ორიგინალური ფორმის ბეჭდები
როგორი ფორმის შეიძლება იყოს ბეჭედი? ალბათ პირველ რიგში ოქროს ბეჭდები გაგვახსენდება, სხვადასხვა ძვირფასი თვლებით შემკული. თუმცა ბეჭედი შეიძლება ისეთი ფორმის იყოს, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენდით.
ეს ბეჭედი ფირმა ,,SouZou Creations”-ის დამზადებულია. აღნიშნული ფირმა გამოირჩევა მსგავსი უცნაური ნაკეთობების დამზადებით, ამჯერად კი გააკეთეს ბეჭედი, რომელიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება.
ეს ბეჭედი კი ცნობილი ვიდეო თამაშის ,,Space Invaders” -ის მიხედვით შეიქმნა, მასზე გამოსახულია თამაშის მთავარი მოქმედი გმირი – რობოტი. ბეჭედი დამზადებულია ოქროსაგან. ,,Space Invaders” ის ფანებს ნამდვილად შეუძლიათ ამ ბეჭედით თავი მოიწონონ.
შემდეგი ბეჭედი საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურება. ეს ამერიკული ,,ბარბიქიუ” ფორმისაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი ტარება კომფორტული იქნება.
სურათზე ერთგვარი ბეჭედი-ტელესკოპია. ის მსუბუქი ალუმინისა და ბრინჯაოსგან არის დამზადებული. მისი საშუალებით შესაძლებელია საკმაოდ ახლოდან დავათვალიეროთ სხვადასხვა ობიექტები.
მომდევნო ბეჭედი ისევე საკულტო თამაშის მიხედვით შეიქმნა და შექმნისთანავე გაყიდვების ბუმი გამოიწვია. ,,Pac-Man” ის შემქმნელი კომპანია ,,ნამკო” მშვენიერ შემოსავლებს იღებს , თამაშთან დაკავშირებული აქსესუარების შექმნით.
სურათზე წამოდგენილი ბეჭედი იაპონური ლუდის მწარმოებელი კომპანიის ,,Kawaii” სარეკლამოდ შეიქმნა. ლუდის მოყვარულებისათვის მშვენიერი აქსესუარია.