არქივი

კეტჩუპის ისტორია

b7d7af6bfe65
კეტჩუპი დღეს მთელს მსოფლიოში პოპულარული საწებელია, თუმცა ამერიკას მაინც ვერავინ შეედრება. ოჯახების 97 %-ის სამზარეულო კეტჩუპის გარეშე წარმოუდგენელია. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კეტჩუპი შეიძლება ძლიერი იარაღი იყოს კიბოსა და გულის დაავადებების წინაშე საბრძოლველად.

სიტყვა ,,კეტჩუპი” ჩინური ,,ke-tsiap” მოდის, რაც თევზის საწებელს ნიშნავს. ჩინეთიდან ის მალაიზიასა და ინდონეზიაში გავრცელდა სადაც სახელიც შეიცვალა და გახდა ,,kechap ”. მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისელმა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს ეს საწებელი და მისი ინგრედიენტები ევროპაში წაიღეს. კეტჩუპი ისტორიულ წყაროებში პირველად 1690 წელს არის მოხსენიებული.
799cc6a24965
,,კეტჩუპის” ჩინური ვერსია ყველაზე მეტად წააგავს სოიოს და ვორჩესტერშირის საწებელს. შემდეგ ის რამდენჯერმე შეიცვალა და 1700 წლისათვის პომიდორიც დაუმატეს. მეცხრამეტე საუკუნისათვის კეტჩუპს იცნობდენ როგორც ტომატის საწებელს.
a1e3ecbcbbd1
F. & J. Heinz Company -მ დაიწყო დაფასოებული კეტჩუპის გაყიდვა 1876 წელს. მალე კი ,,პომიდვრის კეტჩუპს” სიტყვა პომიდვრის მოცილდა რადგან უკვე ყველამ იცოდა კეტჩუპი რისგანაც მზადდებოდა.
e66216ab80d6
403ef14d096a
2202d1f3547f

Back to top button