ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უტიფარი მოძალადე

შვედეთის პოლიციის დეპარტამენტი აგერ უკვე რამდენიმე ხანია დაეძებს  დამნაშავეს, რომელსაც ბრალად ედება კერძო საკუთრების განძრახ დაზიანება. კერძოდ მას არალეგალურად ჰქონდა სექსი სხვის უძრავ ქონებასთან, უფრო სწორედ მოძრავი ტრანსპორტის, ველოსიპედის საბურავთან.

შედეთის მკვიდრ პერ ედრსტრომს (Per Edstrom) მიჯრით რამდენიმე დღის  განმავლობაში კუთვნილი ველოსიპედი, რომელიც ეზოში ეყენა, საბურავგახვრეტილი ხვდებოდა. თავდაპირველად ეგონა, რომელიმე „ხულიგნის“ ნამოქმედარიაო და ყურადღება არ მიუქცევია და საბურავის გამოცვლით კმაყოფილდებოდა. მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მეორდებოდა ერთი და იმავე “ვანდალიზმი“. მძიმე დღეებგამოვლილმა ბატონმა პერმა გადაწყვიტა გაეგო რაში იყო საქმე. მან მიმართა თავის გონების კარნახს და დაამონტაჟა სათვალთვალო კამერა ველოსიპედის ზემოთ. მეორე დილით წესისამებრ ველოსიპედი „დაცემული“ დაეხვდა. ის სამსახურში წავიდა და დაბრუნებულზე გადაწყვიტა ვიდეოს ნახვა. სულმოუთქმელად ლამობდა  „დიდი საიდუმლოს“ ამოხსნას. სახლში დაბრუნებულმა პერმა ჩართო ვიდეო თვალით გადაღებული მასალა და ნანახით, ლამის „თვალები დაუსივდა“. მან შოკისმომგვრელი და ამავდროულად სასაცილო კადრი იხილა. თურმე, ველოსიპედის „ნამუსის ახდით“ დაკავებული ყოფილა  ახალგაზრდა მამაკაცი, ტანად ბრგე. ეს, ველოსიპედით ვნებაშეყრილი მამაკაცი პირდაპირ სექსუალურ კავშირს ამყარებდა ველოსიპედის საბურავთან. რის შედეგად ის საბურავის შიგნით მდებარე რეზინს ხვრელებს უჩენდა. ეს მართლაც, უცნაური სექსუალური გემოვნების მქონე ადამიანია.

 

 

ამის შემდეგ „დაზარალებულმა“ პერმა ვიდეო დააკოპირა და დედანი პოლიციის დეპარტამენტში წააბრძანა, როგორც ნივთმტკიცებულება, თორე ვინ დაუჯერებს ამგვარ ამბავს. პოლიციაც თავის მხრივ დელიკატურად მიუდგა საქმეს და ყველა საჭირო ფორმალურობების დაცვით შეუდგა „მოძალადის“ ვინაობის დადგენას.

„მე არ მეშინია იმ ადმიანის, მე უბრალოდ დამღალა ყოველდღიურმა ტრანსპორტის  გაუმართაობამ. მე არ ვარ გაბრაზებული იმ ადმიანზე, უბრალოდ ის ერთობა ამით და ჩემი ტრანსპორტი გაფეტიშებული აქვს“. – ევროპისთვის დამახასიათებელი დემოკრატიულობით აღსავსე, ედრსტრომის ინტერვიუს  ციტირებას ახდენს, ბრიტანული გამომცემლობა The Sun.

ამგვარი შოკისმომგვრელი ფაქტი პირველი არ იყო, 2007 წელსაც დაფიქსირდა იდენტური შემთხვევა, როდესაც დაპატიმრებულ იქნა,  20 ველოსიპედის ეაკულაციაში ეჭვმიტანილი 35 წლის მამაკაცი და განაჩენად ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

იხილეთ ეს “თავზარდამცემი” ვიდეო:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close