეთი

f13ec2601eca

სიმინდის ზეთი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მიერ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც, რადგან ითვლებოდა, რომ ის აახალგაზრდავებდა და აჯანსაღებდა ადამიანის ორგანიზმს. ამჟამადაც ექიმი დიეტოლოგების აზრით, ზეთები წარმოადგენენ საკვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ორგანიზმს არა მარტო ენერგეტიკული და პლასტიკური მასალით, არამედ შეუცვლელი ნივთიერებებითაც, (უჯერი ცხიმოვენი მჟავები, ფოსფოლიპიდები, A, D, E, F ვიტამინები, სტერინები), რომლებიც განაპირობებენ კვების ბიოლოგიურ ეფექტურობას.

მედიცინა დიდი ხანია, ებრძვის სიმსივნეს და მის გამომწვევ მიზეზებს. სიმინდის ზეთში სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, კიბოს საწინააღმდეგოდ უნიკალური თვისებებიც ჭარბადაა.

სიმინდის ზეთი მარცვლების გაწურვით მიიღება. ოქროს პროდუქტი საკვებს აგემრიელებს, ამასთან ერთად ორგანიზმს აახალგაზრდავებს და სხვადასხვა ვიტამინებით კვებავს.

არაერთი გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ სიმინდის ზეთს სამკურნალოდ იყენებენ, ის სასარგებლოა როგორც შინაგანი ორგანოებისთვის, ასევე მისი ეფექტი შესამჩნევია გარეგრნულადაც. სიმინდის ზეთი ხელს უწყობს თმის, კანის და ფრჩხილების სილამაზის შენარჩუნებას.

სიმინდის ზეთი მდიდარია A ვიტამინით. იგი შეიცავს ვიტამინების ჯგუფს В, С, К, რამოდენიმე მინერალურ ნივთიერებას, ლეციტინს, ფიტორტეროლს. ამასთან ერთად, მასში ყველაზე დიდი რაოდენობით არის Е ვიტამინი, (მცენარეული ზეთი ამ რაოდენობის თითქმის ნახევარს შეიცავს) ასევე ვიტამინი F, რომელიც ცხიმმჟავებთან კომპლექსში გვევლინება.

ზეთში ვიტამინი Е-ს შემცველობას შეუძლია ალფა-ტოკოფეროლის ჩართვა, რომელიც ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

სიმინდის ზეთის შემადგენლობაში რეკორდული მაჩვენებელი აქვს ლინოლევის მჟავას, რომელიც სისხლის მოძრაობას არეგულირებს, და აძლიერებს იმუნიტეტს 56%-მდე.

ზეთის შემადგენლობაში მეორე ადგილს იკავებს ოლეინის მჟავა, 49%-მდე. ცხიმ-არომატული მჟავებს ასევე ეხება ფერულოვის მჟავაც, რომელსაც უხვად შეიცავს სიმინდის ზეთი. მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, რის გამოც შეუძლია სიმსივნის წარმოქმნას შეუშალოს ხელი, დაიცვას ორგანიზმი სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან, შეაჩეროს ლიპიდური პროცესები, შეანელოს ათეროსკლეროზის განვითარება, შეამციროს სიმსივნის ზომა, გააძლიეროს იმუნიტეტი. ზეთი ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას – ეს ყველაფერი ფიტოსტერინებს შეუძლიათ, რომელსაც იგი შეიცავს.

დიეტოლოგები ამბობენ, რომ სიმინდის ზეთის მიღება რეკომენდირებულია დიეტის დროს, რადგან დადებითად მოქმედებს ნაწლავების მოქმედებასა და ნივთიერებათა ცვლაზე, ნივთიერებათა ცვლას კი შეუძლია კაპილარების გამაგრება და მათი რაოდენობის შემცირება.

ექიმები და დიეტოლოგები, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს, გარემოში არსებული მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად, განწყობის ასამაღლებლად, ძილის და საერთოდ მდგომარეობის გასაუჯომბესებლად პროფილაქტიკის მიზნით, გვირჩევენ სიმინდის ზეთის მიღებას. ასევე, ამ ზეთს შეუძლია ახალგაზრდობის გახანგრძლივება, ალერგიული რეაქციების შემცირება, კანის აქერცვლის, ორგანიზმის ნერვული დაავადებების და შაკიკის თავიდან აცილება. ზეთი ასევე ეფექტურია ქალის ან მამაკაცის სექსუალური პრობლემების სამკურნალოდაც. სიმინდის ზეთი რეკომენდირებულია პატარა ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარების დედებისთვისაც, რადგან ის შეიცავს ფოსფატიდს – ნივთიერებას, რომელიც, უჯრედის მემბრანის ნაწილია და არეგულირებს ტვინის ფუნქციონირებას.
სიმინდის ზეთი გამოიყენება, თირკმლის ქვის მკურნალობისას და დიაბეტის დროს. სიმინდის ზეთის რეგულარულ მიღებას ტონუსში მოჰყავს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირება.

ხალხური მედიცინა, სიმინდის ზეთით მკურნალობს დამწვრობებს, ალერგიულ და საერთოდ ყველანაირ გამონაყარს, რომელიც შეიძლება იყოს სახის კანზე, ტუჩებზე ან სხეულზე.

სიმინდის ზეთის გამოყენებისთვის უკუჩვენება თითქმის არ არსებობს.

R

Back to top button