არქივი

დავიწყება ….

970273 407816209338200 1114868620 n

გამარჯობათ….  მაღაზიაში უნდა ჩავიდე და ამოვიტანო ზ…… ჰმ, უკაცრავად, დამავიწყდა, მე ხომ ახლა ვწერ სტატიას, არადა შევცდი და მეგონა მაღაზიაში ჩასასვლელად ვემზადებოდი და ვიწერდი რა უნდა ამომეტანა. თუმცა ეს არც თუ ისე დიდი შეცდომაა, რადგან ჩემი დღევანდელი თემა ეხება დავიწყებას და მის ძირითად გამოვლინებებს. მეგობრებო, რამდენი შესულხართ მაღაზიაში და დაგვიწყნიათ თუ რა გინდოდათ და დარცხვენილები გამოსულხართ, ანდა სულაც მოხერხებულობა გამოგიჩენიათ და საღეჭი რეზინი, ანდა სულაც, რაიმე გიყიდიათ სირცხვილის დასაფარავად. ანდა სხვა სიტუაცია, აუყენებიხართ მასწავლებელს ან ლექტორს და უკითხავს გაკვეთილი და თქვენ გაშეშებულხართ, რადგან სხაპასხუპით ნასწავლი ტექსტი დაგვიწყნიათ. მეგობრებო, ეს მარტო თქვენ არ გჭირთ, ეს მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტის პრობლემაა.

დავიწყება შეძენილი შინაარსის მხოლოდ ცრუ დაკარგვას როდი გულისხმობს. დავიწყება  მთელ რიგ სიმპტომებში ვლინდება. ამ მსოფლიო მასშტაბის “დეფექტს” გააჩნია მთელი რიგი გამოვლინებები.

პირველი დაუმთავრესი გამოვლინება ეს არის, როცა თქვენ მიერ  დამახსოვრებული შინაარსი მკრთალდება, რაც წინათ თვალსაჩინო გახლდათ ახლა ბუნდოვანია, შინაარსის ცოდნა შესუსტებული და მკრთალია. ეს არის დამახსოვრებული შინაარსის სინათლის ან გარკვეულობის დაკარგვა, რომელსაც მეცნიერები უწოდებენ “სტატიკურ მეხსიერების” შესუსტებას. მაგალითად, რამდენჯერ მოგსვლიათ, რომ წაგიკითხავთ “კაცია ადამიანი”, ან სულაც “შაგრენის ტყავი” და რამდენიმე წლის მერე დაგვიწყნიათ შინაარსი. გეკითხებიან, გაქვს თუ არა წაკითხული. – თქვენი პასუხია კი. თქვენ გახსენდებათ მხოლოდ სათაური და იმის შიშში ხართ, რომ რაიმე არ გკითხონ, რადგან დავიწყებული გაქვთ სხვა დანარჩენი. თქვენ საკუთარ თავზე გაბრაზებულები პირობას დებთ, რომ აუცილებლად გადაიკითხავთ მას, რასაც ხშირ შემთხვევაში არ ასრულებთ, რაც გამოწვეულია იმით, რომ გვავიწყდება ის გამოცდილება, რომელიც მივიღეთ.

მეორე დავიწყების გამოვლინება, ზუსტად ამას ეხება. როდესაც მასალა დასწავლის შემდეგ მანამ არ გვახსოვს, სანამ მას არ გადავიკითხავთ. ესაა, როდესაც მასალის დასწავლის შემდეგ იგი იმდენად არ გვახსოვს, რომ შეგვეძლოს მისი აღდგენა თავისით, მაგრამ დასწავლის ეფექტი იმდენად შენარჩუნებულია, რომ საკმარისია ხელახლა გადავიკითხოთ, რომ ის თავისით აღდგეს მეხიერებაში. რამდენ თქვენგანს დავიწყნია საგანგებოდ ნასწავლი ლექსი. ხართ სუპრაზე და ყველა ამბობს ლექს, თქვენ კი ტვინს იჭყლეტთ თქვენი რჩეული ლექსის გახსენებით, მაგრამ არა და არ გახსენდებათ, გინატრიათ ერთხელ მაინც გადამაკითხა და უპირობოდ მოვყვებიო.

forgot

ასევე, არიან ისეთებიც, რომლებმაც სუფრის მიმდნარეობისას თავისი სიამაყის შემაგრძნებელი ლექსები იციან კარგად, მაგრამ, როცა დაიწყებენ მოყოლას ავიწყდებათ თანმიმდევრულობა(ეს არა მხოლოდ სიმთვრალისასაა მოსული). ამას აკადემიურად კავშირის დაკარგვა ჰქვია. დახსომებულ შინაარსებს შორის კავშირები სუსტდება და ბოლოს წყდება, რის გამოც დახსომებული მასალის მთლიანობა ირღვევა. ადამიანს ახსოვს ცანლკე მომენტები, მაგრამ მთლიანის შინაარსი არა.  ამგვარ გამოვლინებას მეცნიერები უწოდებენ “დინამიკურ მეხსიერების” შესუსტებას. პირადად მე ამგვარი შემთხვევის მსხვერპლი უამრავჯერ გამხდარვარ.

მეოთხე სიმპტომი “გათიშვისა” არის, როცა დავიწყებულის გასახსენებლად სულ მეტი დაძაბვა, მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამგვარად, დავიწყება გახსენების სიძნელეში ვლინდება. აბა, დაფიქრდით, მეგობარს დაავიწყდა ისეთი სიტყვა ან სახელი, რომელიც ორივემ კარგად იცით, იჭყლეტთ ტვინს, “სიტყვა კი ენაზე გადგებათ”, მაგრამ გახსენებას ვერაფრით ახერხებთ. რამდენს მოგსვლიათ ? ეს სიმტკიცის დაკარგვით ცნობილი დავიწყების გამოვლინებაა. ყველაზე უარესი დავიწყებებს შორის.

forgot to save

ბოლო კი მეგობრებო, ეხება გამოცდილების დავიწყებას. “ტვინი გამეთიშა”.  აი ყველასთვის ცნობილი მდგომარეობა. როცა გამოცდაზე ზიხართ და ერთი ამოცანა ვერ ამოსხენით და მას დიდი დრო დაუთმეთ, შემდეგ გადადიხართ ადვილზე და საერთოდ ქართული მხედრული ასოებიც კი გეჩვენებათ უცნობად. მართლაც მძიმე მდგომარეობაა. დავიწყება ისე შორს მიდის, რომ სუბიექტს ავიწყდება არა მხოლოდ მოცემული კონკრეტული შინაარსი, არამედ იკარგება ის საერთო გამოცდილებაც მოვლენათა სათანადო სფეროს მიმართ, რომელიც ამჟამად დავიწყებული ცოდნის შეძენის შედეგად იყო მიღებული.

აი ასე მეგობრებო მეცნიერულად მხოლოდ ეს ხუთი განვლილის დაკარგვის პრეცედენტი არსებობს. წიგნი სახლში დამრჩა და მისთ. ეს უკვე სხვა სფეროა. იმედია ცხოვრებაში გადამწყვეტ მომენტში მაინც არ გიმტყუნებთ თქვენი მეხსიერება და სულ წარმატებულები იქნებით.

ნახეთ ეს ვიდეო და დარწმუნებული ვარ არასდროს დაგავიწყდებათ:

მსგავსი ამბები

Back to top button