TECH & მეცნიერებაკულტურა

შვეიცარული გამათბობელი

5a376ce46403

«Limousine mit Holzofen eingebaut» (სედანი ჩამონტაჟებული ღუმელით) – ასეთი ნაწერი გაჩნდა ერთერთ შვეიცარიელის ოფიციალურ მანქანის საბუთებში.

ce331ab9d141

ახლაგაზრდა შვეიცარიელმა პასკალ პროკოპმა (Pascal Prokop) შეუძინა და დაამონტაჟა თავის ძველ მანქანაში პრიმიტიული გამათბობელი შეშის ღუმელი. ასეთი გამათბობლით ცივ ზამთარში მანქანამაც და მისმა მფლობელმაც სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში. ეს უცნაური და უჩვეულო “გამათბობელი” მოთავსებულია წინა სკამის ადგილას. ამგვარი გამათბობელი ძალიან ეფექტურია თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ანომალურ სიცივეს რაც ევროპას თავს დაეცა.

fc967169f95e
გერმანული სიტყვა «Limousine» ითარგმნება როგორც ლიმუზინი ან სედანი. პასკალის Volvo240 (1990 გამოშვება) კი 100% უნივერსალია.
შვეიცარული საიტი 20 Minuten Online წერს რომ მანქანის მფლობელი პასკალ პროკოპი იძულებული იყო დაემონტაჟებინა ღუმელი თავის ლიმუზინში. ის ამბობს : ” როდესაც ძალიან გადაღლილი ვარ ან ძალიან ბევრს ვსვამ მიყვარს მანქანაში დაძინება.”

პასკალი ამბობს რომ სწორ დიზაინს მან მაშინვე ვერ მიაღწია. თავიდან მისი მილი 2 მეტრიანი იყო და მანქანის ტარება შეუძლებელი იყო. აგრეთვე ადგილობრივმა საგზაო მოძრაობის სამმართველომ ოფიციალური საბუთები პასკალს მაშინვე არ მისცა , ასევე მას აუკრძალეს მოძრაობის დროს ღუმელის დანთება. ცნობისმოყვარე პოლიციელები პოლიციელები კი მას ყოველ ნაბიჯზე აჩერებენ. მაგრამ პროკოპი გულს არ იტეხს და ამბობს : ” მე გავაკეთე შვეიცარიული ღუმელი  შვეიცარიულ მანქანაში”.

აი ასეთი იყო ფეჩიანი მანქანა :)

მსგავსი ამბები

Back to top button