არქივი

ნავთობის მოპოვება

cf3a15cf3db2
მუქი ყავისფერი და ოდნავ მომწვანო ფერის ზეთოვანი, სპეციფიკური სუნის საწვავი სითხე – ნავთობი დედამიწის სიღრმეში დანალექ ფენებში და ზღვის ფსკერზეა გავრცელებული. ის ძვირფას სასარგებლო წიაღისეულს და ენერგეტიკის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ნავთობისაგან მიიღება შემდეგი ნავთობპროდუქტები: დიზელი, ბენზინი, მაზუთი, პარაფინი და ბიტუმი. ნავთობის გადამუშავების შედეგად ასევე მიიღება ანესთეზიოლოგიური საშუალებები, საღეჭი რეზინა, იატაკის მასტიკა, საკვების კონსერვანტები და უამრავი სხვა რამ.
b26a1e2db412
ნავთობის სახელწოდება ,, petroleum” ლათინური წარმოშობისაა, ,,petra” ნიშნავს ქანებს, ხოლო ,,oleum” ნავთობს. სახელწოდებიდან გამომდინარე ნავთობი მიწის ქანებში მოიპოვება თუმცა ხშირად ზღვის ფსკერზეც ფორმირდება და ზედაპირზეც ამოდის.
e75535a6c128
ნავთობი წარმოიქმნება იმ უმცირესი მცენარეებისა და ცხოველების ნარჩენებისაგან, რომლებიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ. ნავთობი როგორც წესი დიდ სიღრმეზე ფორმირდება და მის მოსაპოვოვებლად სპეციალური ტექნიკაა საჭირო. ჩინელები ნავთობს ჯერ ჯიდევ ძვ.წ. 320 წელს მოიპოვებდნენ, თუმცა მათი ჭები არ იყო დიდი სიღრმის. ბევრად უფრო მოგვიანებით 1859 წელს, დრეიკმა ნავთობის ამოღების წარმატებული მცდელობა განახორციელა. მან პენსილვანიის შტატში 30 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა მოახერხა, სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად თანამედროვე ნავთობის ინდუსტრიას.
944404ea69a1
ნავთობის აღმოჩენის პირველადი ეტაპი მოიცავს მიწის ქანების ქვეშ, დანალექი ქანების აღმოჩენას. კვლევები იწყება არსებული გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე. გამოკვლეული უნდა იყოს ქანებში აღმოჩენილი ნაშთები. უფრო ზუსტი მონაცემების მიღება ქანებში რადიოაქტიური ატომებიდან მომავალი რადიაციის გაზომვით ხდება.

600806d93aba
ნავთობის აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია მაგნიტური დაზვერვა. დანალექი ქანები, როგორც წესი არამაგნიტურია, თუმცა მათი ქვედა ფენები მაგნიტიზებულია. მაგნიტური ველის გაზომვა დანალექი ნავთობის ადგილსამყოფელისა და მისი სისქის გასაგებად არის საჭირო.
5215eeb0aba9
ქანების ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ იწყება ბურღვითი სამუშაოები. ხშირად დედამიწის ზედაპირიდან 8 კილომეტრი სიღრმის ორმოებიც ითხრება. საბურღი მილები 9 მეტრის სიგრძისაა , ხოლო დიამეტრი 13 სანტიმეტრს შეადგენს. საჭირო სიღრმის მისაღწევად ხშირად ბურღის შეცვლა ხდება საჭირო, რაც მისი გაბარიტებიდან გამომდინარე შრომატევადი სამუშაოა და ზოგჯერ ერთი დღეც სჭირდება.

44956bfb8dcb
ძველ ჭებში ბურღის შეხებისას ნავთობი ხშირად შადრევანის სახით ამოედინებოდა ხოლმე, მაღალი წნევის გამო. ეს კი საკმაოდ საშიშია, რადგან ნავთობი ადვილად აალებადი ნივთიერებაა. დღევანდელი ტექნოლოგიები ისეა შემოშავებული რომ მსგავსი ფაქტები აღარ ხდება.

დედამიწის ზედაპირზე ნავთობის ამოტანა სხვადასხვა გზით ხდება. ზოგჯე მიწაში წყლის წნევა ნავთობს ზედაპირისაკენ აწვება, ბუნებრივი აირიც ანალოგიურად მოქმედებს. თუმცა წნევის არ არსებობის შემთხვევაში ნავთობი სპეციალური დანადგარებით იტუმბება დედამიწის ზედაპირზე.

897fc0b0e9c6
აქტიურად ხდება ნავთობის მოპოვება ზღვებშიი არსებული პლათფორმებიდან. მოპოვების პრინციპები ერთი და იგივეა, თუმცა ნაპირიდან სიშორის გამო მსგავსი პლატფორმების აშენება და ფუნქციონირება საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. მსგავსი პლათფორმების აშენებას სულ მცირე 2 წელი სჭირდება. პლათფორმების მშენებლობის ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა, რომ ზოგიერთი ნავთობმომპოვებელი კომპანიები ხელოვნურ კუნძულებსაც კი აგებენ.

991167017edc

მსგავსი ამბები

Back to top button