რა? სად? როდის?
პოსტში შემოგთავაზებთ რამდენიმე ინტელექტუალურ შეკითხვას რომელსაც თან ახლავს პასუხი ამისათვის მონიშნეთ კითხვის ქვევით ფრჩხილებში მოთავსებული სიტყვა. ძალიან საინტერესო კითხვები კომენტარებიც აუცილებლად წაიკითხეთ ზოგიერთი პასუხის ქვევით.
კომენტარებში დაწერეთ ვინ რამენი კითხვა გამოიცანით :)
1. კითხვა: მურიელ ბარბერის აზრით თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში სწორად ეს ნივთი ცვლის კრიალოსანს. ევგენი ბელიკოვმა კი მას „თანამედროვე ოჯახების განხეთქილების ვაშლი“ უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: (ტელევიზორის პულტის)
კომენტარი: (ურიელ ბარბერის აზრით არხების გადართვის პროცესი კრიალოსანის მძივების გადათვლას შეესაბამება. ტელევიზორის პულტი განხეთქილების საფუძველს წარმოადგენს მრავალ ოჯახში.)
2. კითხვა: ზოგიერთ სურათზე, რომელზეც სამოთხეა გამოსახული, შეამჩნევთ ერთ თავისებურებას, ერთ ნახატს ერთი დეტალი აკლია, ამის მიზეზი თითქოს ისაა, რომ ყველა საგანი ღვთაებრივ სინათლეს გამოსცემს. დაასახელეთ ნაკლული დეტალი.
პასუხი: (ჩრდილი)
3.კითხვა: სასტუმრო მაცუსიროს დირექცია დამსვენებლებს სამი იქსის შემთხვევაში უფასო შამპანურს სთავაზობს. ოთხის შემთხვევაში – ოთახის ფასი 50%-ით იაფდება, ხოლო ხუთი იქსის შემთხვევაში – სტუმარი მთლიანად თავისუფლდება გადასახადისგან. რა შევცვალეთ იქსით? ( ეს სასტუმრო იაპონიაშია).
პასუხი: (მიწისძვრა)
4. კითხვა: ერთ-ერთი სპორტულ ჟურნალში ვკითხულობთ: „მილანის ინტერში არაერთხელ ყოფილა ასეთი სიტუაცია: თუკი ვარჯიში დილის 9:30-ზე იყო დანიშნული, 9:29-ზე მოედანზე გამოდიოდნენ იურგენ კლინსმანი და კიდევ ორი მოთამაშე. დანარჩენები კი მინიმუმ 15 წუთით იგვიანებდნენ ხოლმე.“ რა აერთიანებდა კლინსმანს ზემოთხსენებულ ორ მოთამაშესთან?
პასუხი: (ისინი გერმანელები იყვნენ. მაშინდელ ინტერში სამი გერმანელი თამაშობდა: კლინსმანი, ლოთარ მათეუსი და ანდრეას ბრემე)
კომენტარი: (ნაქები გერმანული დისციპლინა და პუნქტუალურობა :))
5. კითხვა: 1965 წელს ინგლისელთა მცირე ჯგუფმა მერი ქუანთის მეთაურობით, გზის სავალ ნაწილზე გადასვლის გარეშე მოახერხა ბროდვეიზე მოძრაობის შეჩერება. რისი დემონსტრირება მოახდინეს მათ პირველად ამერიკაში?
პასუხი: (მინი-კაბების)
9. კითხვა: დაწერეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომლითაც დასათაურებულია ეს ნახატი. პასუხი: (ყურებამდე შეყვარებული.)
10. კითხვა: მეჩვიდმეტე საუკუნეში სემიუელ პაიპისმა ჩაატარა ცდა: კატას დაალევინა გარკვეული სახის ზეთი, რის შედეგადაც კატა გარდაიცვალა. პაიპისმა სცადა სამეფო ოჯახის გაფრთხილება, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. შეიძლება ითქვას, რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. დაასახელეთ ეს ცხოველი.