არქივი

ინტელექტუალი

994238 413030015483486 264549923 n

მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ყოველთვის დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ექცეოდნენ. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ სოციუმში, ამ თავიანთი „ღვთით ბოძებული საჩუქრით“. მაღალი ინტელექტის მოსაპოვებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. საჭიროა ჰქონდეთ სპეციფიკური გონება, რაც იშვიათად თუ ეძლევა ადამიანს, თუმცა მხოლოდ ნიჭი არ კმარა, ვისაც ბოძებული აქვს ეს მადლი, საჭიროა გამოიყენოს თავისი შანსი. მუხლჩაუხრელი შრომითა და უზომო მონდომებით მიიღწევა მაღალი ინტელექტი.

ერთადერთი საშუალება ინტელექტის გასაზომად არის, ბევრჯერ ნაგვემი IQ-ს ტესტი.

ამ ტესტის მიხედვიდ მსოფლიო მოსახლეობის 50%-სთვის IQ-ს მაჩვენებელი 85-110 ბალამდე  მერყეობს. გამორჩულთა IQ-ს მაჩვენებელი 160 ბალიდან იწყება.  მე შევეცდები წარმოგიდგინოთ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ინტელექტის მაჩვენებელი მაღალია საზოგადოების სხვა წარმოამადგენლების მაჩვენებლებისაგან.

1190

სტივენ ჰოუკინგი

ფიზიკოს-თეორიტიკოსი

IQ-ს მაჩვენებელი: 160 ბალი.

სტივენ ჰოუკინგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიადი მოქმედი მეცნიერი. მის კალამს ეკუთვნის უამრავი მსოფლიო დონის ნაშრომი, მათ შორის ახალი მოდერნიზებული  და გენიალური „დიდი აფეთქების თეორია“. სტივენ ჰოუკინგის პუბლიკაციებს შორის არის ასევე მასიურად ცნობილი შრომები: „დროისა და სივრცის მსხვილმაშტაბური სტრუქტურა“. აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა. „გრავიტაციის 300 წელი“; „დროის მოკლე ისტორია“; „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

პროფესორი არის 12 საპატიო სამეცნიერო წოდების მფლობელი, მრავალი პრემიის, მათ შორის 1998 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი.

წარმატებული მეცნიერის ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ბიოგრაფიას აკლია მნიშვნელოვანი დეტალი: 21 წლის ასაკში მას ლუ გერიგის დაავადება ანუ გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინდა – მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ნევრკუნთოვანი სისტემის დაზიანების გამო ადამიანს თანდათანობით უკარგავს მოძრაობის უნარს და მას სრულიად უმწეოს ხდის. 30 წლის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი უკვე ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული. 1985 წლიდან მას დაკარგული აქვს მეტყველების უნარი, დღეის დღეობით კი შეუძლია მხოლოდ მარჯვენა ხელის თითების მოძრაობა.

მიუხედავად ამ დაავადებისა, მას არასდროს დაუშვია ცხოვრების ალამი. მისმა კოლოსარულმა შრომიუნარიანობამ გახადა ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად. ჰოუკინგი ამბობს: ჩემი მიზანი მარტივია. სრულიად შევიცნო სამყარო, რატომ არის ის ისეთი, როგორიც არის და რატომ არსებობს საერთოდ“. არც ჭკუა უშლის ამ კაცს და არც გონება, რათა საკუთარი ჩანაფიქრი აისრულოს.

paulallen

პოლ ალენი

მაიკროსოფტის თანადამაარსებელი

IQ-ს მაჩვენებელი: 170 ბალი.

 

ბილ გეითსი და პოლ ალენი იყვნენ სკოლის დიდი ხნის მეგობრები. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი  1975 წელს მეგობრებმა საერთო ინიციატივით დაარსეს Microsoft-ის კომპანია. 1983 წელს პოლ ალენმა ყველასთვის უეცარი და გასაკვირვი გადაწყვეტილება მიიღო. მან  მაიკროსოფტში თავისი აქციების უმეტესობა გაყიდა. თავისთვის კი აქციათა მცირედი ნაწილი და  დირეკტორთა საბჭოში, ასევე აზრდაუკითხავი პოსტი დაიტოვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს გადაწყვეტილება ალენმა მწვავე დაავადების გამო მიიღო.  თუმცა მოგვიანებით პოლ ალენმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა სიცოცხლე მაიკროსოფტისთვის მიეძღვნა ბილ გეითსის დარად  და მიიღო, ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილება.

პოლ ალენი, არამარტო  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანია, არამედ ის ფორბსის მონაცემებით ფლობს 13 მილიარდ დოლარს, რითაც ის ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანად გვევლინება.

image 02 large

ენდრიუ  უოლისი

დიდი ბრიტანეთის იმპერიის რაინდის ორდენის მფლობელი

მათემატიკოსი

IQ-ს მაჩვენებელი: 170 ბალი.

მომავალი სერ ენდრიუს უოლისი ბავშვობიდანვე დაკავებული იყო სამეცნიერო სამუშაოებით. ის თავის თანაკლასელებთან აშკარა ინტელექტუალურ-ფიზიკურკონტურებს ქმნიდა. მისი შრომისუნარიანობა და ყველაფრის მარტივად აღქმადი გონება ყველას აოცებდა. ის გახლავთ უამრავი მათემატიკური პრემიის ლაურეატი.

ის დღესაც აგრძელებს თავის შესანიშნავ კარიერას. ის გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი.

JuditPolgar 2417931b

იუდიტ პოლგარი

მოჭადრაკე

IQ-ს მაჩვენებელი: 170 ბალი.

ყველაზე ჭკვიან ადამიანებს შორის ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი გახლავთ უნგრელი ქალბატონი იუდიტ პოლგარი. საინტერესოა, რომ მან 1993 წელს შეძლო და მოუგო ანატოლი კარპოვს, ხოლო 2002 წელს გარი კასპაროვს, მსგავს „ინციდენტს“, კი ჩემო მეგობრებო ბევრი მოჭადრაკე თავის ოცნებებშიც კი შეუძლებლად მიიჩნევს.  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისელი მოჭადრაკე ნაიჯელ შორტი ამბობდა, რომ „ამ უმშვენიერეს ქალბატონს შეეძლო წინაწარ 20 საჭადრაკო სვლის გაანალიზება. ეს ფაქტი, ალბათ ერთგვარი რესპექტაბილურობის მანიშნებელია ზეციურის მხრიდან ქალების მიმართ.

James+Woods+Wonder+Premieres+Hollywood+BJdvea7L yfl

ჯეიმს ვუდი

მსახიობი

IQ-ს მაჩვენებელი: 180 ბალი.

ეს მსახიობი გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთ ჭკვიან ადამიანთა შორის. მან კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ მასაჩუსეტის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიწვიეს, მაგრამ ამ ადამიანმა მსახიობობა არჩია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავდროულად ინტელექტუალი მსახიობი გახლავთ.

Ex Schachweltmeister Kasparow wegen Protestteilnahme vor Gericht

 

 გარი კასპაროვი

მოჭადრაკე

IQ-ს მაჩვენებელი: 190 ბალი.

ყველაზე ჭკვიანთა შორის საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკესა და მოაზროვნეს გარი კასპაროვს. რომელსაც მართლაც, რომ საამაყო ბიოგრაფია აქვს. ის მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა, როცა 22 წლის ასაკში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და ნომერ პირველი გროსტმეისტერი გახდა. მან 2005 წელს მიატოვა საჭადრაკო კარიერა და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ის გახლავთ რუსეთის მმარველი ხელისუფლების მთავარი ოპოზიციონერი. პოლიტიკაში ჯერ-ჯერობით იმდენად წარმატებული არ გახლათ ეს გენიოსი, თუმცა ვუსურვოთ წარმატება თავის პოლიტიკურ მოღვაწეობაში(იქნებადა საქართველოსაც საშველი დაადგეს მისი მოსვლით).

the man with the highest iq in the world doesnt think hes very smart at all

რიკ როსნერი

ტელეპროდიუსერი

IQ-ს მაჩვენებელი: 192 ბალი.

ამ სიის მომდევნო წევრი გახლავთ ამერიკელი სცენარისტი და პროდიუსერი რიკ როსნერი. ის დღესდღეისობით მუშაობს ანიმაციური ფილმების, სერიალებისა და თოქ-შოუების გადაღებაზე. ახალგაზრდობაში, მიუხედავად მისი ინტელექტუალური გამორჩეულობისა მოუწია ემუშავა სტრიპტიზიორად და მიმტანად ( აი რისი ჩადენა შეუძლია ბრწყინვალე გონებას).

0426 kim seung youn

კიმ იუნგ-იონგი

კორეელი ვუნდერკინდი

IQ-ს მაჩვენებელი: 210 ბალი.

 

კიმ იუნგ-იონგი  მსოფლიოს გინესების წიგნში შევიდა, როგორც „ყველაზე ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში“, თუმცა ამ ჩემს სიაში ის მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილას შეიმაგრა თავი. 5 წლის კიმი ოთხ სხვადასხვა უცხოურ ენაზე საუბრობდა და შეეძლო რთული მათემატიკური ამოცანები წამებში ამოეხსნა. 8 ლის ასაკში მან  NASA-სგან მიიღო ოფიციალური წინადადება და სასწავლებლად კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში გადაბარგდა, თუმცა მალევე საკუთარი ინიციატივით დედასამშობლოს დაუბრუნდა და დღესაც ქვეყნის სამსახურშია.

Christopher Hirata

კრისტოფერ ჰირატა

ასტროფიზიკის მეცნიერების დოქტორი

IQ-ს მაჩვენებელი: 225 ბალი.

მარსის კოლონიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თამამი და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია NASA-ს პროგრამებს შორის. თუ გსმენიათ ამგვარი რამ, მაშინ იცოდეთ ამიერიდან ამ პროგრამის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი კრისტოფერი. ჩვენდა გასაოცრად კრისტოფერმა მუშაობა, ყველა მეცნიერის საოცნებო, სააგენტო NASA-ში დაიწყო 16 წლისამ. 22 წლის კრისტოფერმა, უკვე დოქტორის ხარისხი დაიცვა ასტროფიზიკაში(და ასე ასტრონომიული ნაბიჯებით მიარღვევს კაცობრიობის საზღვრებს).

 

terance

ტერენს ტაო

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი

IQ-ს მაჩვენებელი: 230

 

ყველა ზემოტხსენებული ადამიანი ინტელექტით ნორმალურ ადამიანზე გაცილებით მაღლა დგას. თუმცა აქამდე ნახსენებ ვუნდერკინდებზე მაღლა დგას ერთი ადამიანი, რომელიც მათემატიკაში ყველა მწვერვალს მიაღწია, ეს გახლავთ ტერენს ტაო.

2 წლის ტერენსს სკოლის მათემატიკის პროგრამის შესწავლას შეუდგა. 9 წლისა, ღმერთო ჩემო, ფრიადზე დაამთავრა უნივერსიტეტი, მათემატიკის განხრით. 20 წლისა უკვე ატარებდა ლექციებს პრინსტონის უნივერსიტეტში. ის დღეისათვის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ. ამაზე არის ნათქვამი ტვინი გადმოსდისო….

აი ეს არის ის არასრული სრული ჩამონათვალი, რომლებიც ინტელექტით სავარაუდოთ ჩვენზე მაღლა დგას. გისურვებთ ჩემო მკითხველებო, თქვენც დაგელაშქროთ ის მწვერვალი, რომელიც ინტელექტუალურად განვითარებულის სახელს ატარებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button